ვაჟა- -ფშაველას პოეზია

” მზეკაბანის” ” შვიდკაცა” და ვაჟა- -ფშაველას პოეზია
დღეს მეთერთმეტეკლასელმა მოსწავლეებმა – ნიკა გურულმა, ირაკლი დიაკონიძემ, ბეჟან ზანდარაშვილმა, ივა კვახაჯელიძემ, გიორგი საყვარელიძემ, ომარ ქათამაძემ და ვლად ჭანტურიძემ – ( პედაგოგი მანანა წერეთელი ) მთის არწივის ლიტერტურულ მემკვიდრეობაში შეგვაბიჯებინეს. მათი ბაგეებითა და ენით ჯოყოლა, ზვიადაური, ლუხუმი, ალუდა და ყველა ” კაი ყმა ” გვესაუბრებოდა. ძნელია, ბოლომდე ჩასწვდე და გაითავისო იის, მთის წყაროს, მაღალი მთების, კლდის, ქუჩისა თუ ხმელი წიფლის სატკივარი, მაგრამ ჩვენი ბიჭები ხომ ეცადნენ?!
ეს მართლა ” კაი ყმების” კლასია, დღეს ისინი ყველაზე უფროსი ” მზეკაბანელი ” მოსწავლეები და ხვალინდელი საქართველოს მეპატრონენი არიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *