-
„ ბედნიერება“
May 5, 2023 Uncategorized
-
ალბათ, ხშირად დაფიქრებულხართ, თუ როგორია ბედნიერება ,როგორ გამოიყურება ,რა ფერისაა ან რაში მდგომარეობს მისი არსი? დღეს, მზეკაბანელი VI კლასელები შეეცადნენ ,ესაუბრათ ბედნიერების შესახებ. ამის საფუძველი კი გახდა ჩვენი სკოლის სტუმრის , რუსული ენის მასწავლებლის , სოფელ სიქთარვის მკვიდრის, ქალბატონ ნატალია კვატაიას მიერ დაწერილი ზღაპარი- „ ბედნიერება“. მის მონათხრობში ზღაპარი მზესავით მბრწყინავი და სამოთხესავით მშვიდია. მეექვსე კლასის მოსწავლეები დიდი ყურადღებითა და ინტერესით უსმენდნენ სანდომიან ქალბატონს ,რომელმაც მოუთხრო მათ ბედნიერების მოპოვების გზების შესახებ . შეხვედრა ჩატარდა სკოლის ლამაზ ბიბლიოთეკაში როგორც უცხოურ ,ისე მშობლიურ ენებზე . მოსწავლეეებმა გაიხსენეს რუსულ ენაში ნასწავლი ზღაპრებიც და მათი პერსონაჟებიც. ბავშვებმა გაგვანდეს, რომ მათთვის ბედნიერება ოჯახისა და მეგობრების კარგად ყოფნას ნიშნავს. სასიხარულოა,რომ ამ ასაკში ისინი ასე მსჯელობენ და სწორად ესმით ბედნიერების არსი !მომავალში დაიგეგმა ხელნაკეთი წიგნის დამზადება ამ ზღაპრის მიხედვით ,რომლის ილუსტრატორებიც და კალიგრაფისტებიც თავად ბავშვები იქნებიან.დიდი მადლობა მეექვსე კლასს, ქალბატონ ნატალია კვატაიასა და დარინა მასწავლებელს საინტერესო დღისთვის.
Leave a reply