” მადლობა თავისუფლებისთვის!”

8 აპრილს ამ თემაზე მეხუთეკლასელ “მზეკაბანელებს” ( ხელმძღვანელი დარეჯან ჭანტურიძე) ჰქონდათ პრეზენტაცია, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს მიეძღვნა. 🌷🌷🌷🌷ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია მათ ასაკში გააზრება ამ ისტორიული გამარჯვებისა, რომელსაც ათეულობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.🙏🙏🙏🙏🙏.
მოსწავლეებმა დამოუკიდებლად მოიძიეს სათანადო ინფორმაცია და წარდგნენ თანაკლასელების წინაშე, თითოეულმა მათგანმა თავისებურად ახსნა სამშობლოს სიყვარული და მისი დამოუკიდებლობის არსი🇬🇪🇬🇪
აღნიშნული აქტივობა მეორე დღეს დაგვირგვინდა რაიონულ ღონისძიებაში მონაწილეობით, რომელიც მიეძღვნა 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას.🙏🙏🙏
დაე, მშვიდობიან და ერთიან საქართველოში ეცხოვროს ჩვენს მომავალ თაობას!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *