,,მოგზაურობა ზმნის სამყაროში”

მიმდინარე სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, თუმცა ” მზეკაბანში” მოსწავლეებს მოდუნების საშუალება არ აქვთ. თითქმის ყოველი დღე დატვირთულია საინტერესო და შემეცნებითი სხვადასხვა აქტივობით.
დღეს მერვეკლასელმა ” მზეკაბანელებმა”( ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაია გოგბერაშვილი) ზმნის სამყაროში “გვამოგზაურეს”. საკუთარი ხელით დამზადებული რესურსებისა თუ თვალსაჩინოების გამოყენებით პრეზენტაცია მეტად საინტერესო გამოვიდა.
მომხსენებლებმა წარმოადგინეს ზმნის ყველა კატეგორია: დრო, კილო, ასპექტი, კონტაქტი, გვარი…ისაუბრეს ზმნისწინებსა და მათ ფუნქციებზე, თემის ნიშნებზე, არც სერიები და მწკრივები დავიწყებიათ.
პრეზენტატორებმა უპასუხეს სათანადო შეკითხვებსა და საფუძვლიანი ცოდნა გამოავლინეს თემასთან დაკავშირებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *