Category Uncategorized

„არლეკინის ჯადოსნურმა ღამემ“ გაიმარჯვა

January 29, 2020 Uncategorized  No comments

“მზეკაბანი 2007” წლის საუკეთესო მუსიკალური სპექტაკლის ნომინაციაში გამარჯვებული გახდა.
დამთავრდა სასკოლო თეატრალური ფესტივალი
“N-ოვაცია”-2019, რომლის საზეიმო დახურვა 22 დეკემბერს გაიმართა ქუთაისის ლ.მესხიშვილის თეატრში. წელს ფესტივალს 10 წლის იუბილე ჰქონდა და მან საერთაშორისო სტატუსი შეიძინა, რადგან კონკურსში მონაწილეობდა ქ. რიზეს ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტის თეატრალური დასი. მათ წარმოადგინეს ნოდარ დუმბაძის „ მე, ბებია,ილიკო და ილარიონი“ქართულ ენაზე. ამ ფაქტმა სიამაყის გრძნობით აღგვავსო საზეიმო საღამოს მონაწილენი.
ფესტივალში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის ,ქუთაისის, წყალტუბოს საჯარო სკოლები, ქ.ქუთაისის კადეტთა სკოლა, „ბავშვთა სოფლის“ თეატრალური კოლექტივი, თერჯოლის რაიონს წარმოადგენდა კერძო სკოლა „მზეკაბანი-2007“ მუსიკალური სპექტაკლით – „არლეკინის ჯადოსნური ღამე“.
დაჯილდოების ცერემონიალი მართლაც შთამბეჭდავი გახლდათ. საღამო მიჰყავდათ მსახიობ თეკლა მარჯანიშვილსა და თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძეს. ეს უკანასკნელი ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარეც გახლდათ.
უნდა აღინიშნოს , რომ ფესტივალი ძალზე ორგანიზებული იყო, გახსნის დღიდან დაჯილდოების ჩათვლით, ამისთვის კი დიდი მადლობა ფესტივალის სულისჩამდგმელებს- მარინა და თორნიკე მარჯანიშვილებს.
როგორც მოსალოდნელი იყო, „მზეკაბანი“ ფესტივალიდან ხელცარიელი არ წამოსულა.
• „არლეკინის ჯადოსნურმა ღამემ“ გაიმარჯვა ნომინაციაში წლის საუკეთესო მიუზიკლი.
• საუკეთესო რეჟისურისათვის დაჯილდოვდა სპექტაკლის მთავარი ფიგურა- ნატა ცხადაძე
• ჟიურის წევრის – მაია დათუნაშვილის- რჩეული მსახიობი გოგონა გახდა ლელიოს როლის შემსრულებელი ნუცა ნოზაძე.
• საუკეთესო ქორეოგრაფიისათვის დაჯილდოვდა დეო ნაბახტეველი.
• ნომინაციაში „ორგანიზატორების რჩეული პედაგოგი“ მონაწილე კოლექტივებიდან დიპლომითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდა სულ 4 წარმომადგენელი, მათ შორის „მზეკაბანის“ ხარისხის მართვის მენეჯერი აზა მემანიშვილი.
ასეთი ამაღლებული და საზეიმო განწყობით ვაცილებთ 2019 წელს.
დაე, მას გაყოლოდეს ქვეყნის ყველა ტკივილი და უბედურება …
ვისურვოთ, რომ 2020 წელი ბედნიერების, სიხარულის, მშვიდობის, კეთილდღეობისა და ქვეყნის გამთლიანების მომტანი ყოფილიყოს!

 

მეტი

“”მზეკაბანის ” კურსდამთავრებულები “მზეკაბანისათვის””

January 29, 2020 Uncategorized  No comments

პროექტი “”მზეკაბანის ” კურსდამთავრებულები “მზეკაბანისათვის”” გრძელდება
პროექტის ფარგლებში სკოლას ეწვია 2013 წლის კურსდამთავრებული თამარ კუჭავა, რომელმაც გააკეთა პრეზენტაცია თემაზე “გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და გმ სურსათი”.
ორიოდ სიტყვით თამარის შესახებ:
თამარი “მზეკაბანში” მეცხრე კლასიდან სწავლობდა და როგორც თავად აღნიშნა, ყველაფერი კარგი და წარმატებული, რაც მის ცხოვრებაში მომხდარა, უშუალოდ უკავშირდება მშობლიურ სკოლას, სადაც მისი მეორე დიდი ოჯახია..დღეს კი იოლი არ იყო მისთვის აქ შემობიჯება, რადგან პირველად არ დახვდებოდა მისი დიდი გულშემატკივარი და ქომაგი – ნინელი მასწავლებელი.
თამარმა სკოლა 2013 წელს დაამთავრა ოქროს მედალზე და იმავე წელს 100 პროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე და 2017 წელს მიიღო გამოყენებითი ბიომეცნიერების ბაკალავრის ხარისხი. 2017-2019 წლებში სწავლობდა იმავე უნივერსიტეტის მაგისტრატურაში, ხოლო მისი წარმატებით დასრულების შემდეგ ჩაირიცხა დოქტურანტურაში და არის პირველი კურსის სტუდენტი. პარალელურად მუშაობს ქიმიისა და ბიოლოგიის პედაგოგად მოსამზადებელ ცენტრში და ამავდროულად მუშაობს სადისერტაციო თემაზე(მცენარეთა ბიომრავალფეროვნება)
თამარს სხვადასხვა წლებში გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი უამრავი კურსი და ტრენინგი. 2018 წელს მან სტაჟირება გაიარა კლინიკა “ოპტიმალმედში”.იგი ასევე მონაწილეობდა სამეცნიერო- საგრანტო პროექტებში, კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში.არის რამდენიმე სამეცნიერო სტატიის თანაავტორი.
შეხვედრას ესწრებოდნენ თამარის ყოფილი პედაგოგები, ბიოლოგიით დაინტერესებული მზეკაბანელები, ასევე ბიოლოგიის მასწავლებლები თერჯოლის პირველი და მეორე, სოფელ გოგნის, ზედა ალისუბნის, ჩხარის საჯარო სკოლებიდან, ასევე თამარის ახლობელი და გულშემატკივარი ადამიანები.
თამარმა აღნიშნა , რომ უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობდა სწორედ ასეთი ახლობელი და საყვარელი ადამიანების წინაშე გამოსვლისას. მან უპასუხა შეკითხვებს და მოუსმინა ყოფილი პედაგოგების-ქალბატონების- მანანა წერეთლისა და ნორა ჩუბინიძის შეფასებებს აღნიშნულ პრეზენტაციასთან დაკავშირებით.
შეხვედრის ბოლოს, ტრადიციისამებრ, სტუმარს საკუთარი ხელით დახატული პორტრეტი გადასცა თინათინ ჩუბინიძემ.
პროექტი “”მზეკაბანის ” კურსდამთავრებულები “მზეკაბანისათვის “” კი გრძელდება .

 

 

მეტი

“N-ოვაცია 2019″

January 29, 2020 Uncategorized  No comments

“მზეკაბანის“ პატარა მსახიობები ქუთაისის ოპერის დიდ სცენაზე
14 დეკემბერს, საზეიმოდ გაიხსნა ქუთაისის სასკოლო თეატრების საერთაშორისო ფესტივალი
“N-ოვაცია 2019″, რომელიც იმერეთის რეგიონის რამდენიმე სკოლის თეატრალურ კოლექტივს მასპინძლობს.
ფესტივალი – “N-ოვაცია“ წელს მეათედ ტარდება, რომლის ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი გახლავთ არტცენტრ „მარიოტის „ დირექტორი- ქალბატონი მარინა მარჯანიშვილი.
საკონკურსო სპექტაკლებს აფასებს მეტად კომპეტენტური ჟიური:
ნიკა წულუკიძე- თეატრმცოდნე, პროფესორი, ტელეწამყვანი.
მაია დათუნაშვილი- მუსიკათმცოდნე.
სოაფია პატარაია- განათლების სამინისტროს წარმომადგენელი.
ვაჟა ჯუღელი – აიპის გაერთიანების ხელმძღვანელი.
ლევან როხვაძე- ქუთაისის თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე.
კახა მიქიაშვილი- თავისუფალი თეატრის მსახიობი.
თეკლა მარჯანიშვილი- გორის თეატრის წამყვანი მსახიობი.
დამეთანხმებით, ოპერის თეატრის სცენაზე გამოსვლა და თან მუსიკალური წარმოდგენის შესრულება ასეთი შემადგენლობის ჟიურის წინაშე ნამდვილად არაა იოლი, მაგრამ მზეკაბანელებმა ეს შესანიშნავად მოახერხეს… მოვლენებს წინ არ გავუსწრებთ, დაველოდებით ფესტივალის დასკვნით საღამოს, სადაც დასახელდება გამარჯვებული კოლექტივები და ნომინაციები, მაგრამ მინდა შემოგთავაზოთ მოკლე ამონარიდები ჟიურის წევრთა გამოსვლებიდან:
„ საოცარი კულტურა, სიფაქიზე და დისციპლინა მთელი სპექტაკლის განმავლობაში…“
„ არაჩვეულებრივი მუსიკალური გაფორმება და ქორეოგრაფია…“
„ სხვა დროსაც აღგვინიშნავს, რომ რეგიონებში განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვები იზრდებიან…“
„ დახვეწილი და სწორი მეტყველება სპექტაკლის ყველა მონაწილისა…“
„ აქ არ იყო განსხვავება მთავარი და და მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებელთა შორის …“
და ბოლოს : „ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა…“
დამეთანხმებით, ეს არის საოცარი შეფასება ნიჭიერი ხელმძღვანელის- ნატა ცხადაძის- დაუღალავი შრომის შედეგისა, რომელმაც მთელი სული და გული ჩადო სპექტაკლში და „მზეკაბანის“ ყველა გულშემატკივარს კიდევ ერთი წარმატებული დღე აჩუქა… მადლობა ქორეოგრაფ დეო ნაბახტეველს ლამაზი ნომრებისათვის.
სპექტაკლი განსაკუთრებული ხიბლი შესძინა „ახალბედა მზეკაბანელის“ – IX კლასის მოსწავლის – ანი ანაკიძის ვიოლინოზე შესულებულმა რამდენიმე მუსიკალურმა ნომერმა.
პატარა მსახიობები და მათი გულშემატკივრები ველოდებით ჟიურის საბოლოო სიტყვას 22 დეკემბერს დასკვნით საღამოზე.

მეტი

ინგლისურის შემაჯამებელი გაკვეთილი

January 29, 2020 Uncategorized  No comments

მესამეკლასელები დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ ინგლისურის შემაჯამებელი გაკვეთილისათვის (კლასის ხელმძღვანელი და პედაგოგო ნანა სვანიძე)

და აი, ეს დღეც დადგა. მშობლებისა და უცხო პედაგოგების წინაშე მოსწავლეებმა სიმორცხვე დაძლიეს და მთელი თავიანთი ცოდნის მარაგი “გამოამზეურეს”.
გაკვეთილი დატვირთული გახლდათ სხვადასხვა სახალისო აქტივობით და ყველა მოსწავლე თანაბრად იყო ჩართული პროცესში…
აქტივობა აქტივობას ცვლიდა, მოსწავლეებს დაღლა არ ეტყობოდათ. მათ ამ ხნის განმავლობაში საკმაო ლექსიკური მარაგი დაუგროვებიათ,
რომელსაც კარგად იყენებენ დიალოგებში. გრამატიკული ცოდნის საფუძველზე სწორ ფორმებში სვამენ სიტყვებს და გამართული კონსტრუქციებით ადგენენ წინადადებებს.
კარაოკე ყველა ბავშვის საყვარელი აქტივობაა, აქ მათ სათანადო მუსიკალური შესაძლებლობებიც გამოავლინეს.
ბოლოს კი მშობლებს უგულშემატკივრეს ერთ- ერთი აქტივობის შესრულებისას.
კვირეული დასრულდა…წინ ახალი გამოწვევებია.
წარმატებები ნანა მასწავლებელსა და მის პატარებს!

მეტი

,,ერთად მომავლისკენ,,

January 29, 2020 Uncategorized  No comments

,,ერთად მომავლისკენ,, – ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც ახორციელებენ კერძო სკოლა ,, მზეკაბანი 2007_ ის,, მეათე კლასის მოსწავლეები (პედაგოგი ხათუნა დიდიძე).
პროექტის მიზანია თერჯოლის შშმ ბავშვებთან ურთიერთობა. დღის ცენტრის _,,იმედის სხივების,, აღსაზრდელების შესაძლებლობათა გამოვლენა, მათი მოტივირება და წახალისება. ამასთანავე, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება შშმ პირთა უფლებების შესახებ და მათთან ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
პროექტის პირველ ეტაპზე ცენტრის აღსაზრდელებმა ნახეს ანიმაციური ფილმი , რომლის მიხედვით დახატეს მათთვის დასამახსოვრებელი ეპიზოდები.
პროექტი გრძელდება… წინ კიდევ უფრო საინტერესო აქტივობები ელოდებათ ცენტრის აღსაზრდელებს.

მეტი

არა ძალადობას!

January 29, 2020 Uncategorized  No comments

არა ძალადობას!!!!!
გრძელდება პროექტი,,არა ძალადობას”, რომელსაც IX კლასის მოსწავლეები ახორციელებენ სამოქალაქო განათლების პედაგოგ ხათუნა დიდიძის ხელმძღვანელობით.
პატარები გაეცნენ დისკრიმინაციის დაძლევის გზებს და ისწავლეს, თუ როგორ აიცილონ თავიდან სასკოლო ძალადობის ეს სახე. შეხვედრა იმასაც ისახავდა მიზნად, რომ პატარებს ჩამოყალიბებოდათ უარყოფითი დამოკიდებულება ბულინგის მიმართ….მათ უნდა გაეაზრებინათ ისიც, რომ არ შეიძლება ამ საკითხისადმი გულგრილი დამოკიდებულება და თავადაც ყოველდღიურად უნდა დაიცვან სხვისი უფლებები.
პატარები აღნიშნული შეხვედრით ძალიან კმაყოფილები დარჩნენ…
ტრენინგმა მიზანს მიაღწია.

მეტი

ინგლისურენოვანი თეატრალური წრე

January 29, 2020 Uncategorized  No comments

კერძო სკოლა “მზეკაბანში” უკვე წლებია, დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის
ფუნქციონირებს ინგლისურენოვანი თეატრალური წრე, რომელსაც ხელმძღვანელობს პედაგოგი ნანა სვანიძე…პატარები მთელი წლის განმავლობაში აგროვებენ სათანადო ლექსიკურ მარაგს, ივითარებენ სასცენო უნარ -ჩვევებს , მუშაობენ გამოთქმაზე და წლის ბოლოს პატარა წარმოდგენას მართავენ მცირე სცენაზე.
სწორედ ამიტომ ორ თვეში ერთხელ მაინც, შესწავლილი მასალის საფუძველზე, პედაგოგი ნანა სვანიძე ატარებს შემაჯამებელ მეცადინეობას.
სწორედ ასეთი გაკვეთილი ჰქონდათ დღეს მეორე კლკასის მოსწავლეებს…ცხრავე პატარა აქტიურად იყო ჩართული ყველა აქტივობაში.
მოსწავლეებმა გამოავლინეს სტანდარტის შესაბამისი ცოდნა…ხალისით შეასრულეს მიცემული ყველა დავალება, გაკვეთილის ბოლოს კი მშობლებიც ჩართეს ერთ-ერთ აქტივობაში. პატარებმა ყურადღებით მოუსმინეს მათი მისამართით გამოთქმულ შეფასებებს, კეთილგანწყობილ რჩევებს ინგლისური ენის პედაგაგოგის-მაკა ლიკლიკაძისაგან და დადეს პირობა, კვლავ ხალისით გააგრძელებენ უცხო ენის შესწავლას და სასწავლო წლის ბოლოს ტრადიციულად ინგლისურენოვან პატარა სპექტაკლს შემოგვთავაზებენ!

მეტი

ინგლისური ენის გაკვეთილიპირველ კლასში

January 29, 2020 Uncategorized  No comments

საოცრად ფერადი, მხიარული, მუსიკალური და ამავდროულად, შინაარსიანი დღე ჰქონდათ 27 ნოემბერს კერძო სკოლა “მზეკაბანი 2007-ის” პირველკლასელებს.
ინგლისურ ენაში(პედაგოგი ნანა სვანიძე) მათ შეაჯამეს მთელი 2 თვის განმავლობაში ნასწავლი მასალა .გაკვეთილი დატვირთული იყო ბევრი საინტერესო აქტივობით, ამიტომ დრომ შეუმჩნევლად “გაირბინა ” პატარებსაც და მათ სტუმრებსაც “მაჟორული” განწყობა

არ განელებიათ. მოსწავლეებმა ნამდვილად მოიწონეს თავი დამსწრე პედაგოგებისა და მშობლების წინაშე.
ძალიან საინტერესო იყო გაკვეთილის ბოლო აკორდი, სადაც მშობლებმა ერთ-ერთ საინტერესო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა, ზედ საკუთარი ავტოგრაფები დატოვეს სამახსოვროდ. ეს მასალა საგულდაგულოდ გადაინახება კლასის
არქივში , რომ 12 წლის შემდგომ, სკოლის დამთავრებისას, “ბოლო ზარზე” გაიხსენონ ეს ძალიან ლამაზი დღე……
წარმატებას ვუსურვებთ ნანა მასწავლებელს, კლასის ხელმძღვანელს ეთერ თურქაძეს, ყველა პირველკლასელს და გვჯერა, რომ მათი სახით სკოლას ერთ-ერთი ძლიერი ჯგუფი ეყოლება ყოველთვის!

 

მეტი

“”მზეკაბანის ” კურსდამთავრებულები “მზეკაბანისათვის “”

January 29, 2020 Uncategorized  No comments

“მზეკაბანს ” დღეს კიდევ ერთი ძალიან კარგი სტუმარი ჰყავდა
გრძელდება პროექტი “”მზეკაბანის ” კურსდამთავრებულები “მზეკაბანისათვის “”. სკოლამ უმასპინძლა 2012 წლის კურსდამთავრებულს თამარ მახვილაძეს, რომელიც ამჟამად შპს გეოპროვიჟენის სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის მენეჯერია.
“მზეკაბანში” თამარი (კლასელებისთვის “გენიოსა”) მისი დაარსების დღიდანვე სწავლობდა.ერთნაირი მონდომებითა და სიყვარულით ეუფლებოდა ყველა საგანს. მოსწავლეობის პერიოდში იყო მრავალი პროექტისა და კონკურსის გამარჯვებული, მან რეკორდული მაჩვენებლით ორჯერ მოიგო ტელეპროექტი “ეტალონი”, ასევე გახლდათ 2012 წლის ინტელექტუალური კონკურსის “რა? სად ? როდის ?” ვიცეჩემპიონი გუნდის კაპიტანი . სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ თამარმა წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები და 100 პროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და გამოყენებით მეცნიერებათა ფაკულტეტზე, რომელიც 2016 წელს დაამთავრა წითელ დიპლომზე და მიიღო გამოყენებითი ბიოლოგიის ბაკალავრის ხარისხი.აქ არ დასრულებულა მისი სწავლა -განათლების “აღმასვლა”. იმავე 2016 წელს მან სწავლა განაგრძო უნგრეთის დებრეცენის უნივერსიტეტის სურსათის უვნებლობისა და ხარისხის ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამაზე , მოიპოვა უნგრეთის მთავრობის სრული დაფინანსება და აღნიშნული უნივერსიტეტი წარმატებულად დაამთავრა 2018 წელს და მიიღო მაგისტრის ხარისხი..იმავე წლის ზაფხულიდან მუშაობა დაიწყო შპს “გეოპროვიჟენში”, პარალელურად, იგი ლექციებს კითხულობს თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში .
შეხვედრა გაიმართა მოსწავლე – ახალგაზრდობის დარბაზში.თამარმა ძალიან საინტერესო და ამავდროულად პრაქტიკულ საკითხზე გააკეთა პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ V- XII კლასის მოსწავლეები, მშობლები და თამარის პედაგოგები, ასევე- მოძღვარი , არქიმანდრიტი ქრისტეფორე და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, “მზეკაბანის ” დიდი გულშემატკივარი და ქომაგი ბატონი მანუჩარ ფანჩულიძე.
შეხვედრამ, ტრადიციულად, თბილ გარემოში ჩაიარა…თამარმა აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივი გახლდათ მშობლიურ სკოლასა და პედაგოგებთან შეხვედრა, რადგან მისი წარმატების ლომის წილი სწორედ “მზეკაბანმა” განაპირობა. მან ბავშვებს წარმატებები უსურვა და მოუწოდა “მიიღონ “ყველაფერი, რასაც ეს სკოლა აძლევს მის აღსაზრდელებს და თან იმასაც გაუსვა ხაზი, თუ ადამიანი მოინდომებს, ყველაფერს მიაღწევს ცხოვრებაში…შეხვედრის ბოლოს თამარს სამახსოვრო საკუთარი ხელით შესრულებული პორტრეტი გადასცა XII კლასის მოსწავლემ თინათინ ჩუბინიძემ….პროექტი კი გრძელდება.

მეტი

,,ნორჩი მათემატიკოსი” წრის მუშაობის ამსახველი ფოტომასალა

April 3, 2019 Uncategorized  No comments

 

მეტი