-
საქართველოში ფიზიკის სწავლების ისტორია და მსოფლიოს გამოჩენილი ფიზიკოსები
April 5, 2022 Uncategorized
-
ასეთი გახლდათ თემა, რომლის პრეზენტაცია გააკეთეს მეათეკლასელმა ” მზეკაბანელებმა” ფიზიკის გაკვეთილზე.( პედაგოგი მედეა მიქავა)მოსწავლეებმა სლაიდშოუს თანხლებით ძალზე საინტერესოდ ისაუბრეს მსოფლიოს გამოჩენილ ფიზიკოსებზე, მათი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მომენტებსა და მეცნიერულ მიღწევებზე.სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს შეიცვალა მოსწავლეთა დამოკიდებულება ისეთი საგნების მიმართ, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე არაა ” პრიორიტეტული” , მაგრამ როცა პედაგოგი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მისი საგნის მიმართ მოსწავლეებმა ინტერესი არ დაკარგონ, ის აუცილებლად აღწევს მიზანს და დღევანდელი ფიზიკის გაკვეთილიც ამისი ნათელი დადასტურებაა.განსაკუთრებით ბევრი უშრომიათ ნინი მაჭარაშვილსა და მარიამ პერანიძეს, რომლებმაც საკმაოდ ვრცელი და საინტერესო მასალა წარუდგინეს აუდიტორიას. მათ დაამზადეს წიგნი და აგრეთვე პლაკატი – ” ფიზიკის გამოჩენილი ფიზიკოსები”… ეს ყველაფერი ხელოვნების ნამდვილი ნიმუში გახლდათ. მადლობა პედაგოგსა და მთელ კლასს !
-
მშვიდობა სამყაროს!
April 5, 2022 Uncategorized
-
ამ თემას მიეძღვნა “მზეკაბანში გამოფენა. მონაწილეობდნენ III- XII კლასის მოსწავლეები.ცხადია, პატარები შეწუხებულნი არიან უკრაინაში მიმდინარე სისხლისმღვრელი, დამანგრეველი ომის გამო დათავიანთი განცდები მათ შესანიშნავად გამოხატეს პლაკატებში.
-
“უკვე დადგა გაზაფხული…ზამთარს წასვლა ეძნელება”
April 5, 2022 Uncategorized
-
მეორეკლასელმა “მზეკაბანელებმა” (ხელმძღვანელი ანა სახელაშვილი) ტურფა გაზაფხულს ძალიან ლამაზი საღამო მიუძღვნეს. საკლასო ოთახში ისეთი სასიამოვნო გარემო იყო შექმნილი, ვერც კი იფიქრებდით , რომ გარეთ სუსხიანი ქარი ქროდა.თუმცა სასიამოვნო მუსიკალური ჰანგები მის ზუზუნს ფარავდა. ( მადლობა გულთამზე მასწავლებელს)გაზაფხული ხომ სიცოცხლის განახლებისა და ფერადოვნების დღესასწაულია! ვისურვოთ, რომ სამყაროც ასეთივე ფერადი და მშვენიერი იყოს ყოველთვის, როგორც გაზაფხულია!მეტი
-
“შენი ჩახუტება ყველაზე ტკბილია”
April 5, 2022 Uncategorized
-
დედის დღესა და გაზაფხულის დღესასწაულებს მიუძღვნეს მესამეკლასელმა “მზეკაბანელებმა ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო. ძალიან ბევრი ლამაზი ლექსი და თბილი სიტყვა მიუძღვნეს პატარებმა საკუთარ დედიკოებს… ღონისძიებაზე უკრაინის ომით გამოწვეული ტკივილიც იგრძნობოდა… მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ხელით შესრულებული ნახატები, რომლებითაც განსაცდელში მყოფი თანატოლებისადმი გამოხატეს თანადგომა… გამამხნევებელი წერილებიც დაუწერიათ…ვისურვოთ, რომ სამყაროში ამიერიდან არც ერთმა პატარამ არ ნახოს, რა არის ომი…გასაოცარია, მაგრამ კლასში ყველა კარგად მღერის და ეს უდაოდ ქალბატონ გულთამზე კუბლაშვილის დამსახურებაა…საღამო შემეცნებით ხასიათსაც ატარებდა. ბავშვებმა მშობლებთან ერთად შეასრულეს რამდენიმე საინტერესო აქტივობა და გვაგრძნობინეს, რომ ცხოვრება მშვენიერია… არავის აქვს უფლება, პატარებს წაართვას ყველაზე ძვირფასი რამ- მშვიდობა!არა ომს! არა სისხლისღვრას!მხოლოდ მშვიდობის მტრედებმა იფრინონ უღრუბლო ცაზე!მეტი
-
” დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო”
March 5, 2022 Uncategorized
-
ჩვეული ფერადოვნებითა და სილამაზით,სამეჯლისო და სადღესასწაულო განწყობით სამყაროში ვეღარ შემობრძანდა კოპწია გაზაფხული. ეს ყველაფერს დაეტყო ჩვენს ქვეყანაშიც. მაგრამ რადგან დედა სიცოცხლისა და განახლების საწყისია, “მზეკაბანელმა” პატარებმა საკუთარ დედებს მოკრძალებულად მაინც მიულოცეს ეს დღესასწაული.3 და 4 მარტს I და IV კლასებში . ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო გაიმართა- ” დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო”, რომელიც უკრაინელთა სოლიდარობის ნიშნად, წუთიერი დუმილითა და უკრაინის ჰიმნით დაიწყო.დანარჩენს ფოტომასალა უკეთ გეტყვითმეტი
-
” ზღაპრების სამყაროში”
March 5, 2022 Uncategorized
-
პროექტი ” ზღაპრების სამყაროში” მეოთხეკლასელ ” მზეკაბანელებთან”.მხატვრული ტექსტის ანალიზის, სინთეზისა და შეფასების უნარების განვითარება ლიტერატურის მასწავლებლის უმთავრესი გამოწვევაა. ამაზე პედაგოგი სწავლების ადრეული საფეხურიდანვე უნდა ზრუნავდეს. ამიტომ მეოთხე კლასში განხორციელებული პროექტის – ” ზღაპრების სამყაროში” – მიზანი იყო მოსწავლეთათვის მხატვრული ტექსტის სტილის წერის სწავლება.პატარა მეზღაპრეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი ამ პროექტს, რომლის პრეზენტაცია გაიმართა დღეს სკოლის საკონფერენციო დარბაზში.მოსწავლეებმა იციან, რომ მხატვრულ ტექსტს აქვს შესავალი, იკვრება კვანძი, ხდება მოქმედების განვითარება, რომელიც აღწევს კულმინაციას, იხსნება კვანძი( სადაც ნათელი ეფინება ინტრიგას, რომელიც კვანძის შეკვრისას ჩაიდო) , და ბოლოს თხზულების ფინალია.პატარების გამოგონებული ამბები ( ზღაპრები)განსაკუთრებული იყო სიუჟეტითაც, ლექსიკური მარაგითაც, შინაგანი ენერგიითა და ენობრივი საშუალებებით.პატარებს თავიანთი ზღაპრების ვიზუალურ მხარეზეც უზრუნიათ, ზოგს წიგნის ფორმა მიუცია ნაშრომისათვის და ილუსტრაციებით გაულამაზებია, ზოგიერთმა ზღაპარი დიდ პლაკატზე წარმოადგინა, საკუთარი ნახატებითა თუ ფოტომასალით გაამდიდრა.პროექტში ჩართული იყვნენ მშობლებიც, რაც ამ კლასისათვის არაა უცხო.პატარებმა საკმაოდ ფართო აუდიტორიის წინაშე შესანიშნავად გაართვეს თავი პრეზენტაციას. მხოლოდ ნიკოლოზ ხოშტარია ჩაერთო დისტანციურად, რომელიც რამდენიმე დღეა იზოლაციაშია.მოსწავლეებს ამ დღის სამახსოვროდ სკოლის დირექციისაგან გადაეცათ სერტიფიკატები.
-
,,კაქტუსზე დარდი”
March 5, 2022 Uncategorized
-
,,კაქტუსზე დარდი კომპიუტერის მცხუნვარე მზის ქვეშ.ციცქნა ეკლებით რომ ირქინება, რადგანაც თავისი უდაბნო ენატრება” ,,ცენტრის”კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელი კლუბის(კოორდინატორი-შორენა მგელაძე) პატარებმა,კერძო სკოლა ,,მზეკაბანი 2007”-ის ძალიან ყოჩაღმა მესამეკლასელებმა სადისკუსიო თემა: ,,კაქტუსი კომპიუტერთან” ხალისით აითვისეს და პედაგოგის შორენა მგელაძე-ის მიერ შეთავაზებული დავალება თავიანთი მოსაზრებებით აქტივობის ბარათებზე საინტერესოდ წარმოადგინეს.მზეკაბანი-2007აღნიშნული თემა აქტივობების ციკლიდან ამჯერად მოსაზრებული იყო ,,ცენტრის”ყველაზე პატარა ეკოკლუბელის-ლილე კუბლაშვილის მიერ. თემატიკის ათვისება გრძელდება სხვა ჯგუფებთანაც მეცადინეობების სერიით-,,სტუმრად ეკო კლუბში”-ეკოლოგია დაწყებითი კლასელებისათვის.მეტი
-
” მზეკაბანის” კურსდამთავრებულები ” მზეკაბანისათვის”
March 5, 2022 Uncategorized
-
პროექტის ფარგლებში სკოლას ესტუმრა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის ფაკულტეტის წარმატებული სტუდენტი – ლანა ჭანტურიძე, რომელიც სრული დაფინანსებით სწავლობს უნივერსიტეტში და ამავდროულად სტიპენდიანტია.ლანა შეხვდა საშუალო საფეხურის მოსწავლეებს ( მე- 9, მე- 10, მე-11 და მე- 12 კლასელებს) წარმოადგინა ძალიან საინტერესო პრეზენტაცია და აუდიტორიას მისთვის გასაგებ ენაზე აუხსნა, რა არის მენეჯმენტი.მან ასევე ისაუბრა იმ პროექტებზე, რომლებზეც სტუდენტობის პერიოდში მუშაობდა.EMOTE არის ვებსაიტი, რომელიც აკავშირებს ფსიქოლოგიური დახმარების მსურველ ადამიანებსა და ფსიქოლოგებს.Voice of KIU წარმოადგენს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტური ცხოვრების, შეღავათებისა და მიზეზების შესახებ ინფორმაციულობის გაზრდას.SMARTERY – უსაფრთხო მიტანის სერვისი რობოტის საშუალებით.ესაა პროექტების ჩამონათვალი, რომელებზედაც ლანა თავის მეგობრებთან ერთად მუშაობდა.პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეებმა ძალიან საინტერესო კითხვებით მიმართეს სტუმარს და მიიღეს დამაკმაყოფილებელი პასუხები.შეხვედრის ბოლოს სტუმარს სკოლის დირექციისაგან გადაეცა სამახსოვრო სერტიფიკატი” წარმატებული ” მზეკაბანელი” “.პროექტი გრძელდება…..კიდევ ბევრ წარმატებულ ” მზეკაბანელს ” გაგაცნობთ.მეტი
-
” მზეკაბანის ” კურსდამთავრებულები ” მზეკაბანისათვის”
March 5, 2022 Uncategorized
-
სკოლას პროექტის ფარგლებში ეწვია 2011- 2012 სასწავლო წლის წარმატებული კურსდამთავრებული – მარეხ ნიკოლაძე. შეხვედრა გაიმართა უფროსკლასელ მოსწავლეებთან და პედაგოგებთან რეგულაციების დაცვით.გვსურს, საზოგადოებამ უფრო მეტი იცოდეს მისი წარმატებების შესახებ, ამიტომაც გთავაზობთ იმ გზას, რომელიც ამ 10 წლის განმავლობაში გაიარა კარიერული წინსვლისას.უცვლელად გთავაზობთ ამონარიდს მისი ბიოგრაფიიდან: “სკოლის დამთავრების შემდეგ, მაქვს ბედნიერება მერქვას „მზეკაბანელი“, ეს ჩემთვის ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანი სტატუსია. 2012 წელს ჩავაბარე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამაზე. ბაკალავრის წარჩინებით დასრულების შემდეგ, ჩავირიცხე ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე. 2018 წელს დავიცავი სამაგისტრო ნაშრომი თემაზე: „ევროინტეგრაციის თანამედროვე დისკურსის კულტუროლოგიური ასპექტები“. 2018 წელსვე მოვიპოვე ინგლისური ენის უფროსი მასწავლებლის სტატუსი. 2020-2021 წლებში გავიარე იუნისეფ საქართველოს მიერ მომზადებული პროგრამა და მომენიჭა ბავშვის უფლებების სპეციალისტის სტატუსი. 2021 წელს ჩავაბარე ერთობლივ სადოქტორო პროგრამაზე განათლების მეცნიერებები, რომელიც ხორციელდება საქართველოს ოთხი უნივერისტეტის ბაზაზე (ATSU, TSU, BSU, TeSaU). ჩემი სადისერტაციო ნაშრომის მომზადებაში თანახელმძღვანელობას მიწევს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი დოქტორი ღასან ხალილი.2017 წლიდან ვმუშაობ ჩემ „დედა“ უნივერსიტეტში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პედაგოგიური ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტად. ჩართული ვარ საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და აკრედიტაციის პროცესებში. 2018 წლიდან დავიწყე სასწავლო-სააღმზრდელო საქმიანობა: საზოგადოებასთან ურთიერთობა, ინკლუზიური განათლება, კვლევა და კვლევის თანამედროვე მეთოდოლოგია, კლასის მართვა და ეფექტური კომუნიკაცია, ბავშვთა უფლებები და ინგლისური ენა. 2020 წლიდან ჩართული ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაში – „აღმზრდელი“ მოდულების განმახორციელებლად. 2020 წლიდან გავხდი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული და უწყვეტი განათლების ცენტრის ბაზაზე არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი – „ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი“ და „აღმზრდელი“. 2020 წლიდან ვარ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული ბავშვის უფლებები ცენტრის სპეცილისტი. 2017 წლიან ჩართული ვარ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემქნილ პროექტში – ქართული ენის დისტანციური სწვალება – როგორც ქართული ენის მასწავლებელი. 2020 წლიდან, კი ზრდასრულთა განათლების ტრენერად. ამჟამად ვმონაწილეობ ერაზმუს+ პროგრამის განხორციელებაში: ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ინკლუზიისათვის, რომლის ფარგლებშიც ვიმუშავე სტუდენტებისათვის საკითხავი მასალის თარგმანასა და შედგენაზე, დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეებთან მუშაობის მეთოდოლოგიის მიმართულებით ვარ სამუშაო ქვეჯგუფის კოორდინატორი. 2021 წელს „ბავშვის უფლებების ცენტრის“ ეგიდით, ჩემი თანაავტორობით გამოიცა ბავშვის უფლებების ბროშურა. 2019 წლიდან ვმონაწილეობ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. 2021 წელს საქართველოში ჩატარდა ევროპის გოგონათა მეათე მათემატიკური ოლიმპიადა, რომელსაც უმასპინძლა ქუთაისმა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ვიყავი საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. ჩემი კარიერული წინსვლის გზაზე ვცდილობ არასოდეს დავივიწყო ის ადამიანები, ვინ უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემს პიროვნებად ფორმირებაში.”სტუმრისთვის გულისამაჩუყებელი აღმოჩნდა ქართულის პედაგოგის – ქალბატონ მანანა წერეთლის სიურპრიზი……2012 წლის მაისში ბანკეტზე საჩუქრად გადასაცემი ტრადიციული ” ბოლო ზარი” , რომელიც აბსოლუტურად ყველა კურსდამთავრებულს აქვს მანანა მასწავლებლის მისადმი მიძღვნილი ლექსებით…. ბუნებაში შემთხვევით არაფერი ხდება და10 წლის შემდეგ ზარმა პატრონს ” მიაგნო”!” მზეკაბანი” სამართლიანად ამაყობს თავისი კურსდამთავრებულებით! სულ მალე კიდევ გაგაცნობთ საინტერესო სახეებს!მეტი
-
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა
February 14, 2022 Uncategorized
-
ტრადიცია გრძელდება!” მზეკაბანი 2007 -ის” მოსწავლეები ყოველთვის დიდ წარმატებებს აღწევდნენ ხოლმე ეროვნული -სასწავლო ოლიმპიადის ყველა ეტაპზე. ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა…სამი ” მზეკაბანელი” : 1. მიხეილ ჭანტურიძე ( XII კლასი ინგლისური)2. ჯარჯი ჯამალაშვილი ( XII კლასი ინგლისური)3. ვახო პატარიძე ( X კლასი ბიოლოგია)რესპუბლიკის საუკეთესო შედეგების მქონე 50 მოსწავლეს შორის არიან და მონაწილეობას მიიღებენ დასკვნით ტურში.ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას მოსწავლეებსაც და მათ პედაგოგებს – ქეთევან გოგიაშვილსა და თეა სამხარაძეს.წინ რთული ტური გელოდებათ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ აქაც ღირსეულ შედეგს აჩვენებთ!მეტი