მზეკაბანის გუნდი ჭადრაკის რაიონული ტურნირის გამარჯვებულია

April 29, 2024 Uncategorized  No comments

ჭადრაკის რაიონული ტურნირის გამარჯვებული გუნდი👏👏
1. ანდრია ჭანტურიძე
2. გაბრიელ ისაკაძე
3. გაბრიელ სუთიძე.
4. ლუკა საყვარელიძე
წარმატებები პატარებო , მომავალშიც!

მეტი

“დედამიწის დაცვის დღე”

April 29, 2024 Uncategorized  No comments

მზეკაბანელი მეხუთეკლასელები შეუერთდნენ “დედამიწის დაცვის დღეს”. მათ ნახეს ანიმაციური ფილმები “განადგურებული დედამიწა” და “დედამიწის დაცვის წესები” მოსწავლეებმა უპასუხეს მასწავლებლის შეკითხვებს ,გაიაზრეს დღევანდელი დღის მნიშვნელობა.
ბოლოს, მომღერალ გია ნიკოლაძის სიმღერის ( “დედამიწა”) ფონზე შექმნეს საკუთარი კლასის ხე “დედამიწა და ჩვენ “. კლასის დამრიგებელი დარეჯან ჭანტურიძე
მეტი

დედაენის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება

April 29, 2024 Uncategorized  No comments

მეხუთე კლასში ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება , რომელშიც მონაწილეობდნენ კლასის დამრიგებელი დარეჯან ჭანტურიძე, ქართული ენის პედაგოგი ქეთევან კირკიტაძე და პირველი კლასის მოსწავლეები თამთა მასწავლებელთან ერთად.
მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია, ლექსები და გამონათქვამები ქართული ენის შესახებ, დახატეს , ლამაზი კალიგრაფიით დაწერეს ასობგერები და “გამოაცხვეს” ანბანი.
პირველკლასელებმა გაგვაცნეს ბარბარიზმები და კონკურსში გამოიწვიეს მეხუთე კლასის მოსწავლეები.ღონისძიებამ ძალიან ხალისიანად და საინტერესოდ ჩაიარა .
მეტი

დედა ყოველთვის ერთი და განუმეორებელია

April 29, 2024 Uncategorized  No comments

2024 წლის 4 აპრილს
სწორედ დედები იყვნენ “მზეკაბანელი” მეხუთეკლასელების ყურადღების ცენტრში.
შვილებმა მიუძღვნეს ლექსები და სიმღერები. ასევე მისწერეს სამადლობელი წერილები, წარმოსახვით დახატეს ძალიან მცირე დროში, შესთავაზეს ვიქტორინა დედის დღესთან დაკავშირებით, თავადაც ისაუბრეს დედიკოების ღვაწლზე. მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული მთელი საღამო. მშობლები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ნომინაციების დიპლომებითა და სიმბოლური საჩუქრებით.
მეხუთე კლასის დამრიგებელი დარეჯან ჭანტურიძე.
მეტი

” მადლობა თავისუფლებისთვის!”

April 29, 2024 Uncategorized  No comments

8 აპრილს ამ თემაზე მეხუთეკლასელ “მზეკაბანელებს” ( ხელმძღვანელი დარეჯან ჭანტურიძე) ჰქონდათ პრეზენტაცია, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს მიეძღვნა. 🌷🌷🌷🌷ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია მათ ასაკში გააზრება ამ ისტორიული გამარჯვებისა, რომელსაც ათეულობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.🙏🙏🙏🙏🙏.
მოსწავლეებმა დამოუკიდებლად მოიძიეს სათანადო ინფორმაცია და წარდგნენ თანაკლასელების წინაშე, თითოეულმა მათგანმა თავისებურად ახსნა სამშობლოს სიყვარული და მისი დამოუკიდებლობის არსი🇬🇪🇬🇪
აღნიშნული აქტივობა მეორე დღეს დაგვირგვინდა რაიონულ ღონისძიებაში მონაწილეობით, რომელიც მიეძღვნა 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას.🙏🙏🙏
დაე, მშვიდობიან და ერთიან საქართველოში ეცხოვროს ჩვენს მომავალ თაობას!

მეტი

“ფული და მისი ფუნქცია უძველესი დროიდან დღემდე“

April 29, 2024 Uncategorized  No comments

ასეთი იყო კომპლექსური დავალება მე-9 და მე-10 კლასებში,მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაციები მსოფლიოში გავრცელებული ფულის 180 სახეობის შესახებ, შეისწავლეს ძველი ქართული და მსოფლიო ნუმიზმატიკური მასალები, წარმოადგინეს პრეზენტაციები და ბოლოს მოეწყო ძველი ფულის კუპიურებისა და მონეტების “მინი მუზეუმი“,რომელიც თავად მოსწავლეთა ინიციატივით შეგროვდა . გამოფენას სტუმრობდნენ სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები.
სამოქალაქო განათლების პედაგოგი ელენე კუტივაძე
მეტი

დებატები

April 12, 2024 Uncategorized  No comments

დღეს მეშვიდეკლასელმა “მზეკაბანელებმა” დებატები გამართეს ქუთაისის კერძო სკოლა ” მერმისისა” და თბილისის კერძო სკოლა “ივერიას” თანატოლებთან  სადებატო თემა გახლდათ – “ცხოვრების ჯანსაღი წესი და მასთან დაკავშირებული პრობლემები”.
დღეს ძალიან ხშირად გვესმის სიტყვები : ” ჯანსაღი ცხოვრება”. მოგვიწოდებენ, მივყვეთ მის წესებს, რომ ვიცხოვროთ იმაზე უკეთ, ვიდრე ეს სინამდვილეში ხდება.
ჯანსაღი ცხოვრება გულისხმობს სწორ კვებას, აქტიურ დატვირთვას, ჰიგიენას, დასვებებას, მავნე ჩვევებზე უარის თქმას. სწორედ ამ საკითხებზე მსჯელობდნენ დღეს ონლაინ შეხვედრაზე პატარა მოდებატეები, რომლებიც თავიანთ მოსაზრებას არგუმენტირებულად გადმოსცემდნენ. .
მადლობა სკოლა ” მერმისს”, რომელიც გახლდათ ამ შეხვედრის ინიციატორი და დებატების წარმმართველი, მადლობა თითოელ მონაწილეს , სამოქალაქო განათლების პედაგოგს – ელენე კუტივაძეს
მეტი

” მადლობა თავისუფლებისთვის!”

April 12, 2024 Uncategorized  No comments

8 აპრილს ამ თემაზე მეხუთეკლასელ “მზეკაბანელებს” ( ხელმძღვანელი დარეჯან ჭანტურიძე) ჰქონდათ პრეზენტაცია, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს მიეძღვნა. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია მათ ასაკში გააზრება ამ ისტორიული გამარჯვებისა, რომელსაც ათეულობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
მოსწავლეებმა დამოუკიდებლად მოიძიეს სათანადო ინფორმაცია და წარდგნენ თანაკლასელების წინაშე, თითოეულმა მათგანმა თავისებურად ახსნა სამშობლოს სიყვარული და მისი დამოუკიდებლობის არსი.
აღნიშნული აქტივობა მეორე დღეს დაგვირგვინდა რაიონულ ღონისძიებაში მონაწილეობით, რომელიც მიეძღვნა 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას.
დაე, მშვიდობიან და ერთიან საქართველოში ეცხოვროს ჩვენს მომავალ თაობას!
მეტი

კოლეგების წარმატებული პრაქტიკის გაზიარება

April 12, 2024 Uncategorized  No comments

” წარმატების რეალური საიდუმლო ენთუზიაზმია.” უოლტერ კრაისლერის ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში ეჭვი არასდროს შეგვპარვია “მზეკაბანელებს”.🥰👌
” წარმატება ხანგრძლივია, თუ იცი, რატომ ხარ წარმატებული.” ❤️
სწორედ ენთუზიაზმი, პროფესიონალიზმი და საქმის უსაზღვრო სიყვარული აძლევს ბიძგს კოლექტივს, განვითარდეს და ყოველთვის იყოს ” მოწინავეთა რიგებში”.
კათედრების წევრების დღევანდელი შეკრებაც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა , გავეცნოთ და შემდგომ მუშაობის დროს გამოვიყენოთ ქართველი თუ უცხოელი კოლეგების წარმატებული პრაქტიკა.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ინიციატივით ჩატარებულ კონფერენციაში მონაწილეობდა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი – მაია გოგბერაშვილი, რომელმაც “მზეკაბანელ” კოლეგებთან გააკეთა პრეზენტაცია თემაზე – “დანიური სწავლების მეთოდოლოგიის დანერგვა საქართველოში და მიღწეული. შედეგების გაზირება” მუშაობის პროცესში აქტიურად იყო ჩართული ყველა მასწავლებელი. ძალიან ბევრი საინტერესო მოსაზრება გამოითქვა საპრეზენტაციო თემასთან დაკავშირებით, აღინიშნა,რომ ” მზეკაბანელებს” დიდი გამოცდილება აქვთ ინტერაქტიური მეთოდებით სწავლებისა,მაგრამ ეს არ უშლით ხელს, გაეცნონ სიახლეებს.
პედაგოგებმა გამოთქვეს სურვილი, რომ მაისის ბოლოს სკოლაში მოეწყოს მოსწავლეთა მიერ შექმნილი სასწავლო რესურსების დიდი გამოფენა, რომელშიც მთელი სკოლა აქტიურად იქნება ჩართული.
ჭირვეულმა მარტმა ვერც განწყობა შეცვალა და მუშაობის სურვილიც ვერ გაანელა. წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა, რომლებსაც აუცილებლად ” შევეჭიდებით”
მეტი

“ფული და მისი ფუნქცია უძველესი დროიდან დღემდე“

April 12, 2024 Uncategorized  No comments

ასეთი იყო კომპლექსური დავალება მე-9 და მე-10 კლასებში,მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაციები მსოფლიოში გავრცელებული ფულის 180 სახეობის შესახებ, შეისწავლეს ძველი ქართული და მსოფლიო ნუმიზმატიკური მასალები, წარმოადგინეს პრეზენტაციები და ბოლოს მოეწყო ძველი ფულის კუპიურებისა და მონეტების “მინი მუზეუმი“,რომელიც თავად მოსწავლეთა ინიციატივით შეგროვდა . გამოფენას სტუმრობდნენ სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები.
სამოქალაქო განათლების პედაგოგი ელენე კუტივაძე
მეტი