Category Uncategorized
-
წრის ” წიგნის მეგობარი” სამუშაო შეხვედრა
October 22, 2022 Uncategorized
-
დღეს, 21 ოქტომბერს, სკოლის ” წიგნის მეგობარი” წრის წევრებთან (მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეებთან) სტუმრად გახლდათ მოსწავლე- -ახალგაზრდობის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ქალბატონი დარეჯან მემანიშვილი, რომელიც პატარებს ესაუბრა კითხვის მნიშვნელობაზე, საკუთარ დამოკიდებულებაზე წიგნის მიმართ, ასევე – საყვარელ მწერალსა ( რევაზ ინანიშვილი) და მის მოთხრობებზე. სტუმარმა ” წიგნის მეგობრებს” წაუკითხა ქართული ხალხური ზღაპარი “ხელმწიფე და გლეხის ქალი”. შეხვედრა დიალოგის ფორმატში დასრულდა. პატარებმა მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე მიიღეს პასუხი.
-
ინტეგრირებული გაკვეთილი
October 22, 2022 Uncategorized
-
ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულსა და სახვით ხელოვნებაში მეორეკლასელ” მზეკაბანელებთან”(კლასის ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ აბესაძე)ქართული ხალხური ზღაპრის” ნახევარწიწილა” წაკითხვის შემდეგ ბავშვებმა გაკვეთილზევე შექმნეს ყველა პერსონაჟის ილუსტრაცია და შემდეგ ნახეს ამავე ნაწარმოებზე დაყრდნობით შექმნილი ანიმაცია.
-
ხელოვნების გაკვეთილები მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებას ” აფერადებს”
October 20, 2022 Uncategorized
-
ყველა საგანი ძალიან საინტერესოა, როცა მას თავისი საქმის პროფესიონალი , კრეატიული პედაგოგი ასწავლის. ასეთი გახლავთ ხელოვნების პედაგოგი – დარეჯან გოგბერაშვილი, რომლის ყველა გაკვეთილი განსხვავებული და სხვადასხვა აქტივობითაა დატვირთული.ამიტომ მოსწავლეთათვის მეცადინეობა განტვირთვაა და სიამოვნების მიღება. წარმატებებს გისურვებთ , დარეჯან მასწავლებელო, თქვენს შეგირდებთან ერთად! ჩვენ კი ლამაზ ” გამოფენებს ” ველოდებით !
-
მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა თავმჯდომარე და მისი მოადგილე აირჩიეს.
October 18, 2022 Uncategorized
-
17 ოქტომბერს ჩატარდა შპს ” მზეკაბანის” მოსწავლეთა თვითმმართველობის პირველი სხდომა , სადაც ღია კენჭის ყრითა და ხმათა უმრავლესობით აირჩიეს თვითმმართველიბის თავმჯდომარე – ტიტე ზარნაძე ( მეათე კლასის მოსწავლე) და თავმჯდომარის მოადგილე – ნიკა გურული ( მეათე კლასის მოსწავლე).სკოლის დირექცია ულოცავს მათ! წარმატებულ და ნაყოფიერ საქმიანობას უსურვებს!
-
მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ” მზეკაბანში”
October 17, 2022 Uncategorized
-
მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ” მზეკაბანში”მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ” მზეკაბანში” წესების სრული დაცვით ჩატარდა. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა ფარული კენჭისყრით აირჩიეთ მათთვის სასურველი კანდიდატურები.პირველ სხომაზე აირჩევენ თვითმმართველობის თავმჯდომარესა და მის მოადგილეს!
-
ჭადრაკის წრე
October 17, 2022 Uncategorized
-
-
NASA Space Apps Challenge-ის გამარჯვებული მზეკაბანელები
October 10, 2022 Uncategorized
-
” მზეკაბანის” კურსდამთავრებულები – გიორგი ჩაფიჩაძე და დიმა ჩუბინიძე ჰაკათონის – NASA Space Apps Challenge-ის გამარჯვებულები არიან!გილოცავთ , ბიჭებო, ამ დიდ წარმატებას! ეჭვიც არ გვეპარებოდა, რომ სტუდენტობისას თქვენს სათქმელს აუცილებლად იტყოდით, მაგრამ ასე სწრაფად და ასეთი დიდი გამარჯვება, ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო! მუდამ გვიგულეთ თქვენს ერთგულ გულშემატკივრად!ვულოცავ ოჯახებს, თქვენს უნივერსიტეტს და ყველა კეთილისმსურველს! მადლობა ამ სიხარულისთვის!!!
-
ყველაზე პატარა “მზეკაბანელების” პირველი ნაბიჯები ანბანეთში.
October 7, 2022 Uncategorized
-
7 ოქტომბერს პირველკლასელმა ” მზეკაბანელებმა” ანბანის შემობრძანება იზეიმეს. ეს იყო ნამდვილი დღესასწაული, რომლის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია! დარწმუნებული ვართ, ეს დღე ყოველთვის სასიამოვნო მოგონებად დარჩება მათ ცხოვრებაში!გაკვეთილის ამსახველი ფოტო – ვიდეო მასალა ოდნავ წარმოდგენას მაინც შეგიქმნით ამ არაჩვეულებრივ სანახაობასთან დაკავშირებით.
-
მასტერკლასი ისტორიაში გიორგი ბუცხრიკიძისგან!
October 7, 2022 Uncategorized
-
დღეს, 7 ოქტომბერს, “მზეკაბანს” ესტუმრა 2015 წლის წარმატებული კურსდამთავრებული, ისტორიის დოქტორანტი – გიორგი ბუცხრიკიძე, რომელმაც ძალიან საინტერესო ლექცია წაიკითხა თემაზე : “1990 წლის 28 ოქტომბრის პირველი მრავალპარტიული არჩევნები საბჭოთა კავშირში”. ეს იყო მეტად საინტერესო შეხვედრა. საათ- -ნახევრის განმავლობაში აუდიტორია მონუსხული უსმენდა მომხსენებელს, რომელმაც ამომწურავად უპასუხა მოსწავლეთა შეკითხვებს . გიორგის შესახებ ახლანდელ ” მზეკაბანელებს” ( მოსწავლეებს) ბევრი რამ ჰქონდათ მოსმენილი, მაგრამ , როგორც თავად აღნიშნეს, საკუთარი თვალით ნანახი მაინც სულ სხვაა…. შეხვედრა დასრულდა იმ პირობით, რომ თავისი დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, გიორგი შეძლებს მშობლიურ სკოლაში სტუმრობას და ამჯერად მასპინძელთა მიერ შერჩეულ თემებზე წაუკითხავს ლექციას ისტორიით დაინტერესებულ მოსწავლეებს.პროექტი ” მზეკაბანის ” კურსდამთავრებულები ” მზეკაბანისათვის” გრძელდება.
-
STEM კლუბი ,,ჩხირკედელა”
October 6, 2022 Uncategorized
-
ახალი სასწავლო წლიდან STEM კლუბი ,,ჩხირკედელა” აქტიურად შეუდგა მუშაობას. ესეც ჩვენი პირველი პროექტი ,,მზის ენერგიაზე მომუშავე წისქვილი”. წარმატებეული სასწავლო წელი პატარა ,,ჩხირკედელებო”, წინ ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი გველოდება.