ქართველ რომანტიკოსთა შემოქმედება მსოფლიო რომანტიზმის ფონზე

XI კლასელმა “მზეკაბანელებმა” ( მასწავლებელი მანანა წერეთელი) სიღრმისეულად , მრავალფეროვანი სლაიდების, ორიგინალური ლიტერატურისა და მუსიკის თანხლებით წარმოადგინეს ქართველ რომანტიკოსთა შემოქმედება მსოფლიო რომანტიზმის ფონზე.
მათი პრეზენტაცია იყო ძალზე საინტერესო, ღრმად გააზრებული და ემოციური. მოსწავლეებმა პარალელები გაავლეს ევროპელი და ამერიკელი პოეტების შემოქმედებასთან და გაანალიზეს ის მსგავსება-განსხვავებანი,რაც ახასიათებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში რომანტიზმს, როგორც უმნიშვნელოვანეს მიმდინარეობას ხელოვნებასა და ლიტერატურაში.
მათ კიდევ ერთი ლამაზი, ექსპრესიული და საინტერესო დღე შესძინეს თავიან სასკოლო ბიოგრაფიას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *