-
სკოლის ისტორია
-
შპს. ,,მზეკაბანი–2007–ი“ დაარსდა 2007 წელს ქალაქ თერჯოლაში.
მოსწავლეზე ორიენტირებული უსაფრთხო სასწავლო გარემო, მაღალკვალიფიციური პედაგოგები, ეროვნული სტანდარტებით გათვალისწინებული მასალის ხარისხიანი სწავლება, სასწავლო პროცესის პერიოდული მონიტორინგი,სასკოლო და დიაგნოსტიკური წერები, კლასიდან კლასში გადასაყვანი გამოცდები, უცხოური ენების, მათემატიკის გაღრმავებული სწავლება, სააბიტურიენტო მომზადება, საოლიმპიადო მომზადების წრეები სხვადასხვა საგნებში.
ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში, სასწავლო შემოქმედებით კონფერენციებში, სხვადასხვა კონკურსებში მიღწეული მაღალი შედეგები, საგრანტო პროექტებში ჩართულობა და გამარჯვებები, სასკოლო პროექტები.
საატესტაციო გამოცდების შედეგები, კურსდამთავრებულთა უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვისა და სახელმწიფო დაფინანსების მაღალი მაჩვენებელი.
სიმღერის, ხალხური ცეკვის, თეატრალური, ,,წიგნის მოყვარულთა“ წრეების, ინტელექტუალური, სადისკუსიო კლუბების წარმატებული მუშაობა, სასკოლო და რაიონულ ლიტერატურულ – მუსიკალურ ღონისძიებებში, სპორტულ შეჯიბრებებში მოსწავლეთა ჩართულობა განაპირობებს სკოლის მაღალ რეიტინგს.
კეთილმოწყობილი მატერიალურ – ტექნიკური ბაზა, მოწესრიგებული ინტერიერი, სათანადოდ აღჭურვილი კაბინეტ–ლაბორატორიები,მდიდარი ბიბლიოთეკა ხელს უწყობს მოსწავლეთა ხარისხიანი განათლების მიღებას.
ყოველივე ზემოთაღნიშნული გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ თერჯოლაში შპს. ,,მზეკაბანი–2007–ის“ ერთ–ერთი წარმატებული და კონკურენტუნარიანი სასწავლო დაწესებულებაა.