Category Uncategorized
-
სტუმრად საზღაპრეთში
October 6, 2022 Uncategorized
-
დღეს ყველაზე პატარა ‘” მზეკაბანელების” მკითხველთა კლუბს სტუმრად ეწვია რესურსცენტრის თავმჯდომარე – ქალბატონი ქეთევან შეყრილაძე, რომელმაც ბავშვებს წაუკითხა ზღაპარი “ნახევარქათამა”. პატარები მოხიბლა ზღაპრის მთავარი პერსონაჟის მოხერხებულობამ, სიმამაცემ და “ძლიერებამ”. მათ უპასუხეს სტუმრის შეკითხვებს ზღაპარის შესახებ და მიიღეს დავალება – თავიანთი ფანტაზიით დახატონ ” ნახევარქათამას” ყველა პერსონაჟი..
მკითხველთა კლუბს ( ხელმძღვანელი ლია ნიკოლაძე) ბევრი საინტერესო აქტივობა აქვს დაგეგმილი მიმდინარე სასწავლო წელს. ასე რომ, ჩვენს პატარებს ” წიგნთან მეგობრობა” შინაარსიან და მრავალფეროვან სასკოლო ცხოვრებას ჰპირდება.
-
” მასტერკლასი” ტარიელ ფანჩულიძისგან
October 3, 2022 Uncategorized
-
გრძელდება პროექტი ” მზეკაბანის ” კურსდამთავრებულები ” მზეკაბანისათვის”. დღეს სკოლას ესტუმრა ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ტარიელ ფანჩულიძე.იგი შეხვდა მათემატიკით დაინტერესებულ უფროსკლასელ მოსწავლეებს და ჩაატარა გაკვეთილი თემაზე ” კომპლექსური რიცხვები” , რომელმაც დიდი დაინტერესება გამოიწვია მსმენელებში.ტარიელი ზურაბ კუპატაძის შეგირდი გახლდათ. თერჯოლაში დღესაც ბევრს ემახსოვრება მისი საუკეთესო შედეგები ეროვნულ გამოცდებზე. დღევანდელი მისი სტუმრობა ერთგვარი ” ანგარიშიც ჩაბარება ” გახლდათ მშობლიური სკოლისა და ზურაბ მასწავლებლის წინაშე.ტარიელმა თავისი ცხოვრების ყველა ეტაპი ჯერჯერობით წარმატებულად გაიარა! წინ კიდევ უფრო საინტერესო წლები ელიდება! ეჭვიც არ გვეპარება, რომ იგი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს და თავის სათქმელს იტყვის განათლების სფეროში!მეტი
-
საკლასო პროექტი ,,არჩევნები”
September 30, 2022 Uncategorized
-
საინტერესოდ მიმდინარეობს სამოქალაქო განათლების გაკვეთილები კერძო სკოლა ” მზეკაბანში” . მე – 9 კლასის მოსწავლეები ( პედაგოგი ელენე კუტივაძე) მუშაობენ პროექტზე ” არჩევნები” , რომლის ფარგლებში ისინი ესტუმრნენ საოლქო -საარჩევნო კომისიის ცენტრალურ ოფისს. ცესკოს თავმჯდომარემ , ქალბატონმა ნაზი სირაძემ, მეტად საინტერესო ლექცია წაუკითხა მოსწავლეებს არჩევნების ყველა პროცედურასთან დაკავშირებით; მანვე უპასუხა დასმულ ყველა შეკითხვას, ხოლო შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია ” არის თუ არა საჭირო სრულწლოვანებამდე ვიცოდეთ ” არჩევნების შესახებ”.
პროექტზე მუშაობა გრძელდება და დასკვნითი ეტაპი – ” იმიტირებული არჩევნები” ისევ აღნიშნულ ოფისში გაიმართება!
სკოლის ხელმძღვანელობა მადლობას უხდის ქ. თერჯოლის საოლქო- საარჩვევნო კომისიის ყველა წევრს თანადგომისა და თანამშრომლობისათვის.
-
სტუმრად საბავშვო ბიბლიოთეკაში
September 29, 2022 Uncategorized
-
დღეს , 29 სექტემბერს, ყველაზე პატარა ” მზეკაბანელები” ( პირველკლასელები) პედაგოგებთან ერთად ეწვივნენ საბავშვო რაიონულ ბიბლიოთეკას. მათ შესანიშნავი მეგზურობა გაუწიეს მადპინძლებმა.პატარებმა გულდასმით დაათვალიერეს წივნთსაცავი, სამკითხველო დარბაზი, გაეცნენ ბობლიოთეკით სარგებლობის წესებს. დარწმუნებულები ვართ, როცა ისინი კითხვას ისწავლიან, ხშირად ესტუმრებიან საბავშვო ბიბლიოთეკას.
-
მერვეკლასელ “მზეკაბანელთა” სტუმრობა დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში
September 29, 2022 Uncategorized
-
მადლობა დღევანდელი ლამაზი დღისთვის კლასის ხელმძღვანელს- ქალბატონ ხათუნა კლდიაშვილს და მუზეუმის დირექტორს- ლალი ღვენეფაძეს
-
September 29, 2022 Uncategorized
-
-
შპს ,,მზეკაბანი 2007″ 15 წლისაა!!
September 29, 2022 Uncategorized
-
“პირველად იყო სიტყვაჲ და სიტყვაჲ იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაჲ იგი“-გვამცნობს იოანე მახარებელი.ჯერ გაჩნდა აზრი- სიტყვაში გაცხადებული, შემდეგ კი ჩვენი ქალაქის გულში 2007 წელს ჩაისახა კერძო სკოლა „მზეკაბანი“, რომელმაც დაიწყო თავისი შემოქმედებითი ცხოვრება ჯეჯილიდან თავთუხამდე.ისევე როგორც ყველა დაბადებას,მის მოვლინებასაც ახლდა ეჭვი: როგორი იქნებოდა ახალშობილი? შეძლებდა თუ არა იგი, ყოფილიყო სულით,გონებითა და ზნეობით სრული. შეძლებდა თუ არა ღირსეულად ეზიდა საპატიო და მძიმე ტვირთი ერთდროულად მშობლის, აღმზრდელის, განმანათლებლისა თუ მეგობრის? მაგრამ ყველა ეჭვი დასამარდა, რადგან ერთ მუშტად შეკრულ პედაგოგთა გუნდი მხნედ და იმედიანად შეუდგა აღმართის ბილიკს მწვერვალისაკენ.როგორც ჭირნახულის მოწევას ეჭირვება მზე, ცვარი, სიყვარული, უზომი გარჯა და ძალისხმევა, „მზეკაბანმაც“ ახალ თაობათა აღზრდა თავიდანვე განიზრახა სასიცოცხლო ენერგიის დაუზოგავი ხარჯვით, თავდადებით, ერთგულებითა და მაღალი დანიშნულების გაცნობიერებით.განუზომელია სკოლის დამაარსებლისა და სულისჩამდგმელის ქალბატონი ნინელი გვენეტაძის დამსახურება სკოლის წარმატებებში. მისთვის ხომ პრიორიტეტი მუდამ მოსწავლე და მისი მომავალი იყო.მასთან ერთად რამდენიმე თავის საქმესა და ბავშვებზე უზომოდ შეყვარებულმა ადამიანმა საკუთარი მიზნები და შესაძლებლობები გააერთიანა და 80 მოსწავლით დაკომპლექტებულმა სკოლამ უმალვე დაიმკვიდრა კუთვნილი ადგილი საგანმანათლებლო სივრცეში და თავისი პირველი ( ყველა მიმართულებით) გამოშვება 2009 წლის მაისის ბოლოს გააცილა სკოლის კედლებიდან.პედაგოგთა მიზანსწრაფული კოლექტივის წყალობით სკოლის უამრავი წარმატებული კურსდამთავრებული, ახლა უკვე საკუთარი საქმის პროფესიონალი, ამშვენებს ჩვენს საზოგადოებას.მათი ნაწილი კი დღეს ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების ლექტორ-მასწავლებელია. „მზეკაბანი“ სამართლიანად ამაყობს თავის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერილი წარმატებებით: რესპუბლიკურ ოლიმპიადებსა და კონფერენციებზე გამარჯვებები, ინტელექტუალურ თამაშ „ რა? სად? როდის?“ ვიცე -ჩემპიონობა, დასავლეთ საქართველოს მოდებატეთა შეჯიბრში გამარჯვება. ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მრავალი მაგისტრანტი და დოქტორანტი.გასული სასწავლო წლის ბოლოს მე-14 გამოშვება დაფრთიანდა „მზეკაბანის“ კედლებში. არც მათ უღალატეს ტრადიციასა და სკოლას და ეროვნული გამოცდების შესანიშნავი შედეგებით შეაღეს პრესტიჟული უნივერსიტეტების კარი. ეს მათი მხრიდან იყო ძვირფასი საჩუქარი, რომელიც დამსახურებულად მიეკუთვნათ იმ პედაგოგებს, რომელთაც საკუთარი მხრებით ზიდეს და დღემდე მოიტანეს სკოლის ღირსება და სახელი. ქალბატონი ნინელის შემდეგ მისი მეგობრები და კოლეგები ერთგულად აგრძელებენ მის მიერ დაწყებულ დიდ საქმეს.15 წელი გასრულდა სკოლის საბალავრე ქვის ჩადებიდან.ოქროს დაბადების დღეს გილოცავთ „მზეკაბანო“,სიკეთისა და ცოდნის მადლით განათებულო ტაძარო! არასოდეს დაგელიოს ის მადლი, რომელსაც გასცემ! იმ საზოგადოებას, რომელსაც ემსახურები, სცოდნოდეს ფასი იმ უდიდესი მოღვაწეობისა,რომელიც ბედისწერად გექცა დაარსების დღიდან!გემრავლებინოს უფლის ტალანტი და შენი აღზრდილები მუდამ რჩეულთა შორის დაგეგულებინოს!„სულ ზევით,ზევით მაღლა და მაღლა“…მოზარდობის ასაკში დაღვინებულ-დაოჯახებულო, მზესთან წილნაყარო „მზეკაბანო“!
-
წარმატებული კურსდამთავრებულები
September 29, 2022 Uncategorized
-
თავდაუზოგავ შრომას ყოველთვის აქვს სასურველი შედეგი.აი ისინიც,ჩვენი წარმატებული კურსდამთავრებულები,უკვე პირველკურსელები:1) ჯარჯი ჯამალაშვილი- 100%- სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი -კომპიუტერული მეცნიერება ( ინგლისურენოვანი)2) დიმა ჩუბინიძე – 100%- სსიპ -ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი- კომპიუტერული მეცნიერებები (ინგლისურენოვანი)3) მიხეილ ჭანტურიძე- 100%- შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი- კომპიუტერული მეცნიერებები4) ნანა ზარნაძე – 70%- შპს კავკასიის უნივერსიტეტი-ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის (I-VI კლასები) ინტეგრირებული პროგრამა5) ქრისტინე დოლაკიძე- 50%- სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი -ბიზნესის ადმინისტრირება6) გიორგი ჩაფიჩაძე – 50%-(+50% შიდა დაფინანსება) სსიპ -ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი-მენეჯმენტი (ინგლისურენოვანი)7) ვასო ძოწენიძე – 50%-სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ეკონომიკა (სახელმწიფო დაფინანსებით,უფასო ფაკულტეტი)8) ქეთევან ქლიბაძე – შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტი-მედიცინა9) გიორგი ქარქაშაძე-შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტი-ინფორმაციული ტექნოლოგიები10) ზაქრო რობაქიძე- შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი-საერთაშორისო ურთიერთობები11) ბექა ჭანტურიძე- სსიპ -აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი- სამართალი12) ანი მაჭავარიანი- სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ( უცხო ენები)13) ლევან ზარნაძე- სსიპ -აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი-საკვები პროდუქტების ტექნოლოგია და უვნებლობა (სახელმწიფო დაფინანსებით,უფასო ფაკულტეტი)14) ლიკა ობოლაძე- სსიპ -აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი-გამოყენებითი გრაფიკული დიზაინიგილოცავთ ყველას,პედაგოგებს,მშობლებს,თავად კურსდამთავრებულებს და ყველა გულშემატკივარს!!!მადლობა ახალგაზრდებო, იმედების გამართლებისათვის!“მზეკაბანი” რჩება თქვენს მეთვალყურედ და მუდმივ გულშემატკივრად.
-
ცოდნის ტაძარში შემოდგმულ პირველ ნაბიჯებს დაგილოცავთ, პატარა მზეკაბანელებო!
September 29, 2022 Uncategorized
-
-
თერჯოლის კერძო სკოლის „მზეკაბანი 2007“ წარმატება STEAM პროექტების რესპუბლიკურ გამოფენა-კონფერენციაზე
July 14, 2022 Uncategorized
-