Category Uncategorized
-
ჩვენც ძველი მსოფლიოს ნაწილი ვართ
November 14, 2021 Uncategorized
-
” ჩვენც ძველი მსოფლიოს ნაწილი ვართ”ამ თემაზე ჩატარდა ისტორიის შემაჯამებელი მეცადინეობა მეთერთმეტე კლასში.( პედაგოგი ხათუნა დიდიძე)მოსწავლეებმა ისაუბრეს ძველი მსოფლიოს სახელმწიფოების საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკვანძო საკითხებზე, მმართველობითი სტრუქტურების ჩამოყალიბებასა და დროში ცვალებადობაზე. ძველი მსოფლიოს ისტორიულ პროცესებში ეკონომიკური ფაქტორის მნიშვნელობაზე.თითოეული გამომსვლელი შეეხო ძველი მსოფლიოს სახელმწიფოების ( ეგვიპტე..სპარსეთი…კოლხა….ათენი…სპარტა…ფინიკია…შუმერი) მატერიალურ და სულიერ კულტურაზე; შეძლედ გაეკეთებინათ ანალიზი, თუ რა გავლენას ახდენს რელიგია სახელმწიფოებზე.მათ შეძლეს ამომწურავი პასუხების გაცემა დასმულ შეკითხვებზე.პრეზენტაციამ სასიამოვნოდ ჩაიარა. გამომსველებმა სრულყოფილად და საინტერესოდ წარმოადგინეს ძველი მსოფლიო.
-
“ჩვენი დროის გმირები”
November 14, 2021 Uncategorized
-
ამ თემაზე გააკეთეს მეხუთეკლასელმა” მზეკაბანელებმა” პრეზენტაცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ( პედაგოგი, კლასის ხელმძღვანელი ქეთევან კირკიტაძე )იდეა თავად მოსწავლეებიდან წამოვიდა…… როცა მეფე დემეტრე თავდადებულის შესახებ მოთხრობა შეისწავლეს, გაუჩნდათ სურვილი, თანამედროვე გმირებზეც მოეძიათ ინფორმაცია…პატარებს ბევრი უშრომიათ, თითოეულ მათგანს სურვილისამებრ ჰყავდა შერჩეული პიროვნება, რომელიც მისთვის არის მისაბაძი გმირი და საოცრად ლამაზად – სლაიდებითა თუ საკუთარი ნახატებით წარსდგნენ აუდიტორიის წინაშე. იყო საოცარი ლექსი, გულიდან წამოსული, მთელი განცდით წაკითხული ნიკოლოზ სარალიძის, ჯუბა არაბიძის, გიგა შარვაშიძის, ნიკოლოზ კუპატაძისა და გიორგი კაჩმაზოვის მიერ..მოსწავლეებმა -ტარიელ სახელაშვილმა, მათე მუჯირმა , საბა არუთინოვმა, ზიზი ცერცვაძემ, გიორგი ცინაძემ,რატი ზანკალიანმა ისაუბრეს თანამედროვე გმირებზე , აღნიშნეს, რომ მათ სახელებს დავიწყება არ უწერია, სანამ იარსებებს ქართველი ერი.მეტად ამაღელვებელი გახლდათ რატი ზანკალიანის მიერ წაკითხული საკუთარი ლექსი სამშობლოზე.გარემო იყო საოცარი, ძალიან ლამაზი და ამაღელვებელი – დეკორაციებით თუ მუსიკით გაფორმებული.პატარებმა საკუთარი ხელით დახატეს საქართველოს კონტურული რუკა, რომელზედაც განათავსეს საკუთარი სურვილები – “როგორ საქართველოში მსურს ცხოვრება?”მადლობა პატარებსა და ქეთი მასწავლებელს, ტექნიკური მხარდაჭერისათვის პედაგოგებს ლია ნიკოლაძესა და ნანა სვანიძეს.პ.ს. ამ კლასში მოსწავლეთა დიდი ნაწილი ვაჟია. მათ მიერ მხატვრულად წაკითხული ლექსები და ზოგადად, პათოსი უნებურად გაგახსენებდათ სიტყვებს :” კიდევაც დაიზრდებიანალგეთს ლეკვები მგლისანი….”მეტი
-
საქართველოში გავრცელებული სოკოები
November 14, 2021 Uncategorized
-
ასეთი გახლდათ მე- 4 კლასის საგაკვეთილო თემა ბუნებაში .წელიწადის ყველა დრო თავისებურად ლამაზია, მაგრამ დამეთანხმებით, შემოდგომას სულ სხვა ხიბლი აქვს …..საოცარ ფერთა გამა… სიუხვე….სილამაზე ერთად მშვენიერ ჰარმონიას ქმნის.სწორედ ასეთი განწყობა დაგეუფლებოდათ, დღეს რომ ” მზეკაბანელ” მეოთხეკლასელებს სწვეოდით…მათ წარმოადგინეს პრეზენტაცია ჩვენი ქვეყნის ტყეებსა და მდელოებზე გავრცელებულ სოკოებზე. 14 მოსწავლეს 14 სხვადასხვა სოკოს შესახებ ჰქონდა მასალა მოძიებული, საკუთარი ხელით დაუმზადებიათ რესურსები, გაკვეთილის ბოლოს მათე მაკარიძემ ჩაატარა ცდა და თანაკლასელებს ” საფუარის სოკოს ” სასწაულმოქმედება აჩვენა.შოპენის უკვდავი ” შემოდგომის ვალსის” ჰანგებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ შემოდგომა წელიწადის დროთა ნამდვილი დედოფალია.
-
კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება “აი იას” სამყაროში პატარებო!
November 14, 2021 Uncategorized
-
ყველაფერი პირველი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ხოლმე ადამიანის ცხოვრებაში: პირველი სიტყვა…პირველი ნაბიჯი… ცოდნის სამყაროში პირველად შეხედვა… დამეთანხმებით, საკმაოდ შთამბეჭდავია პირველად ამოკითხვა ჯადოსნური “აი იასი”.“მზეკაბანელ” პირველკლასელებს არასოდეს დაავიწყდებათ ეს დღე, ისინი ხომ სრულუფლებიან მოსწავლეებად “მოინათლნენ”უკვე. პატარებმა შესანიშნავი ოსტატობით წარმოადგინეს მუსიკალურ-ლიტარატურული კომპოზიცია “აი ია- საოცრების დასაწყისი”. ლექსს სიმღერა ენაცვლებოდა, იყო მცირე თეატრალური წარმოდგენა…გაკვეთილი დატვირთული იყო მრავალი საინტერესო აქტივობით.ნიშანდობლივი გახლავთ, რომ პაწაწინა ია – უმშვენიერესი ანასტასია ორბელაძე-ოჯახის თვითიზოლაციის გამო ონლაინ ჩაერთო გაკვეთილში.გავა დრო … კოვიდი დავიწყებას მიეცემა, მაგრამ როცა ეს პატარები თავიანთ ფოტო და ვიდეოარქივს დაათვალიერებენ, ღიმილითა და დიდი სიყვარულით გაიხსენებენ პირველ ნაბიჯებს “აი იას” სამყაროში “.გაკვეთილს მეტი ხიბლი შესძინა მესამეკლასელი ანასტასია აბულაძის “სტუმრობამ”, რომელმაც “ანბანის მანტია” შესანიშნავად მოირგო და უმცროს მეგობრებს გზა დაულოცა ცოდნის დიდი მწვერვალებისაკენ მიმავალ გზაზე.წარმატებებს გისურვებთ,პატარებო! მამულს განათლებული, ძლიერი ახალი თაობა სჭირდება! ეს ძალა კი ნამდვილად მაღალხარისხიანი განათლებით შეიძინება!მადლობა ყველა მშობელს თანადგომისა და უდიდესი პასუხისმგებლობისათვის!მეტი
-
იქ , სადღაც შორს…… უფალთან ახლოს….
June 5, 2021 Uncategorized
-
ალბათ, ასეთი განცდა შეექმნა ყველას, “მზეკაბანის” სააქტო დარბაზში მყოფს, ვინც კი მეცხრეკლასელთა ლიტერატურულ- მუსიკალური წარმოდგენა ნახა 2 ივნისს ( პედაგოგი ქალბატონი მანანა წერეთელი) . საათ- ნახევრის განმავლობაში მაყურებელიცა და მონაწილენიც მოწყვეტილი გახლდნენ მიწიერ რეალობას ( გადაჭარბების გარეშე) და სულ სხვა განზომილებაში იმყოფებოდნენ….ლექსი…საგალობელი….გარემო, ჰარმონიულად შერწმული ერთურთს, ჭეშმარიტ ნეტარებას გაგრძნობინებდათ……ამის სიტყვებით გადმოცემა ყოვლად შეუძლებელია! ეს უნდა ნახო საკუთარი თვალით და ამას უნდა მოუსმინო თავად! კარგი იქნებოდა, რომ ეს შესანიშნავი წარმოდგენა ფართო აუდიტორიას ენახა, მაგრამ ისევ კოვიდპანდემიით გამოწვეულმა რეგულაციებმა შეგვიშალა ხელი. ვეცდებით, ფოტო და ვიდეო მასალით ნაწილობრივ მაინც შეგიქმნათ წარმოდგენა ზემოაღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით! მადლობა მეცხრე კლასის ათივე მოსწავლეს გაწეული კოლოსალური შრომისათვის ! ასგზის ბრავო ქალბატონ მანანა წერეთელს ჩვენთვის მონიჭებული სიამოვნებისათვის!.
-
” ცა ფირუზ, ხმელეთ ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო…”
June 5, 2021 Uncategorized
-
ამ თემაზე ჩატარდა მერვე კლასში შემაჯამებელი გაკვეთილი ( პრეზენტაცია) ქართულ ენასა და ლიტერატურაში, პედაგოგი მანანა წერეთელი.მოსწავლეებმა ძალიან საინტერესო ფორმატში წარმოადგინესსაქართველოს უგვირგვინო მეფის, ყველა ქართველისათვის საყვარელი მგოსნის მთელი ცხოვრება და შემოქმედება.” გემრიელი ლუკმა” , როგორც იტყვიან, ბოლოსთვის შემოინახეს: ნიკა გურულმა და საბა კვახაჯელიძემ შეუდარებლად წარმოადგინეს ნაწყვეტი ისტორიული მოთხრობიდან” ბაში- აჩუკი”.ამაღელვებელი გახლდათ ბიძინა ჩოლოყაშვილისა და ბიძამისის ცნობილი დიალოგი.გაკვეთილის ფინალი – მაჟორული აკორდი – ქალბატონ მანანა წერეთლის ლექსი , რომელიც წაიკითხა ნიკა გურულმა.” ისევ გომბორზე ვდგავარ,თავზე დამდის შუქი ცისამტერთან ავად ვმუსაიფობ,დამთრგუნველი დუშმანისა.ჩემი მიწის დარდი მამხელს,მისი მწუხრის და ცისკრისა.ბაღს შევაღებ, საწალკოტეს,გადმოსულა მადლი ღვთისა.ღირსებით და ძალით მმოსავსჯავშან- ქაფი ფოლადისა.სრულკახეთის კედლად ვაგეციხე- ბჭენი ახმეტისა.სეფედროშის ოქროსფერშიჩაქსოვილო, ჩამტევნულო,გეტრფი ჩემო დიდკახეთო,მტრისგან ბევრჯერ დალახვრულოქრისტეს სისხლი- საფერავად,ქრისტეს ხორცი – დედასპურად.ისევ დგახარ ქედმაღალისრულივერის სიქადულად.დედოზარის ხმა ჩამესმისალავერდში, ცასთან ახლოს.კიდევ ბევრი ერისკაციმაგ ემბაზში გაგენათლოს.ქრისტეს სისხლი აზარფეშით,ქრისტეს ხირცი- დედასპურად.ვაღორძინოთ ფესვი მუხისივერიის სიქადულად.მ.წ.
-
ონლაინ ოლიმპიადა ” olimpi”
June 5, 2021 Uncategorized
-
დასრულდა ონლაინ ოლიმპიადა” olimpi” , რომელიც რესპუბლიკის მასშტაბით ჩატარდა ქართულში, მათემატიკასა და ინგლისურში ( 1-ლი და მე- 6 კლასის მოსწავლეთათვის) სულ ახლახან გამოქვეყნდა დასკვნითი ტურის შედეგები. სასიხარულოა, რომ გვყავს ორი გამარჯვებული: მეორეკლასელი მარიამ ტაბატაძე ( პედაგოგი თამთა თოხაძე)და მეექვსეკლასელი ლიკა გურული ( პედაგოგი ინგა ჯალიაშვილი) გილოცავთ და მომავალში უფრო დიდ წარმატებებს გისურვებთ!მეტი
-
” სხვა საქართველო სად არი?!”
June 5, 2021 Uncategorized
-
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიუძღვნეს ” მზეკაბანის” დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაცია თემაზე: ” სხვა საქართველო სად არი?!”პატარებმა სიამაყით, ომახიანად წაიკითხეს ლექსები სამშობლოზე, უმღერეს თავიანთ სათაყვანო კუთხეს.საინტერესო გახლდათ ღონისძიების დასკვნითი ნაწილი, სადაც მოსწავლეებმა ნახეს დოკუმენტური ფილმი ” ორაგულის ბედი” .შემდეგ კი აღნიშნეს, რომ ამქვეყნად ყველა სულიერს ( მათ შორის თევზებსაც კი) აქვთ უსაყვარლესი ადგილი, რომელსაც სამშობლო ჰქვია.მეტი
-
“ჩვენ და წამლები”
June 5, 2021 Uncategorized
-
ეს ფრიად პრაქტიკული და გამოსაყენებელი თემა დიდი ინტერესით დაამუშავეს კერძო სკოლა ” მზეკაბანის” მეორეკლასელებმა ბუნებისმცოდნეობის გაკვეთილზე ( პედაგოგი ლია ნიკოლაძე).პატარებს გაკვეთილზე სტუმრად ეწვივნენ ” ფარმადეპოს” ფარმაცევტები – ქალბატონი ნინო ჭურაძე და ნინო მხეიძე.ეს აქტივობა არასოდეს დაავიწყდებათ არც ” პაციენტებს” და არც პატარა ” ფამაცევტ” ანასტასია აბულაძეს, რომელმაც პირველადი გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინა რამდენიმე თანატოლს.მეტი
-
ბოლო ზარი 2021
June 5, 2021 Uncategorized
-