” ვეფხისტყაოსნის” დრო ,,მზეკაბანში”
დღეს მეათეკლასელებმა ( პედაგოგი და კლასის ხელმძღვანელი მ. წერეთელი) საოცარი წარმოდგენა შემოგვთავაზეს, რომლითაც დაიხურა ლიტერატურული კვირეული სკოლაში.
არაა ადვილი , რუსთაველის გენიალური პოემა გადაიტანო სცენაზე, მაგრამ თუ ამ საქმეს მანანა წერეთელი მოჰკიდებს ხელს, მერე შეუძლებელი არაფერია ეს იყო სიყვარულის, სიბრძნის, სილამაზის, ვაჟკაცობის, მეგობრობის, ნიჭიერების ნამდვილი ზეიმი.
ნინი ლილუაშვილის მიერ მხატვრულად წაკითხულმა პროლოგმა გვაგრძნობინა, რომ წინ საოცარი სამყაროს კარი იღებოდა და უკვე ჩვენც მისი ნაწილი ვიყავით
მომხიბვლელი თეკლა არაბიძე მართლაც ” თინათინობდა”… საოცარი ხმის ტემბრითა და შესრულებით მან სწრაფად დაიპყრო მაყურებლის გული
თინათინს შესანიშნავი პარტნიორობა გაუწიეს ნიკა სარდანაძემ ( ავთანდილი) და ბესო ფანჩულიძემ ( როსტევანი)
ეს დღე არასდროს დაავიწყდებათ ლიზი ტოფაძესა ( ნესტან – დარეჯანი) და ნიკოლოზ სოფრომაძეს ( ტარიელი). ხუმრობა როდია მსოფლიოში ნომერ პირველი ლიტერატურულ ნაწარმოების მთავარი გმირების როლის შესრულება?! მათი დებიუტი ნამდვილად შედგა
რთული მისია ჰქონდა დაკისრებული თეკლა ჭანტურიძეს, რომელმაც “ვეფხისტყაოსანში ” გაფანტულ აფორიზმებს თავი მოუყარა და სრული სტროფებით წარმოგვიდგინა ” სიბრძნის ეს საოცარი სიმფონია”.
ნამდვილი რაინდი გახლდათ დღეს მულღანზანზარელი ფრიდონი – ბექა თარგალაძე, რომელმაც მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.
ასმათის როლი შესანიშნავად მოირგო ლიზი ბუიძემ – მისი ხმა და გარეგნობა ზედგამოჭრილი გახლდათ ამ პერსონაჟის წარმოსაჩენად
დარბაზში მსხდომნი დამეთანხმებიან, რომ ფატმანმა ( ნინი ჯანელიძე) მართლა “მოგვაჯადოვა. ” ასეთი გარდასახვა, რაც ჩვენ დღეს სპექტაკლზე ვიხილეთ, მხოლოდ დიდ მსახიობებს შეუძლიათ მორცხვი, ნაზი , სიფრიფანა გოგონას ნაცვლად ჩვენ წინაშე წარსდგა საოცრად არტისტული, გაბედული, მაცდური, “რაღაცნაირად დახვეწილი” და არა ვაჭარის ცოლი – ფატმანი ჩვენ გვახსოვს ორი წლის წინ ლიზი ნეფარიძის მიერ შესრულებული ეს როლი – განსხვავებული, მაგრამ ორივე დიდებული! ბრავო გოგონებო!
ეს დღე შედგა, რომელსაც მღელვარებით ელოდა კლასის ათივე მოსწავლე და პედაგოგიც მადლობა თქვენ ამ დიდი სიამოვნებისათვის, ჩემო ძვირფასებო! მომავალ შეხვედრამდე, ქალბატონო მანანა!
მადლობა მშობლებო, რომ ყოველთვის აქტიურად ხართ ჩართული ” მზეკაბანის” სასკოლო ცხოვრებაში და მხარს გვიჭერთ! თქვენი გაბრწყინებული თვალების ხილვა ჩვენთვის უდიდესი სტიმულია, კიდევ უფრო დიდ გამოწვევებს რომ შევეჭიდოთ!


სხვა სიახლეები
21 მარტი, განსაკუთრებულად თბილი და სუფთა გულის მქონე ადამიანების დღეა.
ულამაზესი საერთაშორისო დღე, რომელიც ყოველთვის შეგვახსენებს, რომ სიყვარული და მეგობრობა ყველასთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია.
...
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს მერვე და მეცხრე კლასელი ,,მზეკაბანელები"ასე გამოეხმაურნენ. ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!
დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
დედის დღისადმი მიძღვნილმა ღონისძიებამ გულები სიხარულითა და ემოციებით აავსო
პატარებმა დედებთან ერთად ...
საგანმანათლებლო რესურსცენტრის პროექტის ,,ვირჩევ პროფესიას”
განხორციელება გრძელდება.
ისევ ღია გაკვეთილები...
ჩვენი საქართველო/სპორტი - კერძო სკოლა ,,მზეკაბანი 200...
დედის დღე მზეკაბანში
ძალიან ლამაზად, ფერადად,ემოციურად სიყვარულით, ჩახუტებით,მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს მესამეკლასელმა "მზეკაბანელებმა" დედი...
კერძებისა და ტკბილეულის რეცეპტები
კერძებისა და ტკბილეულის რეცეპტები მზეკაბანელი მეათეკლასელებისგან, რა თქმა უნდა უცხოურ ენაზე (რუსული ენა).
უცხოური ენის ...
მზეკაბანელების სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი ,,ცენტრის” აგრონომთა კლუბის საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთზე
მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასათბურე პირობებში გამოყვანილი და ღია გრუნტში გადატანილი აღმონაცენები. ინტერესით ჩაერთნენ და ხალისით აითვისე...
პრეზენტაცია ” Моя комната”
მეექვსე კლასის მოსწავლეებმა რუსული ენის გაკვეთილზე წარმოადგინეს საკუთარი ხელით დახატული ნახატები, სხვადასხვა ციფრულ პლატფორმ...
დავით აღმაშენებლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული
დავით აღმაშენებლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მესამეკლასელებმა ( ხელმძღვანელი ლია ნიკოლაძე) საინტერესო პრეზენტაცია ...
მარიამ ნიშნიანიძემ შეძლო ქიმია შეგირდებისათვის საინტერესო და საყვარელ საგნად აქცია.
" ჩვენ ვითვლით კალორიებს" ( ენერგეტიკული ღირებულებების განსაზღვრა საკვებ პროდუქტებში) ასეთი გახლდათ თემა,რომელიც მთლიანად ექსპერიმ...
მრავალფეროვანი რესურსებითა და აქტივობებით დატვირთული ინგლისური ენის გაკვეთილი მეორე კლასში.
ნანა მასწავლებელმა ჩვეული ენერგიითა და მოტივაციით დაიწყო გაკვეთილი, ყველა მოსწავლე თანაბრად ჩაერთო საგაკვეთილო პროცესში. პატარებმა...
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე!
წიგნის საჯარო კითხვის კვირეულის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მასშტაბით ბევრი ღონისძიება ჩატარდა. წიგნის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულე...