Category Uncategorized
-
დედა ყოველთვის ერთი და განუმეორებელია
April 29, 2024 Uncategorized
-
2024 წლის 4 აპრილსსწორედ დედები იყვნენ “მზეკაბანელი” მეხუთეკლასელების ყურადღების ცენტრში.შვილებმა მიუძღვნეს ლექსები და სიმღერები. ასევე მისწერეს სამადლობელი წერილები, წარმოსახვით დახატეს ძალიან მცირე დროში, შესთავაზეს ვიქტორინა დედის დღესთან დაკავშირებით, თავადაც ისაუბრეს დედიკოების ღვაწლზე. მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული მთელი საღამო. მშობლები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ნომინაციების დიპლომებითა და სიმბოლური საჩუქრებით.მეხუთე კლასის დამრიგებელი დარეჯან ჭანტურიძე.
-
” მადლობა თავისუფლებისთვის!”
April 29, 2024 Uncategorized
-
8 აპრილს ამ თემაზე მეხუთეკლასელ “მზეკაბანელებს” ( ხელმძღვანელი დარეჯან ჭანტურიძე) ჰქონდათ პრეზენტაცია, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს მიეძღვნა. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია მათ ასაკში გააზრება ამ ისტორიული გამარჯვებისა, რომელსაც ათეულობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა..მოსწავლეებმა დამოუკიდებლად მოიძიეს სათანადო ინფორმაცია და წარდგნენ თანაკლასელების წინაშე, თითოეულმა მათგანმა თავისებურად ახსნა სამშობლოს სიყვარული და მისი დამოუკიდებლობის არსიაღნიშნული აქტივობა მეორე დღეს დაგვირგვინდა რაიონულ ღონისძიებაში მონაწილეობით, რომელიც მიეძღვნა 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას.დაე, მშვიდობიან და ერთიან საქართველოში ეცხოვროს ჩვენს მომავალ თაობას!
-
“ფული და მისი ფუნქცია უძველესი დროიდან დღემდე“
April 29, 2024 Uncategorized
-
ასეთი იყო კომპლექსური დავალება მე-9 და მე-10 კლასებში,მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაციები მსოფლიოში გავრცელებული ფულის 180 სახეობის შესახებ, შეისწავლეს ძველი ქართული და მსოფლიო ნუმიზმატიკური მასალები, წარმოადგინეს პრეზენტაციები და ბოლოს მოეწყო ძველი ფულის კუპიურებისა და მონეტების “მინი მუზეუმი“,რომელიც თავად მოსწავლეთა ინიციატივით შეგროვდა . გამოფენას სტუმრობდნენ სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები.სამოქალაქო განათლების პედაგოგი ელენე კუტივაძე.
-
დებატები
April 12, 2024 Uncategorized
-
დღეს მეშვიდეკლასელმა “მზეკაბანელებმა” დებატები გამართეს ქუთაისის კერძო სკოლა ” მერმისისა” და თბილისის კერძო სკოლა “ივერიას” თანატოლებთან სადებატო თემა გახლდათ – “ცხოვრების ჯანსაღი წესი და მასთან დაკავშირებული პრობლემები”.დღეს ძალიან ხშირად გვესმის სიტყვები : ” ჯანსაღი ცხოვრება”. მოგვიწოდებენ, მივყვეთ მის წესებს, რომ ვიცხოვროთ იმაზე უკეთ, ვიდრე ეს სინამდვილეში ხდება.ჯანსაღი ცხოვრება გულისხმობს სწორ კვებას, აქტიურ დატვირთვას, ჰიგიენას, დასვებებას, მავნე ჩვევებზე უარის თქმას. სწორედ ამ საკითხებზე მსჯელობდნენ დღეს ონლაინ შეხვედრაზე პატარა მოდებატეები, რომლებიც თავიანთ მოსაზრებას არგუმენტირებულად გადმოსცემდნენ. .მადლობა სკოლა ” მერმისს”, რომელიც გახლდათ ამ შეხვედრის ინიციატორი და დებატების წარმმართველი, მადლობა თითოელ მონაწილეს , სამოქალაქო განათლების პედაგოგს – ელენე კუტივაძეს
-
” მადლობა თავისუფლებისთვის!”
April 12, 2024 Uncategorized
-
8 აპრილს ამ თემაზე მეხუთეკლასელ “მზეკაბანელებს” ( ხელმძღვანელი დარეჯან ჭანტურიძე) ჰქონდათ პრეზენტაცია, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს მიეძღვნა. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია მათ ასაკში გააზრება ამ ისტორიული გამარჯვებისა, რომელსაც ათეულობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.მოსწავლეებმა დამოუკიდებლად მოიძიეს სათანადო ინფორმაცია და წარდგნენ თანაკლასელების წინაშე, თითოეულმა მათგანმა თავისებურად ახსნა სამშობლოს სიყვარული და მისი დამოუკიდებლობის არსი.აღნიშნული აქტივობა მეორე დღეს დაგვირგვინდა რაიონულ ღონისძიებაში მონაწილეობით, რომელიც მიეძღვნა 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას.დაე, მშვიდობიან და ერთიან საქართველოში ეცხოვროს ჩვენს მომავალ თაობას!
-
კოლეგების წარმატებული პრაქტიკის გაზიარება
April 12, 2024 Uncategorized
-
” წარმატების რეალური საიდუმლო ენთუზიაზმია.” უოლტერ კრაისლერის ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში ეჭვი არასდროს შეგვპარვია “მზეკაბანელებს”.” წარმატება ხანგრძლივია, თუ იცი, რატომ ხარ წარმატებული.”სწორედ ენთუზიაზმი, პროფესიონალიზმი და საქმის უსაზღვრო სიყვარული აძლევს ბიძგს კოლექტივს, განვითარდეს და ყოველთვის იყოს ” მოწინავეთა რიგებში”.კათედრების წევრების დღევანდელი შეკრებაც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა , გავეცნოთ და შემდგომ მუშაობის დროს გამოვიყენოთ ქართველი თუ უცხოელი კოლეგების წარმატებული პრაქტიკა.საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ინიციატივით ჩატარებულ კონფერენციაში მონაწილეობდა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი – მაია გოგბერაშვილი, რომელმაც “მზეკაბანელ” კოლეგებთან გააკეთა პრეზენტაცია თემაზე – “დანიური სწავლების მეთოდოლოგიის დანერგვა საქართველოში და მიღწეული. შედეგების გაზირება” მუშაობის პროცესში აქტიურად იყო ჩართული ყველა მასწავლებელი. ძალიან ბევრი საინტერესო მოსაზრება გამოითქვა საპრეზენტაციო თემასთან დაკავშირებით, აღინიშნა,რომ ” მზეკაბანელებს” დიდი გამოცდილება აქვთ ინტერაქტიური მეთოდებით სწავლებისა,მაგრამ ეს არ უშლით ხელს, გაეცნონ სიახლეებს.პედაგოგებმა გამოთქვეს სურვილი, რომ მაისის ბოლოს სკოლაში მოეწყოს მოსწავლეთა მიერ შექმნილი სასწავლო რესურსების დიდი გამოფენა, რომელშიც მთელი სკოლა აქტიურად იქნება ჩართული.ჭირვეულმა მარტმა ვერც განწყობა შეცვალა და მუშაობის სურვილიც ვერ გაანელა. წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა, რომლებსაც აუცილებლად ” შევეჭიდებით”
-
პროფესიული განათლება საგანმანათლებლო სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი
April 12, 2024 Uncategorized
-
პროფესიული განათლება არის სახელობო განათლება, რომელიც ადამიანს ვაჭრობის, ხელოსნობისა თუ ტექნიკური ტიპის, ასევე სხვადასხვა სფეროში დამხმარე სამუშაოების შესასრულებლად ამზადებს.პროფესიული განათლება საგანმანათლებლო სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი მიღება შესაძლებელია საშუალო, საშუალოს შემდგომ და უმაღლეს სასწავლებლებში. იგი ამზადებს განათლებულ და მოქნილ მუშახელს, რომელსაც უმაღლეს განათლებასთან შედარებით, უფრო კარგად შეუძლია შრომითი ბაზრის არსებულ და მუდმივად ცვალებად საჭიროებებთან გამკლავება. პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულებს შეუძლიათ სერიოზული კონკურენცია გაუწიონ შრომით ბაზარზე უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებს, რაც ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა.სტუდენტებისა და მშობლებისთვის უმაღლესი განათლება უფრო მიმზიდველი არჩევანია, ვიდრე პროფესიული, რადგან საზოგადოების ერთ ნაწილს პროფესიული კოლეჯები წარუმატებელი მოსწავლეების თავშესაფრად წარმოუდგენია, რაც ბავშვების თვალსაწიერში პროფესიული განათლების მნიშვნელობას აკნინებს. პროფსასწავლებლები პრაგმატული ადამიანებისთვის არსებობს, რომელთაც სურთ სწავლა მოკლე დროში დაასრულონ და დასაქმდნენ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროფესიული განათლება უმაღლეს განათლებას უნდა დაუპირისპირდეს. პროფესიულ განათლებას თავისი ადგილი აქვს და არ არის გამორიცხული, რომ უმაღლეს განათლებაში ადამიანი პროფესიული განათლების გავლით მივიდეს, ჯერ პრაქტიკულ პროფესიას დაეუფლოს და შემდგომ, სურვილის მიხედვით, აკადემიური მიმართულებით, უმაღლესში ჩააბაროს ან პირიქით, ჯერ უმაღლესი განათლება მიიღოს და შემდეგ დაეუფლოს ახალ პროფესიას.სწორედ ამ მიზნით ,რომ მოსწავლეებს ეს ყველაფერი თავის თვალით ენახათ და დარწმუნებულიყვნენ პროფესიული განათლების საჭიროებაში, კერძო სკოლა „მზეკაბანი-2007“-ის მეცხრეკლასელები ( დამრიგებელი თეა სამხარაძე) ესტუმრნენ ქ.ზესტაფონში არსებულ სამშენებლო კოლეჯს „ კონსტეუქტორი-2“.მოსწავლეებს შესანიშნავი მასპინძლობა გაუწია კოლეჯის ადმინისტრაციამ . მათ წარმოგვიდგინეს პრეზენტაცია პროფორიენტაციის კუთხით, დეტალურად მოგვაწოდეს ინფორმაცია არსებული ფაკულტეტებისა და სხვადასხვა შესაძლებლობების შესახებ. მოსწავლეებს გაესაუბრნენ მოქმედი სტუდენტები , გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და მიაწოდეს რჩევები .მეცხრეკლასელებმა დაათვალიერეს კოლეჯის ბიბლიოთეკა, მოსასვენებელი და მიმდინარე პრაქტიკული სამუშაოების ოთახები. მათ ასევე დაათვალიერეს სტუდენტების ნამუშევრები და აუდიტორიები.ჩვენი მოსწავლეები კმაყოფილი დაბრუნდნენ შინ და მომდევნო გაკვეთილზე აუცილებლად გაუზიარებენ ერთმანეთს დღევანდელ შთაბეჭდილებებს.აღნიშნული აქტივობა განხორციელდა რუსულ ენაში ნასწავლი თემის საფუძველზე „ ყველა პროფესია საჭირო და მნიშვნელოვანია“.პედაგოგი დარეჯან ჭანტურიძე.IX კლასის დამრიგებელი თეა სამხარაძე+8ყველა რეაქცია:
21Aza Memanishvili, Maia Gogberashvili და 19 სხვა პიროვნება
-
მათემატიკური თამაში „ჯენგა“
April 12, 2024 Uncategorized
-
მათემატიკური თამაში „ჯენგა“ მეექვსეკლასელ „მზეკაბანელებთან“ ( პედაგოგი ინგა გაბრიჭიძე)” მზეკაბანის” პედაგოგები კარგა ხანია თანამშრომლობენ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებთან. სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივითა და ორგანიზებით ტარდება ერთობლივი სასწავლო ტრენინგები, მასწავლებელთა კონფერენციები, რომელთა მიზანი პედაგოგთა განვითარება და პრაქტიკის ურთიერთგაზიარება გახლავთ . თამაში “ჯენგა” საკუთარი პრაქტიკიდან კონფერენცია “ნინე 2024- ზე” წარმოადგინა ზედა საზანოს საჯარო სკოლის მათემატიკის წამყვანმა პედაგოგმა ქალბატონმა მადონა ჭანტურიძემ და იგი წარმატებულად განახორციელეს დღეს “მზეკაბანში”.მათემატიკური თამაშით „ჯენგა“ მოსწავლეები სწავლობენ მოთმინებისა და წარმოსახვის განვითარების ღირებულ უნარებს, იგი ამავე დროს მოითხოვს ხელისა და თვალის კოორდინაციას.თამაშს დროს კლასი დაყოფილი იყო ოთხ ჯგუფად. კოშკურიდან გამოღებულ მართკუთხა პარალელეპიპედის ნომრის შესაბამისი ბარათი ეძლეოდა ჯგუფს. სწორად გაცემულ პასუხზე ეწერებოდათ იმდენი ქულა, რაც იყო ბარათის ნომერი, არასწორი პასუხის შემთხვევაში აკლდებოდათ იგივე ქულა. დაგროვებული ქულების ჯამის მიხედვით გამოვლინდა გამარჯვებული ჯგუფი. თამაში მიმდინარეობდა ინტერესითა და ხალისით.თამაშ-კონკურსს აფასებდა ჟიური: ქალბატონი თეა სამხარაძე მეათეკლასელ მოსწავლეებთან ერთად. დიდი მადლობა მათ გვერდით დგომისათვის.და ბოლოს, მადლობა ქალბატონ ინგას ასეთი საინტერესო,სახალისო და შემეცნებითი აქტივობისათვის.
-
STEM საგნების ოლიმპიადა
January 22, 2024 Uncategorized
-
დღეს, 19 იანვარს, კომაროვის სკოლის ორგანიზებით, სეუ – ში ტარდება STEM საგნების ოლიმპიადის პირველი ტური რომელშიც ჩართულია 179 სკოლის გუნდი, მათ შორის ” მზეკაბანი 2007- ისა” და ღვანკითის საჯარო სკოლის გუნდები .წარმატებები მათ.გუნდი ” მზეკაბანი” :1. ლიკა გურული ( მე-9 კლ. მათემატიკა)2. ივა კვახაჯელიძე ( მე-9 კლ. მათემატიკა)3. ბექა შუღლაძე. (მე-9 კლ. მათემატიკა)4 გიორგი საყვარელიძე .( მე 11 კლ. ფიზიკა)5. ვლად ჭანტურიძე ( მე- 11 კლ. ფიზიკა)6. საბა კვახაჯელიძე ( მე11 კლ. ინფორმატიკა)პედაგოგები : დავით არაბიძე და დავით ჩუბინიძე.ჯგუფის მენტორი – თეა დოლაკიძე.წარმატებები მათ! წარმატებას ვუსურვებთ ღვანკითის საჯარო სკოლის გუნდს ( პედაგოგი ეთერ ტურავა)ტრანსპორტირებისა და ყველანაირი მხარდაჭერისათვის მადლობა საუკეთესო მერს – მანუჩარ რობაქიძეს.
-
Მედიაწიგნიერების კვირეული
January 22, 2024 Uncategorized
-
Მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში კერძო სკოლა”მზეკაბანი -2007″ აქტიურად იყო ჩართული.20 წელზე მეტია, გაეროს გადაწყვეტილებით, ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს აღინიშნება. საქართველოს გამორჩეული ადგილი უკავია ეთნიკური, რელიგიური თუ კულტურული მრავალფეროვნების თვალსაზრისით და გააჩნია ტოლერანტულ გარემოში მშვიდობიანი თანაცხოვრების უნიკალური, მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია.დღეს ჩვენი ამოცანაა გავამყაროთ ეს ტრადიცია და ამ საფუძველზე დავაშენოთ მომავალი, სადაც ყველა მოქალაქე, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, თანასწორია და ჩართულია ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში.ამ მიზნით, სკოლაში მოეწყო სხვადასხვა აქტივობა მე-5 , მე – 6 და მე-7 კლასების მოსწავლეთა თანამონაწილეობით..გარდა იმისა,რომ აღნიშნული კლასები აქტიურად იყვნენ ჩართული არაფორმალურ აქტივობებში, მათ მიიღეს მრავალმხრივი ცოდნა თემასთან დაკავშირებით.მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულში „ მედიაწიგნიერების დღე სკოლებში“ მონაწილეობისათვის ჩვენს სკოლას გადაეცა სერტიფიკატი ,ხოლო V/ VI / VII კლასების მოსწავლეებსა და მათ ხელმძღვანელებს ( ელენე კუტივაძე და დარეჯან ჭანტურიძე) სიმბოლური საჩუქარი .მადლობა მოსწავლეებსა და პედაგოგებს კვირეულში აქტიური ჩართულობისათვის.