Category Uncategorized

ილია ჭავჭავაძის იუბილე და ” ქართული ბანკირის” დღე

November 8, 2024 Uncategorized  No comments

ძალიან ლამაზად, საინტერესოდ, განსხვავებული რაკუსით აღინიშნა ილია ჭავჭავაძის იუბილე და ” ქართული ბანკირის” დღე შპს “მზეკაბანი 2007-ში”. მეთერთმეტეკლასელმა პრეზენტატორებმა ” ერის მამა” იმ კუთხით წარმოუდგინეს აუდიტორიას, რომელიც ბევრისთვის ნამდვილად არაა ცნობილი “ილია ჭავჭავაძე და საქართველოს სათავადაზნაურო ბანკი” . რთულია, სიტყვებით გადმოვცე ის ემოცია, რომელიც დარბაზში მსმენელად მოსულ საზოგადოებას დაეუფლა.  ყველა პრეზენტატორის გამოსვლა იყო საუკეთესო – ( ნინი ჯანელიძე, ლიზი ტოფაძე, თეკლა არაბიძე, ნინი ლილუაშვილი , თეკლა ჭანტურიძე და თავად ქალბატონი მანანა წერეთელი) . შრომა ყოველთვის ფასდება და კიდევ ერთხელ საჯაროდ მინდა გადავუხადო მადლობა დღევანდელი საღამოს სულისჩამდგმელებს ,განსაკუთრებით, ქალბატონ მანანას! უფლის წყალობაა ,როცა სკოლაში ასეთი შეუფასებელი განძი გყავს !
ღონისძიებას ესწრებოდნენ – საქართველოს საბანკო ასოციაციის დიპლომირებული ” საპატიო ბანკირი”, იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე – ბატონი რევაზ რობაქიძე და საქართველოს ბანკის თერჯოლის ფილიალის მენეჯერი – ქალბატონი სოფო მაკარიძე . უნდა აღინიშნოს, რომ ილია ჭავჭავაძის იუბილეს ამ კუთხით აღნიშვნა ბატონი რევაზის ინიციატივა გახლდათ და ვფიქრობთ, განხორციელდა კარგად. მან სკოლის ბიბლიოთეკას გადასცა სათანადო ლიტერატურა, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე, ქალბატონი სოფო კი მოსწავლეებისათვის საინტერესო და აქტუალური პრეზენტაციით გვესტუმრა
სტუმრებს გადაეცათ სერტიფიკატები, როგორც ” საპატიო მზეკაბანელებს” და დღევანდელი დღის სამახსოვრო მისალოცი (თემატური) ბარათები
კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რა “დიდი ილია გვყავს” და ყველა სფეროში როგორ გვჭირდება მისი მსგავსი გმირი დღეს!
ეს შეიძლება იყოს ხელოვნების ნიმუში, რომელიც არის 1 ადამიანი და განათებაშეიძლება იყოს 1 person გამოსახულებაშეიძლება იყოს 1 ადამიანი and ტექსტი გამოსახულებაშეიძლება იყოს 7 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება
მეტი

კიდევ ერთი დიპლომი წარმატებისათვის!

November 8, 2024 Uncategorized  No comments

2024-2025 სასწავლო წელს მთლიანად “სპორტს ვუძღვნით”. ასე გამოვიდა ის არ კმაროდა , ჩვენმა ოლიმპიელებმა და ფეხბურთის ლომებმა ” გადარეულ ფანებად”  რომ გადაგვაქციეს?! რესურსცენტრის მიერ დაორგანიზებულ პროექტშიც ” სპორტი” შეგვხვდა წარმოსადგენად აბა, რა! თუ ხარ და რამეს წარმოადგენ, ყოველი კუთხით უნდა გეტყობოდეს!
შრომა და გარჯა ყოველთვის ფასდება კიდევ ერთი დიპლომი წარმატებისათვის! მადლობა იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ რევაზ რობაქიძეს! მისმა სტუმრობამ ნამდვილად გაგვახარა ” მზეკაბანელები”.
შეიძლება იყოს შემდეგის ილუსტრაცია: ტექსტიშეიძლება იყოს 2 ადამიანი and ტექსტი გამოსახულებაშეიძლება იყოს crowd გამოსახულება
მეტი

შიდასასკოლო ტური ” ტვინების ბრძოლა”

November 8, 2024 Uncategorized  No comments

22 ოქტომბერს, მეექვსე კლასში ჩატარდა ინტელექტუალური თამაშის შიდასასკოლო ტური ” ტვინების ბრძოლა”. კლასის ორი გუნდი იბრძვის მეორე ტურში გადასასვლელად. წარმატებები ორივე გუნდს.
მანამდე , ისინი დაჯილდოვდნენ გასულ წელს მიღწეული ბრწყინვალე შედეგისთვის.
დაველოდოთ დღევანდელი თამაშის შედეგებს.
შეიძლება იყოს 6 ადამიანი, ადამიანები, რომლებიც მეცადინეობენ and ტექსტი გამოსახულება
მეტი

ჯადოსნური ასოები ანბანეთის სამყაროდან

November 8, 2024 Uncategorized  No comments

ეს გაკვეთილი არასდროს დაავიწყდებათ არც პატარა ” მზეკაბანელებსა” და არც მათ პედაგოგს – ლონდა ტოფაძეს, რომელიც თავადაც მასწავლებლობის პირველ ნაბიჯებს დგამს.  ოთახში იისფერი ჭარბობდა, იის სურნელი ტრიალებდა და წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ნათელი და სითბო იღვრებოდა კედლებიდანაც კი. პატარებმა” ანბანეთის სამეფოდან” “ამანათი მიიღეს”, რომელშიც ძალიან საჭირო და თან ” ჯადოსნური საჩუქარი” იდო ძალიან ბევრი სახალისო და შემეცნებითი აქტივობა მოასწრო პედაგოგმა, არც განტვირთვის წუთები დავიწყებია და ასე მხიარულად, მუსიკალურად და ფერადოვნებით შემობრძანდა ანბანი პირველ კლასში. მადლობა ,პირველ რიგში, ლონდა მასწავლებელსა და აღმზრდელს – ანა მემანიშვილს, შემდეგ ჩვენს პატარებს, ამდენი რამ რომ მოუსწრიათ ერთ თვეში და ბოლოს , მადლობა მოსწავლეთა მშობლებს მხარდაჭერისათვის!

შეიძლება იყოს 11 ადამიანი, ბავშვი and ტექსტი გამოსახულებაშეიძლება იყოს 7 ადამიანი, ბავშვი and ტექსტი გამოსახულება

მეტი

წარმატებული ” ევერესტელები”

November 8, 2024 Uncategorized  No comments

ჩვენი წარმატებული ” ევერესტელები” და მათი დაუღალავი პედაგოგები

( ინგა გაბრიჭიძე, ეთერ ტურავა ,ლია ნიკოლაძე) წარმატებებიმომავალშიც, ჩემო კარგებოშეიძლება იყოს 7 ადამიანი, ადამიანები, რომლებიც მეცადინეობენ and ტექსტი გამოსახულებაშეიძლება იყოს 4 ადამიანი, ბავშვი and ტექსტი გამოსახულება

მეტი

ევროპული ენების დღე

November 8, 2024 Uncategorized  No comments

უცხოური ენების სწავლა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მსოფლიოში, სადაც საზღვრები ღიაა და საერთაშორისო კომუნიკაცია სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ენების ცოდნა ასე მნიშვნელოვანია:
გაფართოებული ჰორიზონტები: ენების ცოდნა ხსნის წვდომას სხვა ხალხების კულტურაზე, ისტორიასა და ტრადიციებზე. ეს ხელს უწყობს მსოფლიოს მრავალფეროვნების უკეთ გაგებას და პატივისცემას.
კარიერა და პროფესიული შესაძლებლობები: ბევრ ინდუსტრიაში დამსაქმებლები აფასებენ უცხოური ენის ცოდნას. კომპანიები სულ უფრო გლობალური ხდებიან და მრავალენოვან პროფესიონალებს აქვთ კონკურენტული უპირატესობა სამუშაო ბაზარზე.
გაუმჯობესებული შემეცნებითი შესაძლებლობები: ენების სწავლა ასტიმულირებს ტვინს, აუმჯობესებს მეხსიერებას, კონცენტრაციას და პრობლემების გადაჭრის უნარს. კვლევებმა აჩვენა, რომ ბილინგვიზმი ანელებს ტვინის დაბერების პროცესს.
პირადი კავშირები: ენების ცოდნა საშუალებას გაძლევთ გაეცნოთ ახალ ნაცნობებს და დაამყაროთ მეგობრობა და საქმიანი ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყნის ადამიანებთან. ის ავითარებს ემოციურ ინტელექტს და ხელს უწყობს სხვების უკეთ გაგებას.
მოგზაურობა: ენის ცოდნა ბევრად აადვილებს და სასიამოვნოს ხდის მოგზაურობას. ეს საშუალებას გაძლევთ უფრო ღრმად ჩაიძიროთ ქვეყნის კულტურაში და განიცადოთ იგი სრულიად განსხვავებულ დონეზე.
მომავლისადმი ადაპტაცია: ტექნოლოგიებისა და გლობალიზაციის სამყაროში ენების ცოდნა ხელს უწყობს ცვლილებებთან ადაპტირებას, რადგან ის საშუალებას გაძლევთ იყოთ კავშირში გლობალურ ტენდენციებთან, ახალ იდეებთან და მიღწევებთან.
უცხოური ენების სწავლა არ არის მხოლოდ სასარგებლო უნარი, ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც გვიხსნის უსაზღვრო შესაძლებლობებს და გვაახლოებს ერთმანეთთან.
26 სექტემბერი უცხოური და ევროპული ენების საერთაშორისო დღეა .ამასთან დაკავშირებით მზეკაბანელმა მეექვსეკლასელებმა გადაიღეს ვიდეორგოლი და გაგვიზიარეს საკუთარი გამოცდილება ენების ცოდნის მხრივ. აქ მოისმენთ ინგლისურ,რუსულ ,იტალიურ და ბერძნულ ენებს. აქტივობა განხორციელდა მე-6 კლასის სადამრიგებლო პროგრამისა და ინგლისური ენის ინტეგრაციით.დიდი მადლობა ჩვენს მოსწავლეებს , მშობლებს ჩართულობისათვის და სალომე მასწავლებელს მხარდაჭერისათვის ,თანამშრომლობისა და პროფესიონალობისთვის.
მეტი

რეგიონალური ტურნირი ჭადრაკში

November 8, 2024 Uncategorized  No comments

რეგიონალური ტურნირი სასკოლო ოლიმპიადა ნონა გაფრინდაშვილის თასი. კერძო სკოლა მზეკაბანის გუნდს გადაეცა დიპლომები რაიონულ ტურნირში გამარჯვებისათვის.პატარები დააჯილდოეს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ და იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ზაზა ლომინაძემ.

შეიძლება იყოს 11 ადამიანი, კალათბურთის მოთამაშე ადამიანები and ჭადრაკი გამოსახულებაშეიძლება იყოს 6 ადამიანი, საბავშვო სათამაშო and ტექსტი გამოსახულება

 

მეტი

July 27, 2024 Uncategorized  No comments

 

თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელი კლუბის კერძო სკოლა ,,მზეკაბანი 2007” – ის ჯგუფი. ყველაზე ყოჩაღები წლის შემაჯამებელ ტესტირებას ხალისით და დიდი პასუხისმგებლობით შეეჭიდნენ, წარმატებები გისურვეთ ბავშვებო❤💙
 
მეტი

” ვეფხისტყაოსნის” დრო ,,მზეკაბანში”

July 2, 2024 Uncategorized  No comments

დღეს მეათეკლასელებმა ( პედაგოგი და კლასის ხელმძღვანელი მ. წერეთელი) საოცარი წარმოდგენა შემოგვთავაზეს, რომლითაც დაიხურა ლიტერატურული კვირეული სკოლაში.
არაა ადვილი , რუსთაველის გენიალური პოემა გადაიტანო სცენაზე, მაგრამ თუ ამ საქმეს მანანა წერეთელი მოჰკიდებს ხელს, მერე შეუძლებელი არაფერია ეს იყო სიყვარულის, სიბრძნის, სილამაზის, ვაჟკაცობის, მეგობრობის, ნიჭიერების ნამდვილი ზეიმი.
ნინი ლილუაშვილის მიერ მხატვრულად წაკითხულმა პროლოგმა გვაგრძნობინა, რომ წინ საოცარი სამყაროს კარი იღებოდა და უკვე ჩვენც მისი ნაწილი ვიყავით
მომხიბვლელი თეკლა არაბიძე მართლაც ” თინათინობდა”… საოცარი ხმის ტემბრითა და შესრულებით მან სწრაფად დაიპყრო მაყურებლის გული
თინათინს შესანიშნავი პარტნიორობა გაუწიეს ნიკა სარდანაძემ ( ავთანდილი) და ბესო ფანჩულიძემ ( როსტევანი)
ეს დღე არასდროს დაავიწყდებათ ლიზი ტოფაძესა ( ნესტან – დარეჯანი) და ნიკოლოზ სოფრომაძეს ( ტარიელი).  ხუმრობა როდია მსოფლიოში ნომერ პირველი ლიტერატურულ ნაწარმოების მთავარი გმირების როლის შესრულება?! მათი დებიუტი ნამდვილად შედგა
რთული მისია ჰქონდა დაკისრებული თეკლა ჭანტურიძეს, რომელმაც “ვეფხისტყაოსანში ” გაფანტულ აფორიზმებს თავი მოუყარა და სრული სტროფებით წარმოგვიდგინა ” სიბრძნის ეს საოცარი სიმფონია”.
ნამდვილი რაინდი გახლდათ დღეს მულღანზანზარელი ფრიდონი – ბექა თარგალაძე, რომელმაც მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.
ასმათის როლი შესანიშნავად მოირგო ლიზი ბუიძემ – მისი ხმა და გარეგნობა ზედგამოჭრილი გახლდათ ამ პერსონაჟის წარმოსაჩენად
დარბაზში მსხდომნი დამეთანხმებიან, რომ ფატმანმა ( ნინი ჯანელიძე) მართლა “მოგვაჯადოვა. ” ასეთი გარდასახვა, რაც ჩვენ დღეს სპექტაკლზე ვიხილეთ, მხოლოდ დიდ მსახიობებს შეუძლიათ მორცხვი, ნაზი , სიფრიფანა გოგონას ნაცვლად ჩვენ წინაშე წარსდგა საოცრად არტისტული, გაბედული, მაცდური, “რაღაცნაირად დახვეწილი” და არა ვაჭარის ცოლი – ფატმანი  ჩვენ გვახსოვს ორი წლის წინ ლიზი ნეფარიძის მიერ შესრულებული ეს როლი – განსხვავებული, მაგრამ ორივე დიდებული! ბრავო გოგონებო!
ეს დღე შედგა, რომელსაც მღელვარებით ელოდა კლასის ათივე მოსწავლე და პედაგოგიც მადლობა თქვენ ამ დიდი სიამოვნებისათვის, ჩემო ძვირფასებო! მომავალ შეხვედრამდე, ქალბატონო მანანა!
მადლობა მშობლებო, რომ ყოველთვის აქტიურად ხართ ჩართული ” მზეკაბანის” სასკოლო ცხოვრებაში და მხარს გვიჭერთ! თქვენი გაბრწყინებული თვალების ხილვა ჩვენთვის უდიდესი სტიმულია, კიდევ უფრო დიდ გამოწვევებს რომ შევეჭიდოთ!
მეტი

მათემატიკური ოლიმპიადა “ევერესტის” “ოქროს ტურის” გამარჯვებულთა დაჯილდოვება

July 2, 2024 Uncategorized  No comments

21 ივნისს  გაიმართა მათემატიკური ოლიმპიადა “ევერესტის” “ოქროს ტურის” გამარჯვებულთა დაჯილდოვება. ვერცხლის სიგელი და საჩუქრები დაიმსახურეს მეოთხე კლასის მოსწავლეებმა – სანდრო მაკარიძემ და მარიამ ქარქაშაძემ.  პედაგოგი ინგა გაბრიჭიძე, ხოლო ბრიჯაოს სიგელსა და “ევერესტის” საჩუქრებს დასჯერდნენ მეორეკლასელები – საბა ცხადაძე და ანდრია ჭანტურიძე.პედაგოგი – ლია ნიკოლაძე მადლობა მათ დაუღალავი შრომისთვის!

შეიძლება იყოს 1 ადამიანი, ბავშვი, მოღიმარი, საბავშვო სათამაშო and ტექსტი გამოსახულება

შეიძლება იყოს 2 ადამიანი, ბავშვი, მოღიმარი ადამიანები, ადამიანები, რომლებიც მეცადინეობენ and ტექსტი გამოსახულება

 

მეტი