საკლასო პროექტი ,,არჩევნები”

September 30, 2022 Uncategorized  No comments

საინტერესოდ მიმდინარეობს სამოქალაქო განათლების გაკვეთილები კერძო სკოლა ” მზეკაბანში” . მე – 9 კლასის მოსწავლეები ( პედაგოგი ელენე კუტივაძე) მუშაობენ პროექტზე ” არჩევნები” , რომლის ფარგლებში ისინი ესტუმრნენ საოლქო -საარჩევნო კომისიის ცენტრალურ ოფისს. ცესკოს თავმჯდომარემ , ქალბატონმა ნაზი სირაძემ, მეტად საინტერესო ლექცია წაუკითხა მოსწავლეებს არჩევნების ყველა პროცედურასთან დაკავშირებით; მანვე უპასუხა დასმულ ყველა შეკითხვას, ხოლო შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია ” არის თუ არა საჭირო სრულწლოვანებამდე ვიცოდეთ ” არჩევნების შესახებ”.

პროექტზე მუშაობა გრძელდება და დასკვნითი ეტაპი – ” იმიტირებული არჩევნები” ისევ აღნიშნულ ოფისში გაიმართება!

სკოლის ხელმძღვანელობა მადლობას უხდის ქ. თერჯოლის საოლქო- საარჩვევნო კომისიის ყველა წევრს თანადგომისა და თანამშრომლობისათვის.

მეტი

სტუმრად საბავშვო ბიბლიოთეკაში

September 29, 2022 Uncategorized  No comments

დღეს , 29 სექტემბერს, ყველაზე პატარა ” მზეკაბანელები” ( პირველკლასელები) პედაგოგებთან ერთად ეწვივნენ საბავშვო რაიონულ ბიბლიოთეკას. მათ შესანიშნავი მეგზურობა გაუწიეს მადპინძლებმა.პატარებმა გულდასმით დაათვალიერეს წივნთსაცავი, სამკითხველო დარბაზი, გაეცნენ ბობლიოთეკით სარგებლობის წესებს. დარწმუნებულები ვართ, როცა ისინი კითხვას ისწავლიან, ხშირად ესტუმრებიან საბავშვო ბიბლიოთეკას.

 

 

მეტი

მერვეკლასელ “მზეკაბანელთა” სტუმრობა დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში

September 29, 2022 Uncategorized  No comments

მადლობა დღევანდელი ლამაზი დღისთვის კლასის ხელმძღვანელს- ქალბატონ ხათუნა კლდიაშვილს და მუზეუმის დირექტორს- ლალი ღვენეფაძეს
მეტი

September 29, 2022 Uncategorized  No comments

 

https://youtu.be/1R7B2dtuHpo

 

 

მეტი

შპს ,,მზეკაბანი 2007″ 15 წლისაა!!

September 29, 2022 Uncategorized  No comments

“პირველად იყო სიტყვაჲ და სიტყვაჲ იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაჲ იგი“-გვამცნობს იოანე მახარებელი.
ჯერ გაჩნდა აზრი- სიტყვაში გაცხადებული, შემდეგ კი ჩვენი ქალაქის გულში 2007 წელს ჩაისახა კერძო სკოლა „მზეკაბანი“, რომელმაც დაიწყო თავისი შემოქმედებითი ცხოვრება ჯეჯილიდან თავთუხამდე.
ისევე როგორც ყველა დაბადებას,მის მოვლინებასაც ახლდა ეჭვი: როგორი იქნებოდა ახალშობილი? შეძლებდა თუ არა იგი, ყოფილიყო სულით,გონებითა და ზნეობით სრული. შეძლებდა თუ არა ღირსეულად ეზიდა საპატიო და მძიმე ტვირთი ერთდროულად მშობლის, აღმზრდელის, განმანათლებლისა თუ მეგობრის? მაგრამ ყველა ეჭვი დასამარდა, რადგან ერთ მუშტად შეკრულ პედაგოგთა გუნდი მხნედ და იმედიანად შეუდგა აღმართის ბილიკს მწვერვალისაკენ.
როგორც ჭირნახულის მოწევას ეჭირვება მზე, ცვარი, სიყვარული, უზომი გარჯა და ძალისხმევა, „მზეკაბანმაც“ ახალ თაობათა აღზრდა თავიდანვე განიზრახა სასიცოცხლო ენერგიის დაუზოგავი ხარჯვით, თავდადებით, ერთგულებითა და მაღალი დანიშნულების გაცნობიერებით.
განუზომელია სკოლის დამაარსებლისა და სულისჩამდგმელის ქალბატონი ნინელი გვენეტაძის დამსახურება სკოლის წარმატებებში. მისთვის ხომ პრიორიტეტი მუდამ მოსწავლე და მისი მომავალი იყო.
მასთან ერთად რამდენიმე თავის საქმესა და ბავშვებზე უზომოდ შეყვარებულმა ადამიანმა საკუთარი მიზნები და შესაძლებლობები გააერთიანა და 80 მოსწავლით დაკომპლექტებულმა სკოლამ უმალვე დაიმკვიდრა კუთვნილი ადგილი საგანმანათლებლო სივრცეში და თავისი პირველი ( ყველა მიმართულებით) გამოშვება 2009 წლის მაისის ბოლოს გააცილა სკოლის კედლებიდან.
პედაგოგთა მიზანსწრაფული კოლექტივის წყალობით სკოლის უამრავი წარმატებული კურსდამთავრებული, ახლა უკვე საკუთარი საქმის პროფესიონალი, ამშვენებს ჩვენს საზოგადოებას.
მათი ნაწილი კი დღეს ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების ლექტორ-მასწავლებელია. „მზეკაბანი“ სამართლიანად ამაყობს თავის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერილი წარმატებებით: რესპუბლიკურ ოლიმპიადებსა და კონფერენციებზე გამარჯვებები, ინტელექტუალურ თამაშ „ რა? სად? როდის?“ ვიცე -ჩემპიონობა, დასავლეთ საქართველოს მოდებატეთა შეჯიბრში გამარჯვება. ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მრავალი მაგისტრანტი და დოქტორანტი.
გასული სასწავლო წლის ბოლოს მე-14 გამოშვება დაფრთიანდა „მზეკაბანის“ კედლებში. არც მათ უღალატეს ტრადიციასა და სკოლას და ეროვნული გამოცდების შესანიშნავი შედეგებით შეაღეს პრესტიჟული უნივერსიტეტების კარი. ეს მათი მხრიდან იყო ძვირფასი საჩუქარი, რომელიც დამსახურებულად მიეკუთვნათ იმ პედაგოგებს, რომელთაც საკუთარი მხრებით ზიდეს და დღემდე მოიტანეს სკოლის ღირსება და სახელი. ქალბატონი ნინელის შემდეგ მისი მეგობრები და კოლეგები ერთგულად აგრძელებენ მის მიერ დაწყებულ დიდ საქმეს.
15 წელი გასრულდა სკოლის საბალავრე ქვის ჩადებიდან.
ოქროს დაბადების დღეს გილოცავთ „მზეკაბანო“,სიკეთისა და ცოდნის მადლით განათებულო ტაძარო! არასოდეს დაგელიოს ის მადლი, რომელსაც გასცემ! იმ საზოგადოებას, რომელსაც ემსახურები, სცოდნოდეს ფასი იმ უდიდესი მოღვაწეობისა,რომელიც ბედისწერად გექცა დაარსების დღიდან!
გემრავლებინოს უფლის ტალანტი და შენი აღზრდილები მუდამ რჩეულთა შორის დაგეგულებინოს!
„სულ ზევით,ზევით მაღლა და მაღლა“…მოზარდობის ასაკში დაღვინებულ-დაოჯახებულო, მზესთან წილნაყარო „მზეკაბანო“!
მეტი

წარმატებული კურსდამთავრებულები

September 29, 2022 Uncategorized  No comments

თავდაუზოგავ შრომას ყოველთვის აქვს სასურველი შედეგი.
აი ისინიც,ჩვენი წარმატებული კურსდამთავრებულები,უკვე პირველკურსელები:
1) ჯარჯი ჯამალაშვილი- 100%- სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი -კომპიუტერული მეცნიერება ( ინგლისურენოვანი)
2) დიმა ჩუბინიძე – 100%- სსიპ -ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი- კომპიუტერული მეცნიერებები (ინგლისურენოვანი)
3) მიხეილ ჭანტურიძე- 100%- შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი- კომპიუტერული მეცნიერებები
4) ნანა ზარნაძე – 70%- შპს კავკასიის უნივერსიტეტი-ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის (I-VI კლასები) ინტეგრირებული პროგრამა
5) ქრისტინე დოლაკიძე- 50%- სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი -ბიზნესის ადმინისტრირება
6) გიორგი ჩაფიჩაძე – 50%-(+50% შიდა დაფინანსება) სსიპ -ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი-მენეჯმენტი (ინგლისურენოვანი)
7) ვასო ძოწენიძე – 50%-სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ეკონომიკა (სახელმწიფო დაფინანსებით,უფასო ფაკულტეტი)
8) ქეთევან ქლიბაძე – შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტი-მედიცინა
9) გიორგი ქარქაშაძე-შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტი-ინფორმაციული ტექნოლოგიები
10) ზაქრო რობაქიძე- შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი-საერთაშორისო ურთიერთობები
11) ბექა ჭანტურიძე- სსიპ -აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი- სამართალი
12) ანი მაჭავარიანი- სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ( უცხო ენები)
13) ლევან ზარნაძე- სსიპ -აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი-საკვები პროდუქტების ტექნოლოგია და უვნებლობა (სახელმწიფო დაფინანსებით,უფასო ფაკულტეტი)
14) ლიკა ობოლაძე- სსიპ -აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი-გამოყენებითი გრაფიკული დიზაინი
გილოცავთ ყველას,პედაგოგებს,მშობლებს,თავად კურსდამთავრებულებს და ყველა გულშემატკივარს!!!
მადლობა ახალგაზრდებო, იმედების გამართლებისათვის!
“მზეკაბანი” რჩება თქვენს მეთვალყურედ და მუდმივ გულშემატკივრად.
მეტი

ცოდნის ტაძარში შემოდგმულ პირველ ნაბიჯებს დაგილოცავთ, პატარა მზეკაბანელებო!

September 29, 2022 Uncategorized  No comments

 

 

 

 

 

 

 

მეტი

თერჯოლის კერძო სკოლის „მზეკაბანი 2007“ წარმატება STEAM პროექტების რესპუბლიკურ გამოფენა-კონფერენციაზე 

July 14, 2022 Uncategorized  No comments

 

https://akhaliganatleba.ge/https-akhaliganatleba-ge-wp-admin-post-phppost17882actioneditclassic-editor/?fbclid=IwAR2-QyatYUOQz4ftH7LLh_z-ruvzjZ17s2ZQ0-hmpLyg3zsvuGAObe1t1tE

 

 

მეტი

მასწავლებელთა რაიონული ფორუმი

July 14, 2022 Uncategorized  No comments

სასკოლო კონფერენციის წარმატებული პროექტებით მასწავლებელთა რაიონულ ფორუმზე.
დღეს მართლაც გრანდიოზული ფორუმი გაიმართა რაიონის საგანმანათლებო სივრცეᲨი. მასპინᲫელი თერჯოლის მეორე საჯარო სკოლა გახლდათ, ორგანიზატორი-ადგილობრივი რესურცენტრი.
კონფერენციაზე მოსწავლეთა მიერ დამზადებული რესურსები წარადგინეს პედაგოგებმა – თეა დოლაკიᲫემ, ( ფიზიკის მასწავლებელი) თეა სამხარაᲫემ ( ბიოლოგი) და ინგა გაბრიჭიᲫემ ( მათემატიკოსი).
ყველა პროექტმა დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. აღნიᲨნული რესურსებით მოსწავლეები და პედაგოგები მონაწილეობას მიიღებენ STEM საგნების რესპუბლიკურ კონფერენციაᲨი, რომელიც დედაქალაქᲨი Ჩატარდება 7 ივლისს.
წარმატებები პედაგოგებსა და მათ Შეგირდებს.
მადლობა რესურსცენტრსა და რაიონის ხელმᲫღვანელობას ასეთი მაღალორგანიზებული Შეხვედრისათვის.
მეტი

“სიბრძნის, სიყვარულის, სილამაზისა და ქართული გენის ზეობა”

July 14, 2022 Uncategorized  No comments

ასე შეიძლება ვუწოდოთ იმ ლიტერატურულ სპექტაკლს , რომელიც მეათეკლასელმა “მზეკაბანელებმა” შემოგვთავაზეს დღეს.
არ ვიცი, ეს როგორ დავწერო, ეს თავად უნდა ნახო და მოისმინოო – ბრძანა ერთმა სტუმარმა წარმოდგენის შემდეგ და მეც იმავეს გავიმეორებ. ძნელია სიტყვაში ჩაატიო ის ემოცია, რომელიც დღეს განვიცადეთ თითქმის 2 საათის განმავლობაში. ქალბატონმა მანანა წერეთელმა და მისმა შეგირდებმა ამ სპექტაკლით სულ სხვა განზომილებაში გადაგვიყვანეს და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს ქართული გენის უნიკალურობასა და უკვდავებაში.
თითოეულ მონაწილეს პროფესიონალი მსახიობივით ჰქონდა გათავისებული თავისი როლი, ამიტომაც შეძლეს მსმენელის დატყვევება.
შეუდარებელი გახლდათ ვახო პატარიძის მიერ განსახიერებული ტარიელი; ნამდვილად მოგნუსხავდათ მარიამ მაკარიძე ნესტან – დარეჯანის როლში; თინათინის მშვენიერება და კდემამოსილება ზუსტად მიიტანა მაყურებლამდე ნინი მაჭარაშვილმა, რომელსაც პარტნიორობდა სწორფერი ავთანდილი – ამიკო მაკარიძე. ალბათ , თავად რუსთაველიც იამაყებდა , ანა კუბლაშვილის ასმათისათვის რომ მოესმინა.
ფრიდონის როლი შესანიშნავად მოირგო საბა ცერცვაძემ; თუკი რომელიმე რეჟისორი გადაწყცეტს და ” ვეფხისტყაოსნის” სცენებს გადაიღებს, მას თამამად შეგვიძლია ლიზი ნეფარიძის კანდიდატურა შევთავაზოთ. შეუდარებელი გახლდათ მისი ფატმანი.
რუსთაველის სიბრძნე ღაღადებდა შესანიშნავი დეკლამატორების – მარიამ პერანიძის, გვანცა ქარქაშაძისა და მარიამ გეწაძის ბაგეთაგან.
კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს სპექტაკლის მონაწილეებმა, რომ შოთა რუსთაველი და მისი ” ვეფხისტყაოსანი” ნამდვილადაა მსოფლიო ლიტერატურის მწვერვალი.
წარმოდგენას კრავდა თავსა და ბოლოში წაკითხული ქალბატონ მანანა წერეთლის საკუთარი ლექსები, რომლებმაც სიკაშკაშე შემატა ამ დიად საგანძურს.
გარემო გახლდათ საოცარი…. დეკორაციებმა, შესანიშნავმა მუსიკალურმა ფონმა და სლაიდებმა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა სპექტაკლი.
” ეს ბავშვები და ქალბატონი მანანა მარტო თქვენს რაიონს კი არა, მთელ საქართველოს უნდა აჩვენოთ” – ბრძანა ერთ-ერთმა სტუმარმა და მის სურვილს აუცილებლად შევასრულებთ… სექტემბერში ისედაც დაგეგმილი გვქონდა ამ წარმოდგენის ჩვენება ფართო აუდიტორიისათვის.
მადლობა ქალბატონო მანანა! ყოჩაღ , მოსწავლეებო!
მეტი