Category Uncategorized
-
” მხიარული მათემატიკა”
June 3, 2023 Uncategorized
-
“მათემატიკა რომ საგანთა დედოფალია “, ეს კარგად ვიცით ” მზეკაბანში” , მაგრამ ამაში კიდევ ერთხელ ისე ლამაზად, ფერადად, მუსიკალურად, მხიარულად დაგვარწმუნეს პატარებმა და მათმა პედაგოგმა – ლია ნიკოლაძემ.სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება. მოსწავლეებსა და პედაგოგებს ” ცოდნის მოსავალი” ექნებათ “ასაღები”. პირველკლასელთა “შემოდგომა” ნამდვილად ბარაქიანი გახლავთ, ამაში დღევანდელმა გაკვეთილმა ნამდვილად დაგვარწმუნა!მადლობა, ლია მასწავლებელო, თავდაუზოგავი შრომისთვის! გარჯას ყოველთვის აქვს შედეგი, თქვენგან ჩაგდებული კეთილი მარცვალი უკან ათგზის დაგიბრუნდებათ!
-
მსოფლიოს ცნობილი ღირსშესანიშნეობანი
June 3, 2023 Uncategorized
-
ამ თემაზე მუშაობდნენ მეათეკლასელი “მზეკაბანელები” ინგლისური ენის გაკვეთილზე ( პედაგოგი ნანა სვანიძე)ყველა გამომსვლელმა წარმოადგინა თითო ღირსშესანიშნაობა, გააკეთა პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე და შემდეგ ყველაფერი ეს წარმოადგინეს პლაკატის სახით. წარმატებები ახალგაზრდებო! საქართველოს ნამდვილად სჭირდება ერუდირებული, მიზანდასახული, შრომისმოყვარე თაობა, რამეთუ თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი ხართ!
-
” ჩვენ ვსწავლობთ უკონფლიქტო ცხოვრებას”
June 3, 2023 Uncategorized
-
მესამე კლასში მე და საზოგადოების გაკვეთილი – ” ჩვენ ვსწავლობთ უკონფლიქტო ცხოვრებას” ( პედაგოგი ელენე კუტივაძე) ჩაატარეს მერვეკლასელმა მოსწავლეებმა – ანასტასია ქოჩიაშვილმა და მარიამ კირკიტაძემ. გაკვეთილი მეტად საინტერესოდ წარიმართა, გოგონებმა წინასწარ გაამზადეს სხვადასხვა რესურსი, ფორმატებზე მათ პატარებს დააწერინეს, რასთან ასოცირდებოდა მათთვის სიტყვა ” კონფლიქტი” და “ძალადობა”. შემდეგი აქტივობა გახლდათ დისკუსია, მესამეკლასელებმა იმსჯელეს, იყვნენ თუ არა თავად კონფლიქტურები. შემდეგ კი სხვადასხვა ფერის ფურცელზე დაახასიათეს კონფლიქტური და უკონფლიქტო ადამიანი.ბოლოს კი გამოთქვეს სურვილი, იყვნენ უკონფლიქტონი, რადგან თითოეულ მათგანს მოსწონს მშვიდი ცხოვრება.
-
კონკურსი -“ვინ უფრო მეტი სიტყვა იცის?”
June 3, 2023 Uncategorized
-
VI კლასში რომელსაც ბევრი რამ აინტერესებს და სიახლეები მოსწონს. 26 აპრილს ლექსიკური მარაგის გამდიდრებისა და უცხო სიტყვების დამახსოვრების მიზნით, ჩატარდა კონკურსი -“ვინ უფრო მეტი სიტყვა იცის?”. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები მუშაობდნენ ჯგუფურად, თითოეული მათგანი გრძნობდა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას ჯგუფის მიმართ .ისინი ეხმარებოდნენ ერთმანეთს და ღირსეულ კონკურენციას უწევდნენ ე.წ. “მოწინააღმდეგე”გუნდებს.ძალიან მნიშვნელოვანი იყო მთელი კლასის ჩართულობა და საკუთარი ჯგუფის წარმატებაზე ზრუნვა. (საგანი _რუსული ენა ,პედაგოგი-დარეჯან ჭანტურიძე)
-
მსოფლიოს ცნობილი ღირსშესანიშნეობანი
May 5, 2023 Uncategorized
-
ამ თემაზე მუშაობდნენ მეათეკლასელი “მზეკაბანელები” ინგლისური ენის გაკვეთილზე ( პედაგოგი ნანა სვანიძე)ყველა გამომსვლელმა წარმოადგინა თითო ღირსშესანიშნაობა, გააკეთა პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე და შემდეგ ყველაფერი ეს წარმოადგინეს პლაკატის სახით. წარმატებები ახალგაზრდებო! საქართველოს ნამდვილად სჭირდება ერუდირებული, მიზანდასახული, შრომისმოყვარე თაობა, რამეთუ თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი ხართ!
-
„ ბედნიერება“
May 5, 2023 Uncategorized
-
ალბათ, ხშირად დაფიქრებულხართ, თუ როგორია ბედნიერება ,როგორ გამოიყურება ,რა ფერისაა ან რაში მდგომარეობს მისი არსი? დღეს, მზეკაბანელი VI კლასელები შეეცადნენ ,ესაუბრათ ბედნიერების შესახებ. ამის საფუძველი კი გახდა ჩვენი სკოლის სტუმრის , რუსული ენის მასწავლებლის , სოფელ სიქთარვის მკვიდრის, ქალბატონ ნატალია კვატაიას მიერ დაწერილი ზღაპარი- „ ბედნიერება“. მის მონათხრობში ზღაპარი მზესავით მბრწყინავი და სამოთხესავით მშვიდია. მეექვსე კლასის მოსწავლეები დიდი ყურადღებითა და ინტერესით უსმენდნენ სანდომიან ქალბატონს ,რომელმაც მოუთხრო მათ ბედნიერების მოპოვების გზების შესახებ . შეხვედრა ჩატარდა სკოლის ლამაზ ბიბლიოთეკაში როგორც უცხოურ ,ისე მშობლიურ ენებზე . მოსწავლეეებმა გაიხსენეს რუსულ ენაში ნასწავლი ზღაპრებიც და მათი პერსონაჟებიც. ბავშვებმა გაგვანდეს, რომ მათთვის ბედნიერება ოჯახისა და მეგობრების კარგად ყოფნას ნიშნავს. სასიხარულოა,რომ ამ ასაკში ისინი ასე მსჯელობენ და სწორად ესმით ბედნიერების არსი !მომავალში დაიგეგმა ხელნაკეთი წიგნის დამზადება ამ ზღაპრის მიხედვით ,რომლის ილუსტრატორებიც და კალიგრაფისტებიც თავად ბავშვები იქნებიან.დიდი მადლობა მეექვსე კლასს, ქალბატონ ნატალია კვატაიასა და დარინა მასწავლებელს საინტერესო დღისთვის.
-
მე და საზოგადოების გაკვეთილი – ” ჩვენ ვსწავლობთ უკონფლიქტო ცხოვრებას”
May 5, 2023 Uncategorized
-
მესამე კლასში მე და საზოგადოების გაკვეთილი – ” ჩვენ ვსწავლობთ უკონფლიქტო ცხოვრებას” ( პედაგოგი ელენე კუტივაძე) ჩაატარეს მერვეკლასელმა მოსწავლეებმა – ანასტასია ქოჩიაშვილმა და მარიამ კირკიტაძემ. გაკვეთილი მეტად საინტერესოდ წარიმართა, გოგონებმა წინასწარ გაამზადეს სხვადასხვა რესურსი, ფორმატებზე მათ პატარებს დააწერინეს, რასთან ასოცირდებოდა მათთვის სიტყვა ” კონფლიქტი” და “ძალადობა”. შემდეგი აქტივობა გახლდათ დისკუსია, მესამეკლასელებმა იმსჯელეს, იყვნენ თუ არა თავად კონფლიქტურები. შემდეგ კი სხვადასხვა ფერის ფურცელზე დაახასიათეს კონფლიქტური და უკონფლიქტო ადამიანი.ბოლოს კი გამოთქვეს სურვილი, იყვნენ უკონფლიქტონი, რადგან თითოეულ მათგანს მოსწონს მშვიდი ცხოვრება.
-
“ვინ უფრო მეტი სიტყვა იცის?”
May 5, 2023 Uncategorized
-
VI კლასში რომელსაც ბევრი რამ აინტერესებს და სიახლეები მოსწონს. 26 აპრილს ლექსიკური მარაგის გამდიდრებისა და უცხო სიტყვების დამახსოვრების მიზნით, ჩატარდა კონკურსი -“ვინ უფრო მეტი სიტყვა იცის?”. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები მუშაობდნენ ჯგუფურად, თითოეული მათგანი გრძნობდა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას ჯგუფის მიმართ .ისინი ეხმარებოდნენ ერთმანეთს და ღირსეულ კონკურენციას უწევდნენ ე.წ. “მოწინააღმდეგე”გუნდებს.ძალიან მნიშვნელოვანი იყო მთელი კლასის ჩართულობა და საკუთარი ჯგუფის წარმატებაზე ზრუნვა. (საგანი _რუსული ენა, პედაგოგი-დარეჯან ჭანტურიძე)
-
კომპლექსური დავალების პრეზენტაცია ფიზიკაში
May 5, 2023 Uncategorized
-
კომპლექსური დავალების პრეზენტაცია ფიზიკაში (პედაგოგი ნინო გვენეტაძე)” ბარომეტრით წნევის გაზომვა”მოსწავლეებმა დაამზადეს ბარომეტრი და გაზომეს წნევა.წარმატებები ნინო მასწავლებელს და მეშვიდეკლასელ ” მზეკაბანელებს!”
-
” მოდი, ვიმეგობროთ”
May 5, 2023 Uncategorized
-
2023 წლის 21 აპრილს “მზეკაბანი -2007″-ის მეექვსე კლასში ზეპირი მეტყველების განვითარების მიზნით გათამაშდა როლური სიტუაცია ” მოდი,ვიმეგობროთ”. განხორციელებული აქტივობა სრულად პასუხობდა შესწავლილ თემას ” ქვეყნები და ეროვნებები “.მოსწავლეებმა განასახიერეს ინგლისელი , იტალიელი, ტაილანდელი, უკრაინელი ,ინდოელი და სხვა ეროვნების თანატოლები, რომლებიც საუბრობდნენ სამიზნე ენაზე.საგანი-რუსული ენაპედაგოგი -დარეჯან ჭანტურიძე