Category Uncategorized
-
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაცნობითი პრეზენტაციები
May 7, 2022 Uncategorized
-
Მე-7 კლასიᲥართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაცნობითი პრეზენტაციები
-
გავუფრთხილდეთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.
May 7, 2022 Uncategorized
-
Მეოთხე კლასი.Თემა:გავუფრთხილდეთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.Მოსწავლეებმა წარმოადგინეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაცნობითი პრეზენტაციები.Ვისაუბრეთ მათ განსაკუთრებულ როლზე საქართველოს ისტორიისათვის!Ამ ძეგლებმა ხომ საუკუნეებს გაუძლო, ამიტომ სჭირდებათ განსაკუთრებული მოვლა და გაფრთხილება, რაც თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა !!
-
ღია გაკვეთილი ისტორიაში
May 7, 2022 Uncategorized
-
საგნობრივი კვირეულის ფარგლებში ისტორიაში ღია გაკვეთილი ჩატარდა მეექვსე კლასში .( საგნის პედაგოგი ქეთევან ზარნაძე)ქართული დამწერლობის წარმოშობა – ასეთი გახლდათ საპრეზენტაციო თემა, რომელიც წარმოადგინეს პატარებმასხვადასხვა აქტივობის გამოყენებით გაკვეთილი მეტად საინტერესოდ წარიმართა.მოსწავლეებმა შესწავლილი მასალის საკმაოდ ღრმა ცოდნა გამოავლინეს.ახალახსნილი მასალაც ( საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ) საკმაოდ კარგად გაიაზრეს. შეკითხვაზე- ” საქართველო ევროპას მიეკუთვნება თუ აზიას? “- ზოგმა ევროპასო, უპასუხა, ზოგმა ჩვენი ქვეყანა აზიას მიაკუთნა….საბა გეწაძეს ორიგინალური პასუხი ჰქონდა ამ კითხვაზე : საქართველო არც აზიაა და არც ევროპა..ჩვენი უნიკალურობის გამო უბრალიდ ქსრთველები ვართო.. წარმატებები პატარებო, თქვენს მასწავლებელთან ერთად.!
-
დებატები
May 7, 2022 Uncategorized
-
უნდა დათმოს თუ არა საქართველომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები ნატოში გაწევრიანების ფასად?ამ თემაზე გაიმართა დებატები მეცხრე კლასში( ისტორიის პედაგოგი ქეთევან ზარნაძე)ორი ჯგუფი ( ლიდერები – საბა კვახაჯელიძე და ნიკა გურული) საკუთარ პოზიციას იცავდა არგუმენტირებული მსჯელობით.მოდებატეები წესების სრული დაცვით პაექრობდნენ და ცდილობდნენ, საკუთარი პოზიციის ჭეშმარიტებაში დაერწმუნებინათ მოწინააღმდეგე მხარედებატები კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი აქტივობაა. მეცხრეკლასელმა ” მზეკაბანელებმა” ამ გზაზე პირველი სერიოზული ნაბიჯები უკვე გადადგეს. ….წარმატებებს ვუსურვებთ მათაც და ახალგაზრდა პედაგოგს – ქეთევან ზარნაძეს!
-
“როგორ ვიცნობთ ავსტრალიასა და ოკეანეთის ქვეყნებს”
May 7, 2022 Uncategorized
-
ამ თემაზე ჩატარდა დღეს შემაჯამებელი მეცადინეობა მე- 7 კლასელ ” მზეკაბანელებთან” გეოგრაფიაში. ( პედაგოგი ნორა ჩუბინიძე)მოსწავლეებმა დეტალურად წარმოადგინეს ავსტრალია და ოკეანეთის ქვეყნები აბსოლუტურად ყველა პარამეტრში. მათ ძალიან ბევრი უშრომიათ, მოუძევიათ დამატებითი ლიტერატურა, ამიტომ თითოეული მათგანის პრეზენტაცია სასიამოვნოც იყო და საინტერესოც მოსასმენად.პატარებმა შესანიშნავად გაართვეს თავი საკმაოდ დიდი აუდიტორიის წინაშე გამოსვლას და მოძღვრისგან მაღალი შეფასებებიც დაიმსახურეს.ყოველი გამომსვლელი ისე დამაჯერებლად საუბრობდა, თითქოს ახალი დაბრუნებული იყო ავსტრალიიდან ან ოკეანეთის ქვეყნებიდან.წარმატებები ნორა მასწავლებელო, თქვენს შეგირდებთან ერთად!
-
ქართულის გაკვეთილი პირველ კლასში
April 20, 2022 Uncategorized
-
” საგნის კვირეულის ” ფარგლებში, მშობელთა ჩართულობით,დღეს ქართულის გაკვეთილი ჩატარდა პირველ კლასში. მოსწავლეები საგულდაგულოდ მომზადებულან ამ აქტივობისთვის, თუმცა არც მშობლები ჩამორჩებოდნენ მათ აქტიურობით : ჯერ საწერი დავალება შეასრულეს ერთად, ხოლო შემდეგ დედიკოებმა მთხობელის როლი მოირგეს და პატარებს მათთვის საყვარელი ზღაპრები გაახსენეს.ლამაზმა გარემომ, მხიარულმა მუსიკამ და შესაბამისმა ვიდეორგოლებმა ნამდვილად შექმნა ზღაპრული განწყობა.ბოლოს პატარებმა ” “ჯადოსნურ ნატვრისთვალს ” სურვილები ჩაუთქვეს: ” მალე დასრულდეს ომი უკრაინაში”; ” დედამიწა დატოვოს კოვიდმა”; ” დედიკო იყოს ყოველთვის კარგად!”; ” კარგი ექიმი გავხდე, რომ ყველა ბავშვს ვუმკურნალო”; ” მქონდეს საკუთარი მაღაზია” კარგად ვისწავლო, რომ დედა იყოს ბედნიერი”….. ვუსურვოთ პატარებს ნატვრის ახდენა!!!!მეტი
-
პროექტი ” მოაზროვნე”
April 20, 2022 Uncategorized
-
პროექტი ” მოაზროვნე” მეშვიდეკლასელ ” მზეკაბანელებთან” მშობლების ჩართულობითდღეს ძალიან საინტერესო, შემეცნებითი და ამავდროულად, სახალისო აქტივობა ჰქონდათ მეშვიდეკლასელებს მშობლების ჩართულობით ( კლასის ხელმძღვანელი ხათუნა კლდიაშვილი)კონკურსი სამ ეტაპად წარიმართა: პირველ ტურში ერთმანეთს მშობლებისა და შვილების 11 წყვილი დაუპირისპირდა. მათ სხვადასხვა სფეროდან 8 კითხვას უპასუხეს.ყველაზე მეტი ქულა ( 6 ) დააგროვა ლიკა გურულისა და მაია გოგბერაშვილის წყვილმა .რამდენიმე მშობელმა ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოახერხა პროექტში მონაწილეობა, მაგრამ მათმა ყოჩაღმა შვილებმა შესანიშნავად წარმოაჩინეს შესაძლებლობები. ლაშა( არაბიძე) , ლუკა ( ნამგალაძე) , ანასტასია ( ქოჩიაშვილი) ტოლს არ უდებდნენ თანატოლებს! მადლობა მათ!მეორე ეტაპზე მშობელთა ორი გუნდი – ” ანარეკლი” და ” აკორდი ” მონაწილეობდა…..”აკორდის” წევრები უფრო ყოჩაღები აღმოჩნდნენ და შესაბამისად, გამარჯვება მათ მოიპოვეს.ბოლო ტურში კი მხოლოდ მოსწავლეები ასპარეზობდნენ იმავე სახელწოდების ორ გუნდში.9 შეკითხვა უნდა დაეძლიათ… ლოგიკურ აზროვნებას რომ მოითხოვს, ისეთი შეკითხვები გახლდათ შერჩეული….. პაექრობა დაძაბულად წარიმართა…კონკურსის ბედი ბოლო აქტივობამ – ” შეავსე კროსვორდი “-– გადაწყვიტა. უფრო სწრაფები აღმოჩნდნენ გუნდის “აკორდის” წევრები და ერთქულიანი სხვაობით გამარჯვებაც მოიპოვეს.პროექტის ხელმძღვანელს ყველაფერზე უზრუნია…გარემო იყო სასიამოვნო, განწყობა – ამაღლებული.ჟიური ითვლიდა კონკურსის ყველა მონაწილის მიერ აღებულ ქულას….მათ პროექტის საუკეთესო მონაწილედ დაასახელეს ლაშა არაბიძე და მას გადასცეს შესაბამისი დიპლომი.” საუკეთესო წყვილიც” ( დედა-შვილი ლიკა გურული და მაია გოგბერაშვილი) დაჯილდოვდა დიპლომითმადლობა პროექტის ორგანიზატორს ქალბატონ ხათუნა კლდიაშვილს სასიამოვნო დღის ჩუქებისთვის!წარმატებები მასაც და მის შეგირდებსაც!მადლობა მშობლებს აქტიურობისათვის!
-
სახალისო აქტივობა
April 20, 2022 Uncategorized
-
სახალისო აქტივობა ინგლისურში პირველი და მეორეკლასელი” მზეკაბანელებისათვის”პატარებმა ციფრები და ფერები ინგლისურ ენაზედაც იციან. ” ვინ უფრო სწრაფად და სწორად” – ასეთი გახლდათ აქტივობის პირობა… მასწავლებელს ( ნანა სვანიძე ) საკმაოდ ბევრი უშრომია რესურსების დამზადებაზე.მოსწავლეებმა შესანიშნავი ცოდნა გამოავლინეს და იხალისეს კიდეც..
-
ფარნავაზიდან იაკობამდე
April 20, 2022 Uncategorized
-
ასეთი გახლდათ ლიტერატურულ- მუსიკალური კომპოზიცია, რომელიც საბავშვო ბიბლიოთეკის დარბაზში დღეს წარმოადგინეს მესამეკლასელმა ” მზეკაბანელებმა.პატარებმა ქართული ანბანის ისტორია ლამაზად გადმოგვცეს, ლექსები მიუძღვნეს დედაენას, არც სიმღერები დავიწყებიათ. ( პედაგოგი გულთამზე კუბლაშვილი)ღონისძიების მონაწილეებმა ვიდეორგოლიც ნახეს, 14 აპრილის ისტორიის შესახებ.აქტივობაში მეორეკლასელებიც ჩაერთნენ. მათ მხატვრულად წაკითხული ლექსებით გაალამაზეს საღამო.დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გრძელდება!
-
” უძველეს ხელნაწერთა კვალდაკვალ”
April 20, 2022 Uncategorized
-
პროექტის – ” უძველეს ხელნაწერთა კვალდაკვალ” – შეჯამება მერვე კლასში ( პედაგოგი მაია გოგბერაშვილი).დედაენის დღეს მიუძღვნეს მერვეკლასელმა “მზეკაბანელებმა” ზემოაღნიშნული პროექტის შემაჯამებელი გაკვეთილი.მიზანი გახლდათ სამი შატბერდული ხელნაწერის “თავგადასავლის” შესახებ ინფორმაციის მოძიება და პრეზენტაცია. მოსწავლეებმა ასევე წარმოადგინეს საუკუნეების განმავლობაში საწერი მასალის ცვლილების შესახებ ინფორმაცია; ძალიან საინტერესო გახლდათ მათივე ხელით დამზადებული წიგნები და დაძველების ეფექტით შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც საკლასო ოთახში გახლდათ გამოფენილი.გარემო იყო საოცარი……აშკარად იგრძნობოდა პედაგოგის შემოქმედებითობა და კრეატიულობა. ნამდვილად მოიხიბლებოდით მრავალფეროვანი სასწავლო რესურსით.განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ძველი ლიტერატურული ძეგლების გადამწერის იმიტირებული ოთახი, სადაც შეგეძლოთ ფრთითა და მელნით ჩანაწერის გაკეთება.ბედნიერებაა, როცა ბავშვებს ასეთი მოტივირებული, დაუღალავი, თავისი საქმის პროფესიონალი მოძღვარი ჰყავთ! წარმატებები ქალბატო მაიასა და მის შეგირდებს!