-
„რა? სად? როდის? „
June 15, 2018 Uncategorized
-
2018 წლის 2 ივნისს თერჯოლის მუციპალიტეტმა ტურნირს „ინტელექტის დღე – 2018“ უმასპინძლა, რომელიც საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ჩემპიონატია ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის? „
თერჯოლის მუნიციპალიტეტში ტურნირში მონაწილეობა მიიღო 17 გუნდმა.
ქალაქ თერჯოლის ინტელექტი 2018 გახდა – ქალაქ თერჯოლის კერძო სკოლა „მზეკაბანი 2007“
მე-2 და მე-3 ადგილები ერთნაირი ქულათა მაჩვენებლით გაიყვეს: სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის საჯარო სკოლის, სსიპ სოფელ ზედა სიმონეთის დ.კლდიაშვილის სახელობის საჯარო სკოლის და სსიპ ქალაქ თერჯოლის №1 საჯარო სკოლის გუნდებმა.პროექტში აქტიურად იყო ჩართული ტყიბულისა და თერჯოლის №50 გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი ელგუჯა გოცირიძე და მისი ბიურო. I-II-III ადგილზე გასულ სკოლის გუნდებს დეპუტატის სახელით სპეციალური პრიზი და სხვადასხვა შემეცნებითი და სამეცნიერო ლიტერატურა გადაეცათ.
დიდ მადლობას ვუხდით ბიბლუსს; გამომცემლობა რემედასს; არასამთავრობო ორგანიზაცია რადარამი/გამომცელობა სისესტას, ნოდარ დუმბაძის ფონდს და მის დავმჯდომარეს ქ-ნ ქეთევან დუმბაძეს.• Biblusi • ბიბლუსი / გამომცემლობა რემედას/ რადარამი Radarami/გამომცემლობა სიესტა /#ნოდარ#დუმბაძის#ფონდი
მადლობას მოვახსენებთ ორგანიზატორებს, მხარდამჭერ კომპანიებს, მონაწილეებს და მათ გულშემატკივრებს. გამარჯვებულ გუნდებს კი ვუსურვებთ წარმატებებს.
Leave a reply