განცხადება

მათემატიკის წრე  “პითაგორა”  იწვევს შპს “მზეკაბანი 2007” – ის  VI კლასის მოსწავლეებს.   წრე იფუნქციონირებს  26 იანვრიდან  8 ივნისის ჩათვლით. წრის წევრებთან შეხვედრა შედგება ყოველ პარასკევს, გაკვეთილების შემდეგ ერთი საათის განმავლობაში. საწრეო მუშაობის მიზნებია:

  • მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება
  • მოსწავლეებისთვის აზროვნების უნარის განვითარება
  • მსჯელობის, შეხედულებათა დასაბუთების, მოვლენებისა და ფაქტების ანალიზის უნარის განვითარება.
  • ცხოვრებისეული ამოცანების გადასაწყვეტად საჭირო ცოდნის გადაცემა და ამ ცოდნის გამოყენების უნარის განვითარება.

წრის მუშაობა მოსწავლეებს დაეხმარებათ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მასალის სიღრმისეულ შესწავლაში.

დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით  ტელ.: 558-39-49-08

წრის  ხელმძღვანელი ინგა გაბრიჭიძე

პროგრამა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *