-
“მზეკაბანის”კურსდამთავრებულები მზეკაბანისათვის”
April 13, 2022 Uncategorized
-
პროექტის ფარგლებში დღეს მშობლიურ სკოლას ეწვია 2013-2014 წლების კურსდამთვარებული ანნა ლილუაშვილი.ანნას 2018 და 2021 წლებში წარჩინებით აქვს დამთავრებული საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურები.2018 წლიდან ანნა გახლავთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით (სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალი).მან 2018 წლიდან ჩვენს ბიუროში საქმიანობა სტაჟირებით დაიწყო. შემდგომ დაიკავა იურისტის პოზიცია.2019 წლიდან დღემდე კი ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას „ მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისში”.2019-2021 წლებში ანნა გახლდათ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში – “ახალგაზრდა ადვოკატთა პროფესიაში ინტეგრაციის კომიტეტის წევრი“.2019 წლიდან ის არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ადვოკატი.2020 წლიდან ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი.2021 წლიდან არბიტრთა ასოციაციის წევრი (არბიტრი).2021 წლიდან დღემდე სამედიცინო მრავალპროფილური ცენტრი “სითი ლუქსის“ – იურისტი.2022 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში მეორე ვადით არჩეული “ახალგაზრდა ადვოკატთა კომიტეტის წევრი”.ანნას დაწერილი აქვს სამაგისტრო ნაშრომი – არასრულწლოვანი დაზარალებულის საპროცესო მდგომარეობის თავისებურებები სისხლის სამართალში.გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგები, მათ შორის, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული მედიაციის ტრენინგები და მიღებული აქვს არაერთი სერტიფიკატი.ანნამ ძალიან საინტერესო პრეზენტაცია წარადგინა. აღნიშნა,რომ განსაკუთრეული მღელვარებით ელოდა შეხვედრას ყოფილ პედაგოგებთან და “მზეკაბანელ” მოსწავლეებთან. გაიხსენა სკოლაში გატარებული ლამაზი დღეები და ბოლოს უპასუხა ბავშვების მიერ დასმულ შეკითხვებს!შეხვედრის ბოლოს კი აღნიშნა,რომ სამახსოვრო სერტიფიკატი ძალიან მნიშვნელოვან ადგილს დაიჭერს მის დოკუმენტებს შორის.
Leave a reply