-
ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი
April 13, 2021 Uncategorized
-
საქართველოს უახლესი ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს მიუძღვნეს მესამეკლასელმა მზეკაბანელებმა ( კლასის ხელმძღვანელი ლია ნიკოლაძე) პროექტი, რომლის პრეზენტაცია გაიმართა დღეს.მასში ჩართულები იყვნენ მეოთხეკლასელებიც.პედაგოგი ყველანაირად ეცადა, რომ პატარების ასაკის მიუხედავად, მათ გულებამდე ახლოს მისულიყო ის დიდი ტკივილი და ამავდროულად, სიამაყე, რასაც ქართველებისათვის ” 9 აპრილი” ჰქვია…სათანადო მუსიკალურმა ფონმა, სლაიდშოუმ და დეკორაციამ სანახაობრივი გახადა პრეზენტაცია. მშობლების ჩართულობა სხვადასხვა პროექტში უცხო არ გახლავთ მზეკაბანელთათვის . მადლობა ქალბატონ ხათუნა ნიქიბიშვილს, რომელმაც მთელი საქართველოს შვილმკვდარი დედების ტკივილი ლექსად მოგვიტანა აუდიტორიაში მყოფთ.ბოლოს პატარებმა ქალაქის ცენტრში ყვავილებით შეამკეს 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი.
Leave a reply