-
” ჩვენ ვსწავლობთ უკონფლიქტო ცხოვრებას”
June 3, 2023 Uncategorized
-
მესამე კლასში მე და საზოგადოების გაკვეთილი – ” ჩვენ ვსწავლობთ უკონფლიქტო ცხოვრებას” ( პედაგოგი ელენე კუტივაძე) ჩაატარეს მერვეკლასელმა მოსწავლეებმა – ანასტასია ქოჩიაშვილმა და მარიამ კირკიტაძემ. გაკვეთილი მეტად საინტერესოდ წარიმართა, გოგონებმა წინასწარ გაამზადეს სხვადასხვა რესურსი, ფორმატებზე მათ პატარებს დააწერინეს, რასთან ასოცირდებოდა მათთვის სიტყვა ” კონფლიქტი” და “ძალადობა”. შემდეგი აქტივობა გახლდათ დისკუსია, მესამეკლასელებმა იმსჯელეს, იყვნენ თუ არა თავად კონფლიქტურები. შემდეგ კი სხვადასხვა ფერის ფურცელზე დაახასიათეს კონფლიქტური და უკონფლიქტო ადამიანი.ბოლოს კი გამოთქვეს სურვილი, იყვნენ უკონფლიქტონი, რადგან თითოეულ მათგანს მოსწონს მშვიდი ცხოვრება.
Leave a reply