„ ბედნიერება“
ალბათ, ხშირად დაფიქრებულხართ, თუ როგორია ბედნიერება ,როგორ გამოიყურება ,რა ფერისაა ან რაში მდგომარეობს მისი არსი? დღეს, მზეკაბანელი VI კლასელები შეეცადნენ ,ესაუბრათ ბედნიერების შესახებ. ამის საფუძველი კი გახდა ჩვენი სკოლის სტუმრის , რუსული ენის მასწავლებლის , სოფელ სიქთარვის მკვიდრის, ქალბატონ ნატალია კვატაიას მიერ დაწერილი ზღაპარი- „ ბედნიერება“. მის მონათხრობში ზღაპარი მზესავით მბრწყინავი და სამოთხესავით მშვიდია. მეექვსე კლასის მოსწავლეები დიდი ყურადღებითა და ინტერესით უსმენდნენ სანდომიან ქალბატონს ,რომელმაც მოუთხრო მათ ბედნიერების მოპოვების გზების შესახებ . შეხვედრა ჩატარდა სკოლის ლამაზ ბიბლიოთეკაში როგორც უცხოურ ,ისე მშობლიურ ენებზე . მოსწავლეეებმა გაიხსენეს რუსულ ენაში ნასწავლი ზღაპრებიც და მათი პერსონაჟებიც. ბავშვებმა გაგვანდეს, რომ მათთვის ბედნიერება ოჯახისა და მეგობრების კარგად ყოფნას ნიშნავს. სასიხარულოა,რომ ამ ასაკში ისინი ასე მსჯელობენ და სწორად ესმით ბედნიერების არსი !
მომავალში დაიგეგმა ხელნაკეთი წიგნის დამზადება ამ ზღაპრის მიხედვით ,რომლის ილუსტრატორებიც და კალიგრაფისტებიც თავად ბავშვები იქნებიან.
დიდი მადლობა მეექვსე კლასს, ქალბატონ ნატალია კვატაიასა და დარინა მასწავლებელს საინტერესო დღისთვის.

სხვა სიახლეები
კონკურსი ,,თერჯოლა ჩვენს ობიექტივში”
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, კონკურსი ,,თერჯოლა ჩვენს ობიექტივში" გაიმართა, რომლის პრეზენტაციას მერის მოადგილე მირ...
წარმატება რუსული ენის ოლიმპიადაში
ვულოცავთ ჯუბა არაბიძეს, კიდევ მრავალი წარმატება მოგცეს ცხოვრებამ
Დიდი მადლობა "ერუდიტორს" მოსწავლეთა განვითარებაზე ზ...
„მოყვასის გულთან ღმერთი გველოდება! “
" მზეკაბანი-2007"-ის VII კლასის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა სულიერი და შემეცნებითი ღონისძიება - „მოყვასის გულთან ღმე...
საკლასო და სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში
ტრადიციულად. გაიმართა საკლასო და სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში მთავარი მსაჯი და ორგანიზატორი ქალბატონი მერი ჩაფიჩაძე. გახლდათ...
” მათემატიკა და ლირიკა”
ასეთი გახლდათ პროექტი,რომლის შემაჯამებელი პრეზენტაცია დღეს შემოგვთავაზეს მერვეკლასელმა მზეკაბანელებმა.( პედაგოგები - ინგა გაბრიჭიძ...
ბავშვთა დაცვის დღე
საოცრად ლამაზი, ფერადი, კაშკაშა იყო დღეს ჩვენი კოპწია ქალაქი. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მუნიციპალიტეტის მერიამ ( მადლობა ყ...
ინტელექტუალური თამაში “რა? Სად? Როდის?
Ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით VII კლასში ჩატარდა მხიარული ინტელექტუალური თამაში "რა? Სად? Როდის?"
Დასასრულს, მათ...
მესამე კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე გააცოცხლეს ზღაპარი” “The big carrot”
დარბაზი სავსე იყო ემოციებითა და სიყვარულით. თითოეულმა მოსწავლემ დიდი პასუხისმგებლობით შეასრულა თავისი როლი.
ვამაყობთ თ...
მეორე კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე გააცოცხლეს ზღაპარი” მეორეკლასელებმა ინგლისურენოვანი ზღაპარი „The Gingerbread Man“
პატარებმა თავიანთი ხელით შექმნილი თოჯინების დახმარებით გააცოცხლეს ზღაპრის პერსონაჟები და მაყურებელს დაუვიწყარი წუთები აჩუქე...
კალიგრაფიის მასტერკლასი
„მზეკაბანში“ კიდევ ერთი განსაკუთრებული და ძალიან სასიამოვნო დღე გათენდა
ჩვენს სკოლას სტუმრობდა ...
21 მარტი, განსაკუთრებულად თბილი და სუფთა გულის მქონე ადამიანების დღეა.
ულამაზესი საერთაშორისო დღე, რომელიც ყოველთვის შეგვახსენებს, რომ სიყვარული და მეგობრობა ყველასთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია.
...
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს მერვე და მეცხრე კლასელი ,,მზეკაბანელები"ასე გამოეხმაურნენ. ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!