“წიგნის მოყვარულთა”წრე.

ყველაზე პატარა “მზეკაბანელებიც” შეუერთდნენ სკოლის “წიგნის მოყვარულთა”წრეს. დღეს მათთან სტუმრად მოვიდა თანაკლასელ მარიამ ჩუბინიძის დედა – ქალბატონი ლელა დოგრაშვილი, რომელმაც პატარებს წაუკითხა ორი ზღაპარი : ” სამი გოჭის ამბავი” და ” მუჭანახევარა”.
ყოჩაღ მსმენელებს , როგორც ჩანს, ტექსტი კარგად გაუაზრებიათ. დასმულ ყველა შეკითხვასაც უპასუხეს და დასკვნებიც გამოიტანეს : ძალა ერთობაშია და სწავლა იმიტომაა საჭირო, რომ იოლად ვერავინ მოგვატყუოსო.
პატარებს სკოლის ბიბლიოთეკა ძალიან მოეწონათ და დაგვპირდნენ, რომ ეს ოთახი მათთვის ყველაზე საყვარელი ადგილი გახდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *