სიახლეები

left direction
right direction
კვირეულის ფარგლებში, ფიზიკის პოპულარიზაციის მიზნით, მოეწყო ფიზიკის დღეები ,,ფიზიკა არა მხოლოდ კანონები და ფორმულებია, არამედ ფიზი...
მუხრან მაჭავარიანის საღამო
VIII კლასის მოსწავლეების მიერ კვირეულის ფარგლებში ჩატარდა (ქართული ენასა და ლიტერატურის მასწავლებელი მანანა წერეთელი, დამრიგებელი ...
მშობელთა კვირეული
,,მზეკ აბანი–2 007–ის“ სასკოლო ცხოვრებაში მშობლები აქტიურად არიან ჩართულნი. ამის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა – ,,მოსწავლეთა დღეებ...
მოსწავლეთა 66–ე სასწავლო–შემოქმედებითი კონფერენციის შედეგები
მოსწავლეთა 66–ე სასწავლო–შემოქმედებითი კონფერენციის მეორე ტურში წარმატებით გამოვიდნენ და დასკვნით ტურში მონაწილეობას უფლება მო...

მთავარი გვერდი

მშობელთა კვირეული

,,მზეკ აბანი–2 007–ის“ სასკოლო ცხოვრებაში მშობლები აქტიურად არიან ჩართულნი. ამის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა – ,,მოსწავლეთა დღეები“, რომელიც მშობელთა მონაწილეობით მიმდინარეობდა. კვირეული გაიხსნა მსობელთა ნამუშევრების გამოფენით, რამაც დაგვარწმუნა, რომ ,,მზეკაბანელებს“ საოცრად ნიჭიერი, ხელოვნების ნიჭით დაჯილდოებული მშობლები ჰყავთ.

დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა ლადა ერმოლენკოს, ნინო გაბრიაძისა და ელისო არჩვაძის ნაქარგებმა, რენადა აბჟანდაძის, მირანდა თორთლაძის, ნინო ჩხიკვაძის ნახატებმა და აქსესუარებმა, ნინო მამისეიშვილის მიერ დამზადებულმა სამკაულებმა, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთებმა და აქსესუარებმა, აგრეთვე მადლენა კუპატაძის ხელთნაკეთმა სამკაულებმა.

დაწვრილებით...

მუხრან მაჭავარიანის საღამო

VIII კლასის მოსწავლეების მიერ კვირეულის ფარგლებში ჩატარდა (ქართული ენასა და ლიტერატურის მასწავლებელი მანანა წერეთელი, დამრიგებელი მაია გოგბერაშვილი) მუხრან მაჭავარიანის პოეზიის საღამო – ,,რაც კი ზარია შემოკრული ამქვეყნად სადმე, მადლი იმ ზართა შესწეოდეს ყველა ნაღდ ქართველს“. საღამო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გაიმართა. მოეწყო პოეტის ბიოგრაფიის ამსახველი სლაიდებით  პრეზენტაცია, რომელსაც თან ახლდა მგოსნის  სულში ჩამწვდომი პოეზიის უკვდავი სტრიქონები.

თითოეული მოსწავლის მიერ წარმოთქმული ლექსი ჟრუანტელს გვრიდა მსმენელს. მონაწილეობა მიიღეს ასევე მშობლებმა (ინგა გაბრიჭიძე, ლალი კუპატაძე). სამკითხველო დარბაზში მოეწყო მუხრან მაჭავარიანის ლექსთა კრებულის სხვადასხვა გამომცემლობების გამოფენა.

,,მზეკაბანი“ დასავლეთ საქართველოს ჩემპიონი დებატებში ,,გზა პარლამენტისაკენ“

მიმდინარე წლის 1 აპრილს კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩაიწერა კერძო სკოლა ,,მზეკაბანის“ ისტორიაში.

მოსწავლეთათვის გამართულ დებატებში – ,,გზა პარლამენტისკენ“–სკოლის გუნდი დასავლეთ საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ეს იყო მღელვარებითა და მოლოდინით აღსავსე 4 საათი, რომელმაც დარბაზში მსხდომ მაყურებელს უდიდესი სიამოვნება მოგვარა.

გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ ,,მზეკაბანის“ გუნდმა დებატების კლასიკური ნიმუში აჩვენა, რითაც ჟიურისა და მაყურებლის ერთსულოვანი მოწონება დაიმსახურა.

გუნდის წარმატების გარანტი გახდა დებატების ყველა პრინციპის ზუსტი დაცვა.

ჟიურის მიერ აღინიშნა, რომ ,,მზეკაბანელთა“  უპირატესობა განაპირობა მისმა გუნდურობამ –ათივე  მოდებატე აქტიურად იყო  ჩართული კონკურსში, ყველა მათგანს ჰქონდა  საშუალება გამოეხატა საკუთარი პოზიცია.

მოსწავლეთა 66–ე სასწავლო–შემოქმედებითი კონფერენციის შედეგები

მოსწავლეთა 66–ე სასწავლო–შემოქმედებითი კონფერენციის მეორე ტურში წარმატებით გამოვიდნენ და დასკვნით ტურში მონაწილეობას უფლება მოიპოვეს შემდეგმა მოსწავლეებმა: ანი კირკიტაძემ, ქრისტინა გეწაძემ, თამარ მახვილაძემ, გოგა ჭანკვეტაძემ, არჩილ სიმონგულაშვილმა, ირაკლი რობაქიძემ, გვანცა დოლაკიძემ, მარეხი ნიკოლაძემ, გიორგი დოლაკიძემ. პედაგოგები: სოფიკო ხაჭაპურიძე, ირმა ლაფაჩი, ნინო დოლაკიძე, შორენა კახიძე, აზა მემანიშვილი.

გვერდი 1 - 3 - დან

 
 
 
 

.

.

.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: თერჯოლა, რუსთაველის ქ. #82

ტელეფონი: 8 491 24 – 46 – 88

მობილური: 5 99  79 – 18 – 88

Email: info@mzekabani.edu.ge