-
საიდან იღებს სათავეს ” იავნანა”?
June 10, 2022 Uncategorized
-
ამ თემაზე წარმოადგინეს პრეზენტაცია მეხუთეკლასელმა ” მზეკაბანელებმა” ქართული ლიტერატურის გაკვეთილზე ( პედაგოგი ქეთევან კირკიტაძე)დღესაც ბევრი დედა თავის პატარას ” იავნანათი” ზრდის. სიმღერას გაუცნობიერებლად ღიღინებს, თუმცა , შეიძლება, არც კი იცოდეს, რომ ამ ძილისპირულს სინამდვილეში საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა და საუკუნეების განმავლობაში სხვა დატვირთვით სრულდებოდა.მეხუთეკლასელები ფილმ ” იავნანას ” ნახვის შემდეგ დაინტერესდნენ “ბატონების” ეპიზოდით , მასთან დაკავშირებული რიტუალით და სწორედ ამან განაპირობა წარმოდგენილი პრეზენტაციაცმართა ნეფარიძემ შესასრულა უძველესი სვანური ” იავნანა, ” რომელსაც დედები მხოლოდ ვაჟებს უმღეროდნენ გოგონებმა აუდიტორიას გააცნეს უძველესი შელოცვები, ვაჟებმა კი დედებს მიუძღვნეს ლექსები. დარბაზის ოვაციები დაიმსახურა ნიკოლოზ კუპატაძის მიერ ემოციურად წაკითხულმა ლექსმა , რომლითაც ის საზღვარგარეთ მყოფ თავის დედიკოს შეეხმიანა”.პატარებმა გაკვეთილის ბოლოს შეასრულეს მზის პირველი საგალობელი – ” მზე შინა”. ( მუსიკის პედაგოგი გულთამზე კუბლაშვილი)სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება.წარმატებული ფინიში გვინდა ვუსურვოთ მეხუთეკლასელებსა და მათ პედაგოგ ქეთევან კირკიტაძეს!
Leave a reply