21 მარტი, განსაკუთრებულად თბილი და სუფთა გულის მქონე ადამიანების დღეა.

March 26, 2025 Uncategorized  No comments

ულამაზესი საერთაშორისო დღე, რომელიც ყოველთვის შეგვახსენებს, რომ სიყვარული და მეგობრობა ყველასთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია.
მზეკაბანელმა მეექვსეკლასელებმა თამაშ- თამაშით და სახალისო აქტივობებით დაგვიმტკიცეს , რომ თითოეული ადამიანი უნიკალურია.
“გააუმჯობესე ჩვენი მხარდამჭერი სისტემები!”
პ.ს. კიდევ ბევრი რამის დაწერა შეიძლებოდა და მსურდა კიდეც, მაგრამ სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ შრომას და ენერგიას, რომელიც ჩავდეთ მე და ბავშვებმა დღევანდელი დღის გალამაზებაში.
ჩვენ ვიცით , როგორ და რა გულით მოვამზადეთ ყველაფერი , ზოგიერთისთვის შეიძლება ეს მხოლოდ ფოტოებია, მაგრამ მოსწავლეების მიერ გაწეული მუშაობა უსაზღვროა და ამიტომ უნდა მეჩვენებინა საჯაროდ.
მადლობა ყველას, ვისთვისაც საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ეს ყოველივე.
მეტი

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

March 26, 2025 Uncategorized  No comments

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს მერვე და მეცხრე კლასელი ,,მზეკაბანელები”ასე გამოეხმაურნენ. ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!

მეტი

დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

March 26, 2025 Uncategorized  No comments

დედის დღისადმი მიძღვნილმა ღონისძიებამ გულები სიხარულითა და ემოციებით აავსო
პატარებმა დედებთან ერთად იცეკვეს და იმღერეს…
პირველად სცადეს ინსცენირება, რომელიც საოცრად გამოუვიდათ!
სცენიდან ისმოდა მხიარული ხმები, მხურვალე აპლოდისმენტები და ბედნიერი სიცილი… ეს ყველაფერი მშობლების აქტიური ჩართულობით გამოგვივიდა ასეთი თბილი და ჯადოსნური.
თუმცა, ყველაზე მოულოდნელი და ამაღელვებელი მომენტი ღონისძიების ბოლოს დადგა – დარბაზში პატარების მამიკოები შემოვიდნენ და თავიანთ საყვარელ მეუღლეებს ულამაზესი თაიგულები მიართვეს..
P.S.მადლობა მათ ,რომ გაიზიარეს ჩემიი თხოვნაა და გვერდით დამიდგნენ მცირედით რომ გაგვეხარებინაა ჩემი გოგონები სიურპრიზიც შედგა!..
დედების გაბრწყინებული თვალები, ბედნიერება და სიყვარულით სავსე ჩახუტებები – ეს იყო წამები, რომლებიც,ალბათ, ყველას გულში ჩაგვრჩება.
და ბოლოს, ჩვენ ყველამ ერთად, გულით ნათქვამი სურვილები, ფერად ჰელიუმის ბუშტებს ცაში ავაყოლეთ,მათ თან გაჰყვა ჩვენი სიყვარული და მადლიერება. ისინიც, თითქოს, ჩვენს ემოციებს ითავსებდნენ და ცისკენ მიცურავდნენ, უსასრულობისკენ..
დღეს ნამდვილად ვიგრძენით, რამდენად ძლიერია დედის სიყვარული – სითბო, რომელიც არასდროს განელდება და სულ გაგვათბობს
მეტი

საგანმანათლებლო რესურსცენტრის პროექტის ,,ვირჩევ პროფესიას”

March 26, 2025 Uncategorized  No comments

განხორციელება გრძელდება.
ისევ ღია გაკვეთილები…
ჩვენი საქართველო/სპორტი – კერძო სკოლა ,,მზეკაბანი 2007″ – ბადრი რობაქიძე და ზურაბ ბარბაქაძე
თემა – ,,სპორტი ჩვენი არჩევანია”
მეტი

დედის დღე მზეკაბანში

March 26, 2025 Uncategorized  No comments

ძალიან ლამაზად,  ფერადად,ემოციურად  სიყვარულით, ჩახუტებით,მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს მესამეკლასელმა “მზეკაბანელებმა” დედის დღე!
სასიამოვნო სანახავი იყო დედიკოების სიხარულით გაბრწყინებული თვალები და ბედნიერი სახეები! გილოცავთ კიდევ ერთხელ! მადლობა დაუღალავ ,კრეატიულ ,ყველა მოსწავლისათვის საყვარელ ლია მასწავლებელს
მეტი

კერძებისა და ტკბილეულის რეცეპტები

March 26, 2025 Uncategorized  No comments

კერძებისა და ტკბილეულის რეცეპტები მზეკაბანელი მეათეკლასელებისგან, რა თქმა უნდა უცხოურ ენაზე (რუსული ენა).
უცხოური ენის ყოველი გაკვეთილი მიზნად ისახავს ზეპირმეტყველების უნარების განვითარებას.
ყველაფერი ისე წარიმართა,როგორც დავგეგმეთ, სტუმრებიც დავპატიჟეთ უცხოური ენების კათედრიდან.
დიდი მადლობა თითოეულ მოსწავლეს ასეთი პასუხისმგებლობისთვის.
მეტი

მზეკაბანელების სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი ,,ცენტრის” აგრონომთა კლუბის საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთზე

February 16, 2025 Uncategorized  No comments

მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასათბურე პირობებში გამოყვანილი და ღია გრუნტში გადატანილი აღმონაცენები. ინტერესით ჩაერთნენ და ხალისით აითვისეს ვაზის, ატმის და ვარდის გასხვლის სპეციფიკა. სასათბურედ დააკალმეს მიმოზას ტოტები. ვიზიტის დასრულს მზეკაბანელებს აგრონომთა კლუბის მესვეურთაგან საჩუქრად გადაეცათ კვიპაროზების ნერგები.

მეტი

პრეზენტაცია ” Моя комната”

February 16, 2025 Uncategorized  No comments

მეექვსე კლასის მოსწავლეებმა რუსული ენის გაკვეთილზე  წარმოადგინეს საკუთარი ხელით დახატული ნახატები, სხვადასხვა ციფრულ პლატფორმაში შექმნილი ოთახები.

მეტი

დავით აღმაშენებლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული

February 16, 2025 Uncategorized  No comments

დავით აღმაშენებლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მესამეკლასელებმა ( ხელმძღვანელი ლია ნიკოლაძე) საინტერესო პრეზენტაცია მოისმინეს საქართველოს უდიდესი მეფის მოღვაწეობის შესახებ უფროსი მეგობრის – თეკლა არაბიძისგან. საკლასო ოთახიდან შემდგომ სკოლის ბიბლიოთეკაში გადაინაცვლეს,სადაც საინტერესო აქტივობები ელოდათ.
დიდი სურვილი გვაქვს, ეს პატარები სახელოვან მამულიშვილებად და დიდი დავითის ღირსეულ შთამომავლებად შეემატონ მამულს! იცხოვრონ “დავითისეულ” ერთიან, ძლიერ და თავისუფალ საქართველოში!
მეტი

მარიამ ნიშნიანიძემ შეძლო ქიმია შეგირდებისათვის საინტერესო და საყვარელ საგნად აქცია.

February 16, 2025 Uncategorized  No comments

” ჩვენ ვითვლით კალორიებს” ( ენერგეტიკული ღირებულებების განსაზღვრა საკვებ პროდუქტებში) ასეთი გახლდათ თემა,რომელიც მთლიანად ექსპერიმენტების საფუძველზე დაამუშავეს მეათეკლასელმა ” მზეკაბანელებმა”.
წარმატებები ვუსურვოთ მარიამ მასწავლებელსაც და მის მოსწავლეებსაც. მჯერა, რომ მათ წინ კიდევ ბევრი საინტერესო მასალა აქვთ ასათვისებელი.
მეტი