Category Uncategorized
-
პროექტი ,,წიგნის მოყვარული“
November 10, 2022 Uncategorized
-
სტუმრად “მზეკაბანში”პროექტის ” წიგნის მოყვარული” ფარგლებშისაინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა დღეს შეხვედრა მესამე-მეოთხე კლასელებისათვის პროექტის ,,წიგნის მოყვარული“ ფარგლებში.ბავშვებს მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის პედაგოგი ნათია გამყრელიძე სტუმრობდა, რომელმაც თერჯოლის მკვიდრის, ახალგაზრდა მწერალ გელუკა ბუიღლიშვილის წიგნიდან ,,საჭორეთიდან მოფრენილი ფურცლები“ ზღაპრები წაუკითხა პატარებს და მწერალზე ბევრი ესაუბრა. საჭორეთის ბინადართა სახალისო ისტორიებმა პატარა მსმენელებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. სინიორა ენატანიას, ფრანჩესკო ტრაბახას, დომენიკო ჩაქუჩასა თუ მწერალ პაოლოს ცხოვრებასა და საქმიანობას ბავშვები ყურადღებით უსმენდნენ და თავიანთ აზრებს თავისუფლად გამოხატავდნენ. ამის შემდეგ ბავშვებმა სპექტაკლიდან ,,საჭორეთი და საჭორეთლები“ (რომელიც 2012 წელს დაიდგა) დასკვნითი სცენა ნახეს. დასასრულს სტუმარმა მადლობა გადაუხადა სკოლის დირექციას ამ შესაძლებლობისა და ასეთ მნიშვნელოვან პროექტში ჩართულობისათვის. პატარა მსმენელები კი აქტიურობისათვის სამახსოვრო საჩუქრებით გაახარა, ხოლო სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გელუკას წიგნი გადასცა.ბავშვებმა სტუმრისგან ძალიან საინტერესო დავალებაც მიიღეს: წაიკითხონ დანარჩენი ზღაპრები ნაჩუქარი წიგნიდან და შეავსონ სათანადო ანკეტები, რომლებიც სპეციალურად მათთვის იყო შედგენილი. მადლობა ქალბატონ ნათიას საოცარი დღის ჩუქებისთვის.
-
დისკუსია თემაზე – ” უნდა ამოეღო თუ არა იუნესკოს ბაგრატის ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან?”.
November 9, 2022 Uncategorized
-
დღეს, 9 ნოემბერს, მეთერთმეტეკლასელ ” მზეკაბანელებთან” გაიმართა დისკუსია თემაზე – ” უნდა ამოეღო თუ არა იუნესკოს ბაგრატის ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან?”.( გეოგრაფიის პედაგოგი ნორა ჩუბინიძე).გაკვეთილი იყო პრობლემაზე ორიენტირებული, აქტივობებით დატვირთული., რომელმაც აჩვენა , რომ მოსწავლეებმა მიზანს მიაღწიეს. მათ წინარე ცოდნა დაუკავშირეს განსახილველ თემას და იმსჯელეს იმ ფუნქციებზე, რაც იუნესკოს აკისრია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში. დისკუსიის შედეგად აზრი ორად გაიყო. მოსწავლეთა ნაწილი დაეთანხმა მიღებულ გადაწყვეტილებას, ნაწილმა კი ბაგრატის ტაძრის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღება გააპროტესტა და თავიანთი მოსაზრებები არგუმენტირებულად დაასაბუთა.მიუხედავად ფასილიტატორის მცდელობისა, ერთიანი აზრის შეჯერება ვერ მოხერხდა, თუმცა გაკვეთილი ძალიან კარგი გამოვიდა.
-
სტუმრად მშობლიურ სკოლაში
November 9, 2022 Uncategorized
-
მშფოთვარე და დაძაბულმა ყოფამ სამყაროს სიმშვიდე დაუკარგა და ადამიანების ცხოვრება ნორმალური კალაპოტიდან ამოაგდო. ბევრს გაუჭირდა საკუთარი ემოციების მართვა, რის გამოც შედეგი ნამდვილად არაა სახარბიელო. ირგვლივ თითქოს ყველაფერმა ფერადოვნება დაკარგა, გაქრა გულიანი ღიმილი და სიხარულით გაცისკროვნებული სახეები. ამ დროს ბავშვები ყველაზე მეტად ზარალდებიან .ამიტომაც მათ განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდებათ. სწორედ ამიტომ სკოლაში ყოველთვის სასურველი სტუმარი გახლავთ “მზეკაბანის ” კურსდამთავრებული, ფსიქოლოგი ანა ქოჩიაშვილი, რომელიც შეხვდა მოსწავლეებს და ძალზე აქტუალურ და მათთვის საინტერესო თემაზე წარმოადგინა პრეზენტაცია – “ემოცია და მისი გავლენა ადამიანებზე”.შეხვედრამ თბილ ატმოსფეროში ჩაიარა. სტუმარმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის დადგეს საყვარელი სკოლის გვერდით!მადლობა ანას და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც!
-
ცხოვრების ჯანსაღი წესი ” მზეკაბანელთა” უმნიშვნელოვანესი საზრუნავი.
November 4, 2022 Uncategorized
-
ეს საკითხი ყოველთვის იყო და კვლავაც იქნება პრიორიტეტული კლასის ხელმძღვანელთა სამუშაო გეგმაში. ამ თემას მიეძღვნა დღეს პროექტის პრეზენტაცია მერვე და მეშვიდეკლასელ” მზეკაბანელებთან” ( დამრიგებლები – ქეთევან ზარნაძე და ხათუნა კლდიაშვილი)მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ; ისაუბრეს მავნე ჩვევებზე, მათ შორის, თამბაქოს უარყოფით მხარეებზე; ნახეს დოკუმენტური ფილმი – “პროფესორ ჟდანოვის სიმართლე თამბაქოს შესახებ” და შემდგომ იმსჯელეს მასში დასმული პრობლემის შესახებ.არც ერთი შეკითხვა არ დარჩენილა პასუხგაუცემელი.საბოლოოდ, ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი უნდა გახდეს მათი ყოველდღიურობა, ისევ მათი კეთილდღეობისათვის.წარმატებული და ჯანსაღი მომავალი ვუსურვოთ ახალგაზრდებს!
-
კომპლექსური დავალება უცხო ენის გაკვეთილზე
November 3, 2022 Uncategorized
-
მუდამ კრეატიული დარეჯან მასწავლებელი და მისი მეცხრეკლასელი შეგირდები“მზეკანი-2007-“ის მეცხრე კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების ფარგლებში (თემა ” მოგზაურობა და შთაბეჭდილებები “)უცხო ენის გაკვეთილზე შექმნეს ტურისტებისათვის ბუკლეტები, რომლებშიც შეიტანეს ინფორმაცია საქართველოს ღირშესანიშნავი და ისტორიული ადგილების შესახებ .მოსწავლეებმა თემასთან მიმართებაში გამოავლინეს როგორც შემოქმედებითი,ისე ნასწავლი ლექსიკურ-გრამატიკული კონსტრუქციების სწორად გამოყენების უნარი. ბუკლეტების შექმნის შემდეგ მათ კლასის წინაშე წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები. ( მასწავლებელი დ.ჭანტურიძე).
-
October 31, 2022 Uncategorized
-
კომპლექსური დავალება ფიზიკაში. VIII კლასი. ,,ენერგია. ენერგიის გარდაქმნა”.
-
October 29, 2022 Uncategorized
-
ვულოცავთ მეთეთმეტეკლასელ მოსწავლეს – ვახო პატარიძეს – ინტელექტუალურ პროექტ – ეტალონში მესამე საპრიზო ადგილის დაკავებას!!
მეტი -
არა ბულინგს!
October 29, 2022 Uncategorized
-
ამ თემაზე ჩატარდა პრეზენტაცია მეხუთე კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე. ( პედაგოგი ქეთევან კირკიტაძე)დიდი ხნის განმავლობაში ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები ძირითადად ძალადობის უკვე მომხდარ შემთხვევებზე რეაგირებით შემოიფარგლებოდა. დღეს, მეცნიერული კვლევების სარწმუნო მონაცემებზე დაყრდნობით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბავშვზე ძალადობის ნებისმიერი ფორმის აღკვეთა შესაძლებელია მანამ, სანამ ის მოხდება.მეხუთეკლასელმა “მზეკაბანელებმა”შეისწავლეს არჩილ სულაკაურის მოთხრობა “ბიჭი და ძაღლი”,სადაც მძაფრად იგრძნობა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგი.მოსწავლეებმა წარმოადგინეს თვალსაჩინო პრეზენტაციები “არა ბულინგს!”, “როგორ დავაღწიოთ თავი ძალადობას” პატარებმა დიდი ყურადღებით მოისმინეს უფროსი მეგობრის,მეთერთმეტეკლასელი მარიამ პერანიძის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია ბულინგის თემაზე. გაიმართა დისკუსია,რომელშიც კლასის ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული.
-
კომპლექსური დავალება – “მოსახლეობის ინტერნეტიზაცია”
October 28, 2022 Uncategorized
-
კომპლექსური დავალების – “მოსახლეობის ინტერნეტიზაცის” ( მათემატიკისა და ბუნებისნცოდნეობის ინტეგრირებით, პედაგოგები ინგა გაბრიჭიძე და ნორა ჩუბინიძე) პრეზენტაცია მეხუთე კლასში.ამ დავალების შესასრულებლად კლასი თითქმის მთელი თვე მუშაობდა, რომელშიც ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული.დავალების პირობა იყო , რომ მოეძებნათ ინფორმაცია მოსახლეობის მიხედვით მსოფლიოს უდიდესი 10 ქვეყნის შესახებ. კომპლექსური დავალება ითვალისწინებდა მრავალნიშნა ნატურალური რიცხვების ჩაწერასა და წაკითხვას, ასევე ამ მრავალნიშნა რიცხვების შედარებას, დალაგებას, დამრგვალებას მითითებულ თანრიგამდე და მოქმედებების შესრულებას. ( შეკრება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა)მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია და სლაიდების საშუალებით წარმოადგინეს მოკლე ცნობები მსოფლიოს უდიდესი 10 ქვეყნის შესახებ -მათი მდებარეობის, კულტურის, ეროვნული სიმბოლოების ( გერბი, დროშა) ვალუტის, ღირსშესანიშნაობებისა და ტრადიციების შესახებ.პრეზენტაციამ წარმატებულად ჩაიარა ძალიან ლამაზ და საინტერესო გარემოში.წარმატებები ქალბატონ ნორასა და ინგას თავიანთ შეგირდებთან ერთად!
-
კომპლექსური დავალება – “თეატრი ჩვენს ცხოვრებაში”
October 28, 2022 Uncategorized
-
კომპლექსური დავალების – “თეატრი ჩვენს ცხოვრებაში” – შემაჯამებელი საფეხური მეოთხეკლასელ ” მზეკაბანელებთან. ( საგანი – მე და საზოგადოება. პედაგოგი – ელენე კუტივაძე)ორ კვირაზე მეტია, მეოთხეკლასელები აქტიურად იყვნენ ჩართულები ზემოაღნიშნული დავალების ყველა საფეხურზე. ამ ხნის განმავლობაში ისინი ეტაპობრივად გაეცნენ თეატრის ისტორიას; თუ როგორ იდგმებოდა წარსულში სასცენო წარმოდგენები, ასევე მათ შეისწავლეს თეატრში მოქცევის წესები, ნახეს რამდენიმე სპექტაკლი თანატოლების მონაწილეობით. (“კონკია”, ” დედობილი”). ამის შემდგომ შეარჩიეს ყველა ბავშვისათვის საყვარელი ზღაპარი – ” წითელქუდა” , რომლის მიხედვითაც უნდა დაედგათ თოჯინების სპექტაკლი.მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს დეკორაციები, დაამზადეს პერსონაჟები და მოირგეს მათი როლები. დანარჩენს ფოტო მასალა გადმოგცემთ.