-
ერთი საინტერესო დღე მეშვიდეკლასელი ” მზეკაბანელებისათვის”
November 30, 2021 Uncategorized
-
სამოქალაქო განათლება ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სასკოლო პროგრამაში მეშვიდე კლასიდანაა გათვალისწინებული. ახალგაზრდა პედაგოგმა- ელენე კუტივაძემ იგი ყველა მოსწავლისათვის საინტერესო და საყვარელ საგნად აქცია. კლასი ორი კვირაა მუშაობს კომპლექსურ დავალებაზე – ” საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება”. მათ რამდენიმე ეტაპი უკვე გაიარეს და ერთ-ერთი გახლდათ საგზაო პატრულთან შეხვედრა.სწორედ, ამ დავალების ფარგლებში ეწვია მშობლიურ სკოლას 2012- 2013 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებული, საპატრულო პოლიციის ათეულის მეთაური ილია ბუცხრიკიძე.შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუმარმა ამომწურავად და ძალიან საინტერესოდ უპასუხა პატარების ყველა შეკითხვას, რომლებიც მხოლოდ საგზაო ნიშნებსა და მოძრაობის უსაფრთხოებას არ შეეხებოდა.აუდიტორია ძალიან კმაყოფილი დარჩა შეხვედრით.მოსწავლეებმა სტუმარს გულითადი მადლობა გადაუხადეს.შემდეგი ეტაპი კომპლექსური დავალებისა გახლავთ თხზულების დაწერა, ზემოაღნიშნული შეხვედრიდან გამომდინარე და ნახატის შექმნა ” მე მიცავს ჩემი პოლიცია”, რაც მეშვიდეკლასელებს უკვე ნამდვილად არ გაუჭირდებათ.ბოლოს სკოლის ადმინისტრაციამ სტუმარს გადასცა სერტიფიკატი- ” მზეკაბანის ქომაგი”
Leave a reply