მინი კვლევის შეჯამება

October 22, 2022 Uncategorized  No comments

შპს “მზეკაბანი 2007-ის” VIII კლასის მოსწავლეებმა
( მასწავლებელი მანანა წერეთელი) შეაჯამეს თავიანთი მინიკვლევა ხალხური ბალადის “ლექსი ვეფხისა და მოყმისა” ვარიანტებთან დაკავშრებით.
მათ წინასწარ გაიარეს რამდენიმე მოსამზადებელი ეტაპი. მოიძიეს ვარიანტები და შეადარეს ერთმანეთს აკ.შანიძისა და ვახტანგ კოტეტიშვილის მიერ მოკვლეული ტექსტები.
ასევე მოისმინეს მსახიობ უშანგი ჩხეიძის მიერ წაკითხული და მომღერალ ილია ზაქაიძის მიერ შესრულებული სიმღერის ტექსტები და იმსჯელეს მათ შესახებ.მათ ღრმად გაანალიზეს ტექსტებს შორის მსგავსება- განსხვავებანი, ეფექტურად გამოიყენეს სლაიდები, საინტერესო მასალები. იმუშავეს ჯგუფებში და მასალა წარმოადგინეს სიღრმისეულად და საინტერესოდ.
ამ კომპლექსური დავალების საშუალებით მათ განიმტკიცეს კვლევის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, არგუმენტირებული მსჯელობისა და ურთიერთთანამშრომლობის უნარები.

Leave a reply

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

8 + 1 =