-
„თორნიკე ერისთავი“
June 10, 2022 Uncategorized
-
8 ივნისს „მზეკაბანი 2007-ის“ VII კლასელებმა ( პედაგოგი მანანა წერეთელი) არაჩვეულებრივად წარმოადგინეს სცენები აკაკი წერეთლის გენიალური ისტორიული პოემიდან „თორნიკე ერისთავი“. ასევე მსმენელს მიაწოდეს ვრცელი ინფორმაცია ათონის ივერთა ღვთისმშობლის მონასტრისა და სასწაულმოქმედი ივერიის ღვთისმშობლის შესახებ. მათ გაითავისეს ის ეროვნულ-სარწმუნოებრივი სულისკვეთება, რომელიც სასიცოცხლო ძალას აძლევდა ჩვენს მონასტრებს სამშობლოსა თუ იცხო ქვეყნების მიწაზე.ისტორიული ფაქტის ულამაზესი ფორმით წარადგენაში მათ მიერ წრფელი გულით ანთებულმა სანთლებმა შემოიტანეს და გააცოცხლეს ის საოცარი სულისკვეთება, პატრიოტიზმი თუ ჰუმანიზმი, ასე რომ ენეტრება ქართველს დღეს.მადლობა VII კლასის მოსწავლეებს: ლიკა გურულს,ივა კვახაჯელიძეს, დავით გაპონენკოს, ბარბარე მაჭარაშვილს, ლევან კირკიტაძეს, ბექა შუღლაძეს, ლაშა არაბიძეს, ანასტასია ქოჩიაშვილს, ნიკოლოზ რობაქიძეს, ნიკოლოზ კლდიაშვილს,ლუკა ობოლაძეს, ლუკა ნამგალაძეს, გოგა გეწაძეს ამ მშვენიერი ღონისძიებისათვის, რომელიც მიეძღვნა ქალბატონ ნინელი გვენეტაძის ნათელ ხსოვნას.
Leave a reply