ილია ჭავჭავაძის იუბილე და ” ქართული ბანკირის” დღე
ძალიან ლამაზად, საინტერესოდ, განსხვავებული რაკუსით აღინიშნა ილია ჭავჭავაძის იუბილე და ” ქართული ბანკირის” დღე შპს “მზეკაბანი 2007-ში”. მეთერთმეტეკლასელმა პრეზენტატორებმა ” ერის მამა” იმ კუთხით წარმოუდგინეს აუდიტორიას, რომელიც ბევრისთვის ნამდვილად არაა ცნობილი “ილია ჭავჭავაძე და საქართველოს სათავადაზნაურო ბანკი” . რთულია, სიტყვებით გადმოვცე ის ემოცია, რომელიც დარბაზში მსმენელად მოსულ საზოგადოებას დაეუფლა. ყველა პრეზენტატორის გამოსვლა იყო საუკეთესო – ( ნინი ჯანელიძე, ლიზი ტოფაძე, თეკლა არაბიძე, ნინი ლილუაშვილი , თეკლა ჭანტურიძე და თავად ქალბატონი მანანა წერეთელი) . შრომა ყოველთვის ფასდება და კიდევ ერთხელ საჯაროდ მინდა გადავუხადო მადლობა დღევანდელი საღამოს სულისჩამდგმელებს ,განსაკუთრებით, ქალბატონ მანანას! უფლის წყალობაა ,როცა სკოლაში ასეთი შეუფასებელი განძი გყავს !
ღონისძიებას ესწრებოდნენ – საქართველოს საბანკო ასოციაციის დიპლომირებული ” საპატიო ბანკირი”, იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე – ბატონი რევაზ რობაქიძე და საქართველოს ბანკის თერჯოლის ფილიალის მენეჯერი – ქალბატონი სოფო მაკარიძე . უნდა აღინიშნოს, რომ ილია ჭავჭავაძის იუბილეს ამ კუთხით აღნიშვნა ბატონი რევაზის ინიციატივა გახლდათ და ვფიქრობთ, განხორციელდა კარგად. მან სკოლის ბიბლიოთეკას გადასცა სათანადო ლიტერატურა, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე, ქალბატონი სოფო კი მოსწავლეებისათვის საინტერესო და აქტუალური პრეზენტაციით გვესტუმრა
სტუმრებს გადაეცათ სერტიფიკატები, როგორც ” საპატიო მზეკაბანელებს” და დღევანდელი დღის სამახსოვრო მისალოცი (თემატური) ბარათები
კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რა “დიდი ილია გვყავს” და ყველა სფეროში როგორ გვჭირდება მისი მსგავსი გმირი დღეს!




სხვა სიახლეები
21 მარტი, განსაკუთრებულად თბილი და სუფთა გულის მქონე ადამიანების დღეა.
ულამაზესი საერთაშორისო დღე, რომელიც ყოველთვის შეგვახსენებს, რომ სიყვარული და მეგობრობა ყველასთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია.
...
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს მერვე და მეცხრე კლასელი ,,მზეკაბანელები"ასე გამოეხმაურნენ. ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!
დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
დედის დღისადმი მიძღვნილმა ღონისძიებამ გულები სიხარულითა და ემოციებით აავსო
პატარებმა დედებთან ერთად ...
საგანმანათლებლო რესურსცენტრის პროექტის ,,ვირჩევ პროფესიას”
განხორციელება გრძელდება.
ისევ ღია გაკვეთილები...
ჩვენი საქართველო/სპორტი - კერძო სკოლა ,,მზეკაბანი 200...
დედის დღე მზეკაბანში
ძალიან ლამაზად, ფერადად,ემოციურად სიყვარულით, ჩახუტებით,მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს მესამეკლასელმა "მზეკაბანელებმა" დედი...
კერძებისა და ტკბილეულის რეცეპტები
კერძებისა და ტკბილეულის რეცეპტები მზეკაბანელი მეათეკლასელებისგან, რა თქმა უნდა უცხოურ ენაზე (რუსული ენა).
უცხოური ენის ...
მზეკაბანელების სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი ,,ცენტრის” აგრონომთა კლუბის საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთზე
მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასათბურე პირობებში გამოყვანილი და ღია გრუნტში გადატანილი აღმონაცენები. ინტერესით ჩაერთნენ და ხალისით აითვისე...
პრეზენტაცია ” Моя комната”
მეექვსე კლასის მოსწავლეებმა რუსული ენის გაკვეთილზე წარმოადგინეს საკუთარი ხელით დახატული ნახატები, სხვადასხვა ციფრულ პლატფორმ...
დავით აღმაშენებლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული
დავით აღმაშენებლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მესამეკლასელებმა ( ხელმძღვანელი ლია ნიკოლაძე) საინტერესო პრეზენტაცია ...
მარიამ ნიშნიანიძემ შეძლო ქიმია შეგირდებისათვის საინტერესო და საყვარელ საგნად აქცია.
" ჩვენ ვითვლით კალორიებს" ( ენერგეტიკული ღირებულებების განსაზღვრა საკვებ პროდუქტებში) ასეთი გახლდათ თემა,რომელიც მთლიანად ექსპერიმ...
მრავალფეროვანი რესურსებითა და აქტივობებით დატვირთული ინგლისური ენის გაკვეთილი მეორე კლასში.
ნანა მასწავლებელმა ჩვეული ენერგიითა და მოტივაციით დაიწყო გაკვეთილი, ყველა მოსწავლე თანაბრად ჩაერთო საგაკვეთილო პროცესში. პატარებმა...
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე!
წიგნის საჯარო კითხვის კვირეულის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მასშტაბით ბევრი ღონისძიება ჩატარდა. წიგნის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულე...