“ჩვენი დროის გმირები”

November 14, 2021 Uncategorized  No comments

ამ თემაზე გააკეთეს მეხუთეკლასელმა
” მზეკაბანელებმა” პრეზენტაცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ( პედაგოგი, კლასის ხელმძღვანელი ქეთევან კირკიტაძე )
იდეა თავად მოსწავლეებიდან წამოვიდა…… როცა მეფე დემეტრე თავდადებულის შესახებ მოთხრობა შეისწავლეს, გაუჩნდათ სურვილი, თანამედროვე გმირებზეც მოეძიათ ინფორმაცია…პატარებს ბევრი უშრომიათ, თითოეულ მათგანს სურვილისამებრ ჰყავდა შერჩეული პიროვნება, რომელიც მისთვის არის მისაბაძი გმირი და საოცრად ლამაზად – სლაიდებითა თუ საკუთარი ნახატებით წარსდგნენ აუდიტორიის წინაშე. იყო საოცარი ლექსი, გულიდან წამოსული, მთელი განცდით წაკითხული ნიკოლოზ სარალიძის, ჯუბა არაბიძის, გიგა შარვაშიძის, ნიკოლოზ კუპატაძისა და გიორგი კაჩმაზოვის მიერ..მოსწავლეებმა -ტარიელ სახელაშვილმა, მათე მუჯირმა , საბა არუთინოვმა, ზიზი ცერცვაძემ, გიორგი ცინაძემ,რატი ზანკალიანმა ისაუბრეს თანამედროვე გმირებზე , აღნიშნეს, რომ მათ სახელებს დავიწყება არ უწერია, სანამ იარსებებს ქართველი ერი.
მეტად ამაღელვებელი გახლდათ რატი ზანკალიანის მიერ წაკითხული საკუთარი ლექსი სამშობლოზე.
გარემო იყო საოცარი, ძალიან ლამაზი და ამაღელვებელი – დეკორაციებით თუ მუსიკით გაფორმებული.
პატარებმა საკუთარი ხელით დახატეს საქართველოს კონტურული რუკა, რომელზედაც განათავსეს საკუთარი სურვილები – “როგორ საქართველოში მსურს ცხოვრება?”
მადლობა პატარებსა და ქეთი მასწავლებელს, ტექნიკური მხარდაჭერისათვის პედაგოგებს ლია ნიკოლაძესა და ნანა სვანიძეს.
პ.ს. ამ კლასში მოსწავლეთა დიდი ნაწილი ვაჟია. მათ მიერ მხატვრულად წაკითხული ლექსები და ზოგადად, პათოსი უნებურად გაგახსენებდათ სიტყვებს :” კიდევაც დაიზრდებიან
ალგეთს ლეკვები მგლისანი….”

Leave a reply

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

4 + = 14