-
კომპლექსური დავალების შეჯამება
June 3, 2023 Uncategorized
-
მერვეკლასელი “მზეკაბანელები” თავიანთ “შემოდგომას” ყველა საგანში იმკიან.დღეს, 25 მაისს, მათ ჰქონდათ კომპლექსური დავალების შეჯამება (პრეზენტაცია) მათემატიკაში. პედაგოგი და კლასის ხელმძღვანელი ხათუნა კლდიაშვილი.კომპლექსური დავალება – ” ჩემი ოცნების ბიზნესი” მეტად საინტერესო გახლდათ თითოეული მოსწავლისათვის.თემა : გარემომცველი სამყარო და გეომეტრიული ობიექტები, ფართობი და ფართობის თვისებები.მასალის შერჩევისას მოსწავლეებს სრული თავისუფლება ჰქონდათ მინიჭებული, ამიტომ პრეზენტაცია გამოვიდა მრავალფეროვანი და მეტად საინტერესო.ლიკა გურულმა საჯინიბოს მაკეტი დაამზადა და ყველაფერი წარმოადგინა კომპლექსური დავალებიდან გამომდინარე;ლუკა ნამგალაძემ სტომატოლოგიური კაბინეტი წარმოგვიდგინა.ლევან კირკიტაძეს თხილის პლანტაცია “გაუშენებია”;ანასტასია ქოჩიაშვილი კაფეს მონაცემებით დაინტერესდალაშა არაბიძეს გზის რეაბილიტაცია და მშენებლობა “იტაცებს”;ბარბარე მაჭარაშვილს – სპორტდარბაზიმარიამ კირკიტაძემ ამფითეატრის შესანიშნავი მაკეტი წარმოადგინა; ნიკოლოზ კლდიაშვილმა წინაპართა ტრადიციას არ უღალატა და ვენახი ” გააშენა” ;დავით გაპონენკომ – დაფნის პლანტაცია, აღნიშნა, რომ მომგებიანი ბიზნესია.ბექა შუღლაძემ საცხოვრებელი სახლი “ააშენა” და დავალებასთან დაკავშირებით წარმოადგინა ყველა საჭირო მასალა.ლუკა ობოლაძემ და გოგა გეწაძემ შესანიშნავი მაკეტი წარმოადგინეს დასასვენებელი პარკისა და სპორტული მოედნისა.ნიკოლოზ რობაქიძემ კაკლის ხეივანი ” გააშენა” , ხოლო ივა კვახაჯელიძემ შექმნა დაწყებითი სკოლის მოდელი.ყველა გამომსვლელი ძალიან სერიოზულად გახლდათ მომზადებული , ამიტომაც პრეზენტაცია გამოვიდა საინტერესო.მადლობა ქალბატონ ხათუნას და წარმატებები მომავალში მოსწავლეებთან ერთად.
Leave a reply