Category Uncategorized

მხატვრული კითხვა

March 13, 2018 Uncategorized  No comments

3 მარტს ,,მზეკაბანი 2007-ის” მესამე, მეოთხე და მეხუთე კლასის მოსწავლეებმა დედაზე შექმნილი ლექსები წაიკითხეს და დედებს ეს ლამაზი დღე მიულოცეს…

მეტი

სტუმრად სკოლის ბიბლიოთეკაში

March 13, 2018 Uncategorized  No comments

პირველკლასელები ეცნობიან  ბიბლიოთეკაში ქცევის წესებს..

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მეტი

სახალისო აქტივობები ბუნების გაკვეთილზე

March 13, 2018 Uncategorized  No comments

მეორე კლასი …… ,, ჰაერი ,,

პატარები მარტივი ცდებით ადგენენ ჰაერის მნიშვნელობას …..

 

 

 

 

 

 

 

მეტი

გ ი ლ ო ც ა ვ თ!

February 7, 2018 Uncategorized  No comments

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში გადასვლას ვულოცავთ დაიანა სახეჩიძეს (ბიოლოგია)და ირაკლი ჩაფიჩაძეს (გეოგრაფია).
ვულოცავთ პედაგოგებს: ნორა ჩუბინიძეს და ნინო დოლაკიძეს.
გისურვებთ წარმატებებს!

მეტი

წიგნის საჯარო კითხვის დღე “მზეკაბანში”

February 7, 2018 Uncategorized  No comments

,,მზეკაბანის” პირველკლასელებიც შეუერთდნენ, წიგნის კითხვის საერთაშორისო დღეს…..

მეტი

წიგნის საჯარო კითხვის დღე “მზეკაბანში”

February 7, 2018 Uncategorized  No comments

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე კომპანია LitWorld-ის ინიციატივით 2010 წლიდან აღინიშნება. ღონისძიება ყოველწლიურად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდება და 30 მილიონზე მეტ კითხვის მოყვარულს აერთიანებს. საქართველო ამ დღესასწაულს 2016 წელს შეუერთდა.
ეს დღე ტრადიციულად  ,,მზეკაბანშიც”  აღნიშნეს.

 

 

მეტი

განცხადება

December 29, 2017 Uncategorized  No comments

მათემატიკის წრე  “პითაგორა”  იწვევს შპს “მზეკაბანი 2007” – ის  VI კლასის მოსწავლეებს.   წრე იფუნქციონირებს  26 იანვრიდან  8 ივნისის ჩათვლით. წრის წევრებთან შეხვედრა შედგება ყოველ პარასკევს, გაკვეთილების შემდეგ ერთი საათის განმავლობაში. საწრეო მუშაობის მიზნებია:

  • მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება
  • მოსწავლეებისთვის აზროვნების უნარის განვითარება
  • მსჯელობის, შეხედულებათა დასაბუთების, მოვლენებისა და ფაქტების ანალიზის უნარის განვითარება.
  • ცხოვრებისეული ამოცანების გადასაწყვეტად საჭირო ცოდნის გადაცემა და ამ ცოდნის გამოყენების უნარის განვითარება.

წრის მუშაობა მოსწავლეებს დაეხმარებათ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მასალის სიღრმისეულ შესწავლაში.

დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით  ტელ.: 558-39-49-08

წრის  ხელმძღვანელი ინგა გაბრიჭიძე

პროგრამა

მეტი

განცხადება

December 29, 2017 Uncategorized  No comments

ინგლისური ენის წრე  “SUCCESS”  იწვევს შპს “მზეკაბანი 2007” – ის  X კლასის მოსწავლეებს.   წრე იფუნქციონირებს  17 იანვრიდან  6 ივნისის ჩათვლით. წრის წევრებთან შეხვედრა შედგება ყოველ ოთხშაბათს, გაკვეთილების შემდეგ ერთი საათის განმავლობაში. საწრეო მუშაობის მიზნებია:

  • მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება
  • მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა და განვითარება
  • წაკითხულის გაგების, გააზრების, ანალიზის, სინთეზის უნარების განვითარება
  • ინფორმაციის დახარისხების უნარის განვითარება
  • კომუნიკაციის უნარის განვითარება
  • საკუთარი აზრის გამოთქმის უნარის განვითარება
  • კოლაბორაციული უნარის განვითარება
  • კრიტიკული აზრების განვითარება
  • წერითი მეტყველების უნარ-ჩვევების განვითარება

წრის მუშაობა მნიშვნელოვანია, რადგან დასახული მიზნების მისაღწევად მოსწავლეები შეასრულებენ სხვადასხვა აქტივობებს და გაიღრმავებენ ცოდნას წერის, კითხვის, საუბრის და მოსმენის მიმართულებით.

დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით  ტელ.: 577-65-29-91

წრის  ხელმძღვანელი მაკა ლიკლიკაძე

 

საწრეო მუშაობის პროგრამა

პროგრამა

მეტი

დედის დღისადმი მიძღვნილი კვირეული

March 6, 2017 Uncategorized  No comments

დედის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში II კლასში ხელოვნების გაკვეთილი ჩაატარა მშობელმა,თერჯოლის სამხატვრო სკოლის პედაგოგმა, ქალბატონმა ნინო ჩხიკვაძემ.მოსწავლეებისათვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა პრაქტიკული სამუშაო.მათ დაამზადეს მისალოცი ბარათები საკუთარი დედებისათვის.
მუშაობის პროცესი იყო მეტად სახალისო და საინტერესო.
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ქალბატონ ნინო ჩხიკვაძეს სასკოლო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისათვის, ულოცავს მას ,,დედის დღეს“ და უსურვებს მომავალ წარმატებებს!

მეტი

დედის დღისადმი მიძღვნილი კვირეული

March 6, 2017 Uncategorized  No comments

დედის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში X კლასში, მშობელ -საზანოს საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელ ,ქალბატონ მადონა ჭანტურიძის მიერ , ჩატარდა გაკვეთილი მათემატიკაში. გაკვეთილის თემა   გახლდათ- „ზოგიერთი ფუნქციის გრაფიკი და მისი გარდაქმნა“.საინფორმაციო ტექნოლოგიებით, მრავალფეროვანი რესურსებითა და სახალისო აქტივობებით დატვირთულმა გაკვეთილმა მეტად საინტერესოდ ჩაიარა.

სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ქალბატონ მადონა ჭანტურიძეს სასკოლო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისათვის, ულოცავს მას გაზაფ  ხულის დადგომასა და ,,დედის დღეს“, უსურვებს მომავალ წარმატებებს!

მეტი