პროფესიული განათლება საგანმანათლებლო სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი
პროფესიული განათლება არის სახელობო განათლება, რომელიც ადამიანს ვაჭრობის, ხელოსნობისა თუ ტექნიკური ტიპის, ასევე სხვადასხვა სფეროში დამხმარე სამუშაოების შესასრულებლად ამზადებს.პროფესიული განათლება საგანმანათლებლო სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი მიღება შესაძლებელია საშუალო, საშუალოს შემდგომ და უმაღლეს სასწავლებლებში. იგი ამზადებს განათლებულ და მოქნილ მუშახელს, რომელსაც უმაღლეს განათლებასთან შედარებით, უფრო კარგად შეუძლია შრომითი ბაზრის არსებულ და მუდმივად ცვალებად საჭიროებებთან გამკლავება. პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულებს შეუძლიათ სერიოზული კონკურენცია გაუწიონ შრომით ბაზარზე უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებს, რაც ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა.
სტუდენტებისა და მშობლებისთვის უმაღლესი განათლება უფრო მიმზიდველი არჩევანია, ვიდრე პროფესიული, რადგან საზოგადოების ერთ ნაწილს პროფესიული კოლეჯები წარუმატებელი მოსწავლეების თავშესაფრად წარმოუდგენია, რაც ბავშვების თვალსაწიერში პროფესიული განათლების მნიშვნელობას აკნინებს. პროფსასწავლებლები პრაგმატული ადამიანებისთვის არსებობს, რომელთაც სურთ სწავლა მოკლე დროში დაასრულონ და დასაქმდნენ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროფესიული განათლება უმაღლეს განათლებას უნდა დაუპირისპირდეს. პროფესიულ განათლებას თავისი ადგილი აქვს და არ არის გამორიცხული, რომ უმაღლეს განათლებაში ადამიანი პროფესიული განათლების გავლით მივიდეს, ჯერ პრაქტიკულ პროფესიას დაეუფლოს და შემდგომ, სურვილის მიხედვით, აკადემიური მიმართულებით, უმაღლესში ჩააბაროს ან პირიქით, ჯერ უმაღლესი განათლება მიიღოს და შემდეგ დაეუფლოს ახალ პროფესიას.
სწორედ ამ მიზნით ,რომ მოსწავლეებს ეს ყველაფერი თავის თვალით ენახათ და დარწმუნებულიყვნენ პროფესიული განათლების საჭიროებაში, კერძო სკოლა „მზეკაბანი-2007“-ის მეცხრეკლასელები ( დამრიგებელი თეა სამხარაძე) ესტუმრნენ ქ.ზესტაფონში არსებულ სამშენებლო კოლეჯს „ კონსტეუქტორი-2“.
მოსწავლეებს შესანიშნავი მასპინძლობა გაუწია კოლეჯის ადმინისტრაციამ . მათ წარმოგვიდგინეს პრეზენტაცია პროფორიენტაციის კუთხით, დეტალურად მოგვაწოდეს ინფორმაცია არსებული ფაკულტეტებისა და სხვადასხვა შესაძლებლობების შესახებ. მოსწავლეებს გაესაუბრნენ მოქმედი სტუდენტები , გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და მიაწოდეს რჩევები .
მეცხრეკლასელებმა დაათვალიერეს კოლეჯის ბიბლიოთეკა, მოსასვენებელი და მიმდინარე პრაქტიკული სამუშაოების ოთახები. მათ ასევე დაათვალიერეს სტუდენტების ნამუშევრები და აუდიტორიები.
ჩვენი მოსწავლეები კმაყოფილი დაბრუნდნენ შინ და მომდევნო გაკვეთილზე აუცილებლად გაუზიარებენ ერთმანეთს დღევანდელ შთაბეჭდილებებს.
აღნიშნული აქტივობა განხორციელდა რუსულ ენაში ნასწავლი თემის საფუძველზე „ ყველა პროფესია საჭირო და მნიშვნელოვანია“.პედაგოგი დარეჯან ჭანტურიძე.
IX კლასის დამრიგებელი თეა სამხარაძე





+8
ყველა რეაქცია:
21Aza Memanishvili, Maia Gogberashvili და 19 სხვა პიროვნება
სხვა სიახლეები
21 მარტი, განსაკუთრებულად თბილი და სუფთა გულის მქონე ადამიანების დღეა.
ულამაზესი საერთაშორისო დღე, რომელიც ყოველთვის შეგვახსენებს, რომ სიყვარული და მეგობრობა ყველასთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია.
...
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს მერვე და მეცხრე კლასელი ,,მზეკაბანელები"ასე გამოეხმაურნენ. ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!
დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
დედის დღისადმი მიძღვნილმა ღონისძიებამ გულები სიხარულითა და ემოციებით აავსო
პატარებმა დედებთან ერთად ...
საგანმანათლებლო რესურსცენტრის პროექტის ,,ვირჩევ პროფესიას”
განხორციელება გრძელდება.
ისევ ღია გაკვეთილები...
ჩვენი საქართველო/სპორტი - კერძო სკოლა ,,მზეკაბანი 200...
დედის დღე მზეკაბანში
ძალიან ლამაზად, ფერადად,ემოციურად სიყვარულით, ჩახუტებით,მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს მესამეკლასელმა "მზეკაბანელებმა" დედი...
კერძებისა და ტკბილეულის რეცეპტები
კერძებისა და ტკბილეულის რეცეპტები მზეკაბანელი მეათეკლასელებისგან, რა თქმა უნდა უცხოურ ენაზე (რუსული ენა).
უცხოური ენის ...
მზეკაბანელების სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი ,,ცენტრის” აგრონომთა კლუბის საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთზე
მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასათბურე პირობებში გამოყვანილი და ღია გრუნტში გადატანილი აღმონაცენები. ინტერესით ჩაერთნენ და ხალისით აითვისე...
პრეზენტაცია ” Моя комната”
მეექვსე კლასის მოსწავლეებმა რუსული ენის გაკვეთილზე წარმოადგინეს საკუთარი ხელით დახატული ნახატები, სხვადასხვა ციფრულ პლატფორმ...
დავით აღმაშენებლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული
დავით აღმაშენებლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მესამეკლასელებმა ( ხელმძღვანელი ლია ნიკოლაძე) საინტერესო პრეზენტაცია ...
მარიამ ნიშნიანიძემ შეძლო ქიმია შეგირდებისათვის საინტერესო და საყვარელ საგნად აქცია.
" ჩვენ ვითვლით კალორიებს" ( ენერგეტიკული ღირებულებების განსაზღვრა საკვებ პროდუქტებში) ასეთი გახლდათ თემა,რომელიც მთლიანად ექსპერიმ...
მრავალფეროვანი რესურსებითა და აქტივობებით დატვირთული ინგლისური ენის გაკვეთილი მეორე კლასში.
ნანა მასწავლებელმა ჩვეული ენერგიითა და მოტივაციით დაიწყო გაკვეთილი, ყველა მოსწავლე თანაბრად ჩაერთო საგაკვეთილო პროცესში. პატარებმა...
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე!
წიგნის საჯარო კითხვის კვირეულის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მასშტაბით ბევრი ღონისძიება ჩატარდა. წიგნის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულე...