ლაშქრობა მოაწყვეს მარშუტით : თერჯოლა – გოგნი – ძევრი – თერჯოლა

ღვინობისთვე საოცარი პერიოდია ლაშქრობისთვის…
 17 ოქტომბერს, კერძო სკოლა ” მზეკაბანი 2007- ის” მეათეკლასელებმა ( კლასის ხელმძღვანელი არნოლდ დოლაკიძე) ლაშქრობა მოაწყვეს მარშუტით : თერჯოლა – გოგნი – ძევრი – თერჯოლა.
მოილოცეს გოგნის წმინდა გიორგის სალოცავი…ტყით წამოვიდნენ ძევრში, სადაც გამოქვაბულებს ესტუმრნენ…ძევრულჰესშიც შეიარეს…შემოდგომის ფერთა პალიტრითაც დატკბნენ…დარწმუნდნენ, რომ არა მარტო უდიდესი ისტორიული წარსულის მქონე ქვეყანაში ცხოვრობენ, არამედ, მსგავსი სილამაზე იშვიათია და ამას ყველაფერს დაფასება, მოვლა და პატრონობა სჭირდება. დროდადრო ისტორიის პედაგოგების – არნოლდ დოლაკიძისა და ბადრი რობაქიძის საინტერესო საუბრებს ისმენდნენ დასათვალიერებელ ადგილებთან დაკავშირებით.
ღვინობისთვის ჩახჩახა მზე ენთო ცარგვალზეც და მოლაშქრეთა გულებშიც……პ.ს. მწვადიც გახლდათ …მის გარეშე ლაშქრობა სრულფასოვანი ნამდვილად ვერ იქნებოდა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *