-
კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება “აი იას” სამყაროში პატარებო!
November 14, 2021 Uncategorized
-
ყველაფერი პირველი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ხოლმე ადამიანის ცხოვრებაში: პირველი სიტყვა…პირველი ნაბიჯი… ცოდნის სამყაროში პირველად შეხედვა… დამეთანხმებით, საკმაოდ შთამბეჭდავია პირველად ამოკითხვა ჯადოსნური “აი იასი”.“მზეკაბანელ” პირველკლასელებს არასოდეს დაავიწყდებათ ეს დღე, ისინი ხომ სრულუფლებიან მოსწავლეებად “მოინათლნენ”უკვე. პატარებმა შესანიშნავი ოსტატობით წარმოადგინეს მუსიკალურ-ლიტარატურული კომპოზიცია “აი ია- საოცრების დასაწყისი”. ლექსს სიმღერა ენაცვლებოდა, იყო მცირე თეატრალური წარმოდგენა…გაკვეთილი დატვირთული იყო მრავალი საინტერესო აქტივობით.ნიშანდობლივი გახლავთ, რომ პაწაწინა ია – უმშვენიერესი ანასტასია ორბელაძე-ოჯახის თვითიზოლაციის გამო ონლაინ ჩაერთო გაკვეთილში.გავა დრო … კოვიდი დავიწყებას მიეცემა, მაგრამ როცა ეს პატარები თავიანთ ფოტო და ვიდეოარქივს დაათვალიერებენ, ღიმილითა და დიდი სიყვარულით გაიხსენებენ პირველ ნაბიჯებს “აი იას” სამყაროში “.გაკვეთილს მეტი ხიბლი შესძინა მესამეკლასელი ანასტასია აბულაძის “სტუმრობამ”, რომელმაც “ანბანის მანტია” შესანიშნავად მოირგო და უმცროს მეგობრებს გზა დაულოცა ცოდნის დიდი მწვერვალებისაკენ მიმავალ გზაზე.წარმატებებს გისურვებთ,პატარებო! მამულს განათლებული, ძლიერი ახალი თაობა სჭირდება! ეს ძალა კი ნამდვილად მაღალხარისხიანი განათლებით შეიძინება!მადლობა ყველა მშობელს თანადგომისა და უდიდესი პასუხისმგებლობისათვის!
Leave a reply