” მხიარული მათემატიკა”

“მათემატიკა რომ საგანთა დედოფალია “, ეს კარგად ვიცით ” მზეკაბანში” , მაგრამ ამაში კიდევ ერთხელ ისე ლამაზად, ფერადად, მუსიკალურად, მხიარულად დაგვარწმუნეს პატარებმა და მათმა პედაგოგმა – ლია ნიკოლაძემ.
სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება. მოსწავლეებსა და პედაგოგებს ” ცოდნის მოსავალი” ექნებათ “ასაღები”. პირველკლასელთა “შემოდგომა” ნამდვილად ბარაქიანი გახლავთ, ამაში დღევანდელმა გაკვეთილმა ნამდვილად დაგვარწმუნა!
მადლობა, ლია მასწავლებელო, თავდაუზოგავი შრომისთვის! გარჯას ყოველთვის აქვს შედეგი, თქვენგან ჩაგდებული კეთილი მარცვალი უკან ათგზის დაგიბრუნდებათ!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *