-
განცხადება
December 29, 2017
Uncategorized
-
მათემატიკის წრე “პითაგორა” იწვევს შპს “მზეკაბანი 2007” – ის VI კლასის მოსწავლეებს. წრე იფუნქციონირებს 26 იანვრიდან 8 ივნისის ჩათვლით. წრის წევრებთან შეხვედრა შედგება ყოველ პარასკევს, გაკვეთილების შემდეგ ერთი საათის განმავლობაში. საწრეო მუშაობის მიზნებია:
- მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება
- მოსწავლეებისთვის აზროვნების უნარის განვითარება
- მსჯელობის, შეხედულებათა დასაბუთების, მოვლენებისა და ფაქტების ანალიზის უნარის განვითარება.
- ცხოვრებისეული ამოცანების გადასაწყვეტად საჭირო ცოდნის გადაცემა და ამ ცოდნის გამოყენების უნარის განვითარება.
წრის მუშაობა მოსწავლეებს დაეხმარებათ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მასალის სიღრმისეულ შესწავლაში.
დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ტელ.: 558-39-49-08
წრის ხელმძღვანელი ინგა გაბრიჭიძე
მეტი -
განცხადება
December 29, 2017
Uncategorized
-
ინგლისური ენის წრე “SUCCESS” იწვევს შპს “მზეკაბანი 2007” – ის X კლასის მოსწავლეებს. წრე იფუნქციონირებს 17 იანვრიდან 6 ივნისის ჩათვლით. წრის წევრებთან შეხვედრა შედგება ყოველ ოთხშაბათს, გაკვეთილების შემდეგ ერთი საათის განმავლობაში. საწრეო მუშაობის მიზნებია:
- მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება
- მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა და განვითარება
- წაკითხულის გაგების, გააზრების, ანალიზის, სინთეზის უნარების განვითარება
- ინფორმაციის დახარისხების უნარის განვითარება
- კომუნიკაციის უნარის განვითარება
- საკუთარი აზრის გამოთქმის უნარის განვითარება
- კოლაბორაციული უნარის განვითარება
- კრიტიკული აზრების განვითარება
- წერითი მეტყველების უნარ-ჩვევების განვითარება
წრის მუშაობა მნიშვნელოვანია, რადგან დასახული მიზნების მისაღწევად მოსწავლეები შეასრულებენ სხვადასხვა აქტივობებს და გაიღრმავებენ ცოდნას წერის, კითხვის, საუბრის და მოსმენის მიმართულებით.
დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ტელ.: 577-65-29-91
წრის ხელმძღვანელი მაკა ლიკლიკაძე
საწრეო მუშაობის პროგრამა
მეტი -
დედის დღისადმი მიძღვნილი კვირეული
March 6, 2017
Uncategorized
-
დედის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში II კლასში ხელოვნების გაკვეთილი ჩაატარა მშობელმა,თერჯოლის სამხატვრო სკოლის პედაგოგმა, ქალბატონმა ნინო ჩხიკვაძემ.მოსწავლეებისათვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა პრაქტიკული სამუშაო.მათ დაამზადეს მისალოცი ბარათები საკუთარი დედებისათვის.
მუშაობის პროცესი იყო მეტად სახალისო და საინტერესო.
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ქალბატონ ნინო ჩხიკვაძეს სასკოლო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისათვის, ულოცავს მას ,,დედის დღეს“ და უსურვებს მომავალ წარმატებებს!
მეტი -
დედის დღისადმი მიძღვნილი კვირეული
March 6, 2017
Uncategorized
-
დედის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში X კლასში, მშობელ -საზანოს საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელ ,ქალბატონ მადონა ჭანტურიძის მიერ , ჩატარდა გაკვეთილი მათემატიკაში. გაკვეთილის თემა გახლდათ- „ზოგიერთი ფუნქციის გრაფიკი და მისი გარდაქმნა“.საინფორმაციო ტექნოლოგიებით, მრავალფეროვანი რესურსებითა და სახალისო აქტივობებით დატვირთულმა გაკვეთილმა მეტად საინტერესოდ ჩაიარა.
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ქალბატონ მადონა ჭანტურიძეს სასკოლო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისათვის, ულოცავს მას გაზაფ ხულის დადგომასა და ,,დედის დღეს“, უსურვებს მომავალ წარმატებებს!
მეტი -
ინტეგრირებული პროექტი ,,ქართული ხელნაწერები”
February 1, 2017
Uncategorized
-
1 თებერვალს მე-8 კლასის მიერ განხორციელდა ინტეგრირებული პროექტი ,,ქართული ხელნაწერები”.
მეტიმოსწავლეებმა წარმოადგინეს თემები – ქართული ხელნაწერები და კულტურულ -საგანმანათლებლო და რელიგიური ცენტრები სირია-პალესტინაში, საბერძნეთში, თურქეთში, საქართველოში. მასალის მრავალფეროვნებიდან და სირთულიდან გამომდინარე მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა, გააანალიზეს მოძიებული მასალა, წარმოადგინეს პრეზენტაცია- გაფირმებული მრავალფეროვანი თვალსაჩინო მასალით
-
წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება
February 1, 2017
Uncategorized
-
16 იანვარს გაიმართა შპს ,,მზეკაბანი-2007-ის” წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება. სკოლის დირექტორმა-ნ. გვენეტაძემ საზეიმო ვითარებაში დიპლომები გადასცა სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს:
- ნინო გეწაძე (V კლასის მოსწავლე)
- ნინ
ი მაჭავარიანი (V კლასის მოსწავლე)
- ანა ცხადაძე (VI კლასის მოსწავლე)
- გიორგი ჩაფიჩაძე (VII კლასის მოსწავლე)
- ჯარჯი ჯამალაშვილი (VII კლასის მოსწავლე)
- ლანა ზარნაძე (X კლასის მოსწავლე)
- ანა გოგავა (X კლასის მოსწავლე)
- მარიამ ღავთაძე (XI კლასის მოსწავლე)
- ირაკლი ჩაფიჩაძე (XI კლასის მოსწავლე)
- არჩილ ჩაფიჩაძე (XII კლასის მოსწავლე)
-
December 27, 2016
Uncategorized
-
სასკოლო ცხოვრებაში მშობლთა ჩართულობის ფარგლებში “მზეკაბანს”სამტრედიის რაიონული პროკურორი(სამტრედია,ვანი,ხონი) მალხაზ გეწაძე ეწვია საინტერესო პრეზენტაციით .
მეტი
ბატონმა მალხაზმა ძალზე საინტერესოდ ისაუბრა პროკურატურის როლისა და ფუნქციის,სამართალდარღვევათა სახეების,არასრულწლოვანთა დანაშაულისა და მისი პრევენციის შესახებ.
შეხვედრა ორი საათის განმავლობაში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
მოსწავლეებმა დიდი მადლობა გადაუხადეს სტუმარს და კვლავ შეხვედრის იმედით დაემშვიდობენ. -
December 27, 2016
Uncategorized
-
პროექტი ,,ბარაქიანი შემოდგომა“
მეტიპატარებმა ზეიმით გააცილეს შემოდგომა…..იყო ლექსი,სიმღერა,ცეკვა…პრეზენტაცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეების ბარაქიან შემოდგომაზე…..მოეწყო პატარების მიერდამზადებული ჰერბარიუმებისა და ნახატების გამოფენა…..
-
სიახლე
December 6, 2016
Uncategorized
- მეტი