-
მათემატიკური თამაში „ჯენგა“
April 12, 2024 Uncategorized
-
მათემატიკური თამაში „ჯენგა“ მეექვსეკლასელ „მზეკაბანელებთან“ ( პედაგოგი ინგა გაბრიჭიძე)” მზეკაბანის” პედაგოგები კარგა ხანია თანამშრომლობენ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებთან. სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივითა და ორგანიზებით ტარდება ერთობლივი სასწავლო ტრენინგები, მასწავლებელთა კონფერენციები, რომელთა მიზანი პედაგოგთა განვითარება და პრაქტიკის ურთიერთგაზიარება გახლავთ . თამაში “ჯენგა” საკუთარი პრაქტიკიდან კონფერენცია “ნინე 2024- ზე” წარმოადგინა ზედა საზანოს საჯარო სკოლის მათემატიკის წამყვანმა პედაგოგმა ქალბატონმა მადონა ჭანტურიძემ და იგი წარმატებულად განახორციელეს დღეს “მზეკაბანში”.მათემატიკური თამაშით „ჯენგა“ მოსწავლეები სწავლობენ მოთმინებისა და წარმოსახვის განვითარების ღირებულ უნარებს, იგი ამავე დროს მოითხოვს ხელისა და თვალის კოორდინაციას.თამაშს დროს კლასი დაყოფილი იყო ოთხ ჯგუფად. კოშკურიდან გამოღებულ მართკუთხა პარალელეპიპედის ნომრის შესაბამისი ბარათი ეძლეოდა ჯგუფს. სწორად გაცემულ პასუხზე ეწერებოდათ იმდენი ქულა, რაც იყო ბარათის ნომერი, არასწორი პასუხის შემთხვევაში აკლდებოდათ იგივე ქულა. დაგროვებული ქულების ჯამის მიხედვით გამოვლინდა გამარჯვებული ჯგუფი. თამაში მიმდინარეობდა ინტერესითა და ხალისით.თამაშ-კონკურსს აფასებდა ჟიური: ქალბატონი თეა სამხარაძე მეათეკლასელ მოსწავლეებთან ერთად. დიდი მადლობა მათ გვერდით დგომისათვის.და ბოლოს, მადლობა ქალბატონ ინგას ასეთი საინტერესო,სახალისო და შემეცნებითი აქტივობისათვის.
Leave a reply