ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულსა და მათემატიკაში მეორეკლასელ ” მზეკაბანელებთან”.

თავისი 15 წლიანი ისტორიის განმავლობაში “მზეკაბანში” ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ გადადგა პედაგოგიური მოღვაწეობის პირველი ნაბიჯები და ჩამოყალიბდა პროფესიონალად… ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება. გვსურს, წარმოგიდგინოთ ორი დამწყები პედაგოგი – მარიამ აბესაძე და ანი სახელაშვილი. ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულნი. ისინი მეორე წელია, სრულფასოვანი ” მზეკაბანელები” არიან.

დღეს, 24 ოქტომბერს, მათ ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარეს ქართულსა ( პედაგოგი მარიამ აბესაძე) და მათემატიკაში ( პედაგოგი ანი სახელაშვილი). მოსწავლეებმა გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით “შექმნეს ” ქართული ანბანის ყველა ასო და ძალიან ლამაზი რესურსები დაამზადეს.

წარმატებები მარიამსა და ანის პატარებთან ერთად! მრავალი ღირსეული თაობა აღგეზარდოთ!

 

 

 

 

 

 

One thought on “ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულსა და მათემატიკაში მეორეკლასელ ” მზეკაბანელებთან”.

  1. mzek@b@ni ამბობს:

    წარმატებები გოგონებო!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *