დაუვიწყარი დღე “მზეკაბანელი”პირველკლასელებისთვის

April 20, 2022 Uncategorized  No comments

წლევანდელი 14 აპრილი არასდროს დაავიწყდებათ პატარებს. დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში სკოლას ესტუმრნენ : ქალაქის მერი – ბატონი ლაშა გოგიაშვილი; რესურსცენტრის უფროსი – ქალბატონი ქეთევან შეყრილაძე; მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი – გურამ თურქაძე.
მათ დედაენის დღე მიულოცეს პატარებს და საჩუქრად გადასცეს წიგნები.
პირველკლასელებმა გულთამზე მასწავლებელთან ერთად დედაენაზე სიმღერა შეასრულეს და ამგვარად მოიწონეს თავი სტუმრების წინაშე.
…..მაგრამ ყველაფერი ამით არ დასრულებულა.
პატარები ესწრებოდნენ მერვეკლასელთა პროექტის – ” უძველეს ხელნაწერთა კვალდაკვალ” – შეჯამებას. პედაგოგ მაია გოგბერაშვილს მათთვის ძველი ლიტერატურული ძეგლების გადამწერის იმიტირებული სამუშაო ოთახი ჰქონდა მოწყობილი. ბავშვებმა მელნითა და ფრთით “აი ია”- დაწერეს.
მადლობა ქალაქის მერიასა და მაია მასწავლებელს ასეთი სიურპრიზისათვის!
მეტი

“დაუსწრებელი მოგზაურობა აზიის ქვეყნებში”

April 13, 2022 Uncategorized  No comments

ასეთი გახლდათ თემა პრეზენტაციისა, რომელიც მეათეკლასელმა “მზეკაბანელებმა” წარმოადგინეს გეოგრაფიის შემაჯამებელ მეცადინეობაზე ( პედაგოგი ნორა ჩუბინიძე)
შესწავლილი იყო შემდეგი ქვეყნები : იაპონია, ინდოეთი, თურქეთი, ჩინეთი. ამიტომ სწორედ ამ სახელმწიფოებში “ვიმოგზაურეთ” პრეზენტატორებთან ერთად… დამატებით არჩეული ჰქონდათ ყატარი ( ალბათ, მისი უნივერსალურობიდან გამომდინარე)თითო ქვეყანა წარმოადგინა ორმა მოსწავლემ. პრეზენტაციისას ყველა პარამეტრზე იყო გამახვილებული ყურადღება, განსაკუთრებით სასიამოვნო და საინტერესო გახლდათ ტურისტული ობიექტების დათვალიერება.
მეათეკლასელებიდან გასაკვირი არაფერია, მაგრამ დღეს თითოელმა საკუთარ თავსაც გადააჭარბა.
მარი პერანიძესა და ნინი მაჭარაშვილთან ერთად ” მოვიარეთ” იაპონია;
გვანცა ქარქაშაძემ და ანა კუბლაშვილმა ინდოეთის ღირსშესანიშნაობებს გვაზიარეს;
ლიზი ნეფარიძემ და მარიამ მაკარიძემ თურქეთში მოგზაურობისას მიღებული შთაბეჭდილებები გაგვაცნეს;
მარიამ გეწაძემ და საბა ცერცვაძემ თითქმის მთელი ჩინეთი ” მოგვატარეს”.
ვახო პატარიძესა და ამიკო მაკარიძეს სამოგზაუროდ ყატარი აურჩევიათ.
ეს იყო საოცარი 2 საათი…ნამდვილი თეატრალური სანახაობა, უდიდეს სიამოვნებას რომ მიანიჭებდა აუდიტორიაში მყოფ ყველა სტუმარს. დახვეწილი ქართული და მოხდენილი იუმორი კიდევ უფრო მეტ ხიბლს მატებდა თითოეული პრეზენტატორის გამოსვლას.
მადლობა ნორა მასწავლებელსა და დაუღალავ მეათეკლასელებს! გვჯერა, რომ წინ უფრო საინტერესო დღეები გველოდება!
მეტი

ვულკანები და მიწისძვრები

April 13, 2022 Uncategorized  No comments

ბუნების საშიშ მოვლენებზე უნდა გაეკეთებინათ მეხუთეკლასელ “მზეკაბანელებს” პრეზენტაცია ბუნებისმცოდნეობაში (პედაგოგი ნორა ჩუბინიძე)
თითოეულ მათგანს უნდა მოეძებნა ინფორმაცია მსოფლიოს უძლიერეს მიწისძვრებსა და ვულკანურ ამოფრქვევებზე, მათ შორის, საქართველოში მომხდარ მიწისძვრებზე. პატარებმა საინტერესოდ წარმოადგინეს მასალა.არაა ადვილი, დადგე აუდიტორიის წინ და თან იყო მშვიდი და დამაჯერებელი, მღელვარება იგრძნობოდა მათ ხმაშi, თუმცა ჯერ კიდევ დიდი სასკოლო გზაა გასავლელი და გვჯერა, საუკეთესო პედაგოგის ღირსეული შეგირდები იქნებიან.
მეტი

“მზეკაბანის”კურსდამთავრებულები მზეკაბანისათვის”

April 13, 2022 Uncategorized  No comments

პროექტის ფარგლებში დღეს მშობლიურ სკოლას ეწვია 2013-2014 წლების კურსდამთვარებული ანნა ლილუაშვილი.
🔺ანნას 2018 და 2021 წლებში წარჩინებით აქვს დამთავრებული საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურები.
🔺2018 წლიდან ანნა გახლავთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით (სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალი).
🔺მან 2018 წლიდან ჩვენს ბიუროში საქმიანობა სტაჟირებით დაიწყო. შემდგომ დაიკავა იურისტის პოზიცია.
🔺2019 წლიდან დღემდე კი ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას „ მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისში”.
🔺2019-2021 წლებში ანნა გახლდათ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში – “ახალგაზრდა ადვოკატთა პროფესიაში ინტეგრაციის კომიტეტის წევრი“.
🔺2019 წლიდან ის არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ადვოკატი.
🔺2020 წლიდან ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი.
🔺2021 წლიდან არბიტრთა ასოციაციის წევრი (არბიტრი).
🔺2021 წლიდან დღემდე სამედიცინო მრავალპროფილური ცენტრი “სითი ლუქსის“ – იურისტი.
🔺2022 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში მეორე ვადით არჩეული “ახალგაზრდა ადვოკატთა კომიტეტის წევრი”.
☑️ ანნას დაწერილი აქვს სამაგისტრო ნაშრომი – არასრულწლოვანი დაზარალებულის საპროცესო მდგომარეობის თავისებურებები სისხლის სამართალში.
🔺გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგები, მათ შორის, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული მედიაციის ტრენინგები და მიღებული აქვს არაერთი სერტიფიკატი.
ანნამ ძალიან საინტერესო პრეზენტაცია წარადგინა. აღნიშნა,რომ განსაკუთრეული მღელვარებით ელოდა შეხვედრას ყოფილ პედაგოგებთან და “მზეკაბანელ” მოსწავლეებთან. გაიხსენა სკოლაში გატარებული ლამაზი დღეები და ბოლოს უპასუხა ბავშვების მიერ დასმულ შეკითხვებს!შეხვედრის ბოლოს კი აღნიშნა,რომ სამახსოვრო სერტიფიკატი ძალიან მნიშვნელოვან ადგილს დაიჭერს მის დოკუმენტებს შორის.
მეტი

ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი

April 13, 2022 Uncategorized  No comments

მეტი

დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული

April 13, 2022 Uncategorized  No comments

დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ორგანიზებით, დაიგეგმა რამდენიმე ღონისძიება: ღია გაკვეთილები, მშობელთა ჩართულობით სხვადასხვა აქტივობა, მოსწავლეებისა და პედაგოგების მიერ შექმნილი სასწავლო რესურსების გამოფენა.
მეთერთმეტეკლასელმა “მზეკაბანელებმა” ( პედაგოგი აზა მემანიშვილი) ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე საპრეზენტაციო თემებით სრულად წარმოადგინეს ვაჟა-ფშაველას ლიტერატურული მემკვიდრეობა. აუდიტორიაში 2 საათის განმავლობაში “მთის სურნელი” ტრიალებდა, კაი ყმების ომახიანი შეძახილი “ისმოდა”, სიყვარული “ბატონობდა”, თავისუფლების წყურვილი “ჩქეფდა”,სამშობლოს ისტორიული წარსული “ხმიანობდა”… ანიმაციამ, სლაიდშოუმ და სასიამოვნო კლასიკური მუსიკის ფონმა საოცარი განწყობა შექმნა მსმენელებში.
მეტი

კონკურსი-“შექმენი კომიქსი”

April 13, 2022 Uncategorized  No comments

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, გამოცხადდა კონკურსი-“შექმენი კომიქსი’ ( გრაფიკული წიგნი). მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ II-XII კლასების მოსწავლეებს, სამ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში.
კონკურსში “მზეკაბანელებიც” ჩაერთნენ. შეიქმნა 2 კომიქსი – ვაჟა-ფშაველას “შვლის ნუკრის ნაამბობის” მიხედვით ( მეექვსე კლასის მოსწავლეები.პედაგოგი ქეთევან კირკიტაძე)
სულხან-საბა ორბელიანის ‘სიბრძნე სიცრუისა”. ( მეათე კლასის მოსწავლე ნინი მაჭარაშვილი. პედაგოგი მანანა წერეთელი )
ორივე გრაფიკული წიგნი გადაგზავნილია შესამაბის მისამართზე. ველოდებით კონკურსის შედეგებს!
მეტი

“მზეკაბანის” კურსდამთავრებულები მზეკაბანისათვის”

April 5, 2022 Uncategorized  No comments

გრძელდება პროექტი “მზეკაბანის” კურსდამთავრებულები მზეკაბანისათვის”.
დღეს სკოლას ეწვია 2011-2012 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებული ფსიქოლოგი ანა ქოჩიაშვილი. მან აუდიტორიის წინაშე ძალიან საინტერესო პრეზენტაცია გააკეთა,უპასუხა მოსწავლეთა და პედაგოგთა შეკითხვებს. შეხვედრის ბოლოს სამახსოვროდ მიიღო სერტიფიკატი “წარმატებული მზეკაბანელი”
მეტი

საგანთა კვირეული

April 5, 2022 Uncategorized  No comments

“მზეკაბანში” საგანთა კვირეული დაიწყო, პირველი აქტივობა გახლდათ დისკუსია მეათე კლასში. ( ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მანანა წერეთელი)
საზოგადოების კეთილშობილებაცა და მანკიერებაც აღზრდას ეფუძნება. სწორედ, აღზრდის პრინციპების სწორად შერჩევა და მათი შემოქმედებითად მართვაა უამრავი ადამიანური ღირებულებების ქვაკუთხედი.
მოსწავლეებმა მრავალფეროვანი არგუმენტების მოშველიებით იმსჯელეს აღნიშნული გლობალური პრობლემის შესახებ. მათ ღრმად გააანალიზეს უძველესი ცივილიზაციების აღზრდის პრინციპები და მათი შედეგები. თავიანთი ნააზრევის დასასაბუთებლად მოიხმეს სულხან-საბა ორბელიანის “სიბრძნე-სიცრუისა” და შეაფასეს ლეონის ხედვა აღნიშნულ საკითთან დაკავშირებით. გამოიყენეს ქართველ პოეტთა და მსოფლიო მოაზროვნეთა გამონათქვამები. დისკუსიაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მშობლები და დირექციის წარმომადგენელი, რომლებმაც გამოთქვეს ძალზე საინტერესო მოსაზრებები. დისკუსიის მონაწილეთა უმრავლესობამ აღზრდის მკაცრ მეთოდზე წინ ლოიალური მეთოდი დააყენა.
მეტი

გილოცავთ!!!

April 5, 2022 Uncategorized  No comments

საერთაშორისო მათემატიკური კონკურსი “კენგურუ” ათწლეულებია ძალიან პოპულარულია საქართველოში. მასში სწრაფად და ლოგიკურად მოაზროვნე სასკოლო ასაკის ბავშვები მონაწილეობენ ( II- XII კლასებიდან)
სულ ცოტა ხნის წინ ჩატარდა “კენგურუს” მორიგი ტური. მასში “მზეკაბანელი” მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. მაღალი ქულები დაიმსახურეს და შესაბამის კლასში საპრიზო ადგილები დაიკავეს : 1. ანდრია ჭოლაძემ ( II კლასი … II ადგილი) 2. ნიკოლოზ აბჟანდაძემ ( VI კლასი … III ადგილი) 3. საბა კვახაჯელიძემ ( IX კლასი… II ადგილი)
ვულოცავთ მათაც და პედაგოგებს- ინგა გაბრიჭიძეს, ხათუნა კლდიაშვილსა და ნინო სოფრომაძეს!
წარმატებები მომავალში!
მეტი