-
ინგლისურენოვანი მარათონი მეექვსე კლასში
November 14, 2020 Uncategorized
-
6 ნოემბერს, შემაჯამებელი მუშაობა ჩატარდა ინგლისურ ენაშიVI კლასში (პედაგოგი მაკა ლიკლიკაძე).გაკვეთილი ძალიან ხალისიანად და ამავდროულად საინტერესოდ წარიმართა…ორ ჯგუფად გაყოფილი პატარები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ლექსიკური მარაგისა და გრამატიკული მასალის ცოდნაში.აქტივობა აქტივობას ცვლიდა ….ორი გაკვეთილი ისე სწრაფად გავიდა, ვერც კი გაიგეს…
-
ო, ენავ ჩემო!
November 14, 2020 Uncategorized
-
5 ნოემბერს, მეშვიდე კლასის მოსწავლეებს (ჰქონდათ პრეზენტაცია პროექტისა, რომელიც ენის წარმოშობის საკითხებს აერთიანებდა.( პედაგოგი აზა მემანიშვილი)სამი ჯგუფი მთელი ორი კვირა მუშაობდა აღნიშნულ თემაზე.პრეზენტატორებმა ძალიან საინტერესო მასალა წარმოადგინეს, პრეზენტაცია გაამდიდრეს საკუთარი ხელით შექმნილი რესურსებით.
-
ლაშქრობა მოაწყვეს მარშუტით : თერჯოლა – გოგნი – ძევრი – თერჯოლა
November 14, 2020 Uncategorized
-
ღვინობისთვე საოცარი პერიოდია ლაშქრობისთვის…17 ოქტომბერს, კერძო სკოლა ” მზეკაბანი 2007- ის” მეათეკლასელებმა ( კლასის ხელმძღვანელი არნოლდ დოლაკიძე) ლაშქრობა მოაწყვეს მარშუტით : თერჯოლა – გოგნი – ძევრი – თერჯოლა.მოილოცეს გოგნის წმინდა გიორგის სალოცავი…ტყით წამოვიდნენ ძევრში, სადაც გამოქვაბულებს ესტუმრნენ…ძევრულჰესშიც შეიარეს…შემოდგომის ფერთა პალიტრითაც დატკბნენ…დარწმუნდნენ, რომ არა მარტო უდიდესი ისტორიული წარსულის მქონე ქვეყანაში ცხოვრობენ, არამედ, მსგავსი სილამაზე იშვიათია და ამას ყველაფერს დაფასება, მოვლა და პატრონობა სჭირდება. დროდადრო ისტორიის პედაგოგების – არნოლდ დოლაკიძისა და ბადრი რობაქიძის საინტერესო საუბრებს ისმენდნენ დასათვალიერებელ ადგილებთან დაკავშირებით.ღვინობისთვის ჩახჩახა მზე ენთო ცარგვალზეც და მოლაშქრეთა გულებშიც……პ.ს. მწვადიც გახლდათ …მის გარეშე ლაშქრობა სრულფასოვანი ნამდვილად ვერ იქნებოდა
-
მოგზაურობა ცხოველთა სამყაროში
November 14, 2020 Uncategorized
-
პირობითად ასე შეიძლება დავარქვათ ბუნების გაკვეთილს, რომელიც პედაგოგმა ლია ნიკოლაძემ ჩაატარა მეორე კლასში.შინაური ცხოველები –ძუძუმწოვრები…ასეთი გახლდათ გამოსაკითხი გაკვეთილის თემა. პატარებს ძალიან ბევრი დამატებითი მასალა მოუძებნიათ დამხმარე ლიტერატურიდან თუ ინტერნეტიდან.ამიტომაც გამოავლინეს საკმაოდ დიდი ცოდნა ზემოაღნიშნულ თემასთან დაკავშირებით..მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები ჰყავდათ, მოსწავლეებს ძალიან ყოჩაღად ეჭირათ თავი,სწრაფად და დამაჯერებლად პასუხობდნენ შეკითხვებს და საოცარ უნარებს ავლენდნენ სხვადასხვა აქტივობის შესრულებისას.” ტყის ნადირი” – ასეთი გახლდათ ახალი გაკვეთილის თემა. მასწავლებელმა გამოიყენა მდიდარი რესურსი. პატარებმა ცოდნაც შეიძინეს და სანახაობრივადაც კარგი გაკვეთილი გამოუვიდათ….” თქვენ წარმოიდგინეთ, ” სტუმარმა ბაჭიამაც ” ძალიან კომფორტულად იგრძნო თავი მისთვის უჩვეულო გარემოში.მეტი
-
შაკო კირკიტაძის სახელობის თასის მფლობელი მეათე კლასის ფეხბურთელთა გუნდი გახდა!
November 14, 2020 Uncategorized
-
9 ოქტომბერს, გაიმართა ფინალური მატჩი ფეხბურთში შაკო კირკიტაძის სახელობის გარდამავალ თასზე. ერთმანეთს დაუპირისპირდა მეათე და მეთერთმეტე კლასების გუნდები….თამაში მეათეკლასელთა უპირატესობით დაიწყო და კიდევაც დაწინაურდნენ ანგარიშით 4 : 0. მაგრამ მოწინააღმდეგე გუნდმა შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა და ანგარიში გათანაბრდა. შემდგომ ორივე კარში თითო გოლი კიდევ გავიდა ..ანგარიში გახდა 5:5. თასის მფლობელის გამოსავლენად დაინიშნა პენალტების სერია…აქ კი უფრო ყოჩაღები მეათეკლასელები აღმოჩნდნენ. გამარჯვებულ ფეხბურთელებს თასი გადასცა გასული წლის ჩემპიონი გუნდის კაპიტანმა – თემურ გაბეხაძემ.ყველაფერი ამით არ დასრულებულა…გამოვლინდნენ საუკეთესო მონაწილენი:1. საუკეთესო მოთამაშის ტიტული სამართლიანად მოიპოვა ნიკა აბჟანდაძემ ( გატანილი გოლების უმრავლესობა მისი დამსახურებაა)2. საუკეთესო მეკარე- ჯარჯი ჯამალაშვილი3. მაყურებლის სიმპატია – ვასო ძოწენიძე4 ტურნირის აღმოჩენა – ნიკოლოზ სოფრომაძემათ გადაეცემათ დიპლომები და საჩუქრები..მეტი
-
January 29, 2020 Uncategorized
-
კიდევ ერთი ლამაზი დღე “მზეკაბანში”
განსაკუთრებულად დაიწყო მეორე სემესტრი კერძო სკოლა “მზეკაბანში”. მამა ქრისტეფორეს კურთხევით უფლის მადლი გადმოვიდა ყველა მზეკაბანელზე.
სულ ახლახან მთელმა მართლმადიდებელმა სამყარომ ზეიმით აღნიშნა იესო ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაული, სულ მალე ნათლისღებას ვიზეიმებთ.
სრულიად საქართველოს შეეწიოს ამ დღის მადლი და გაგვაძლიეროს. -
საახალწლო ზეიმი “მზეკაბანში”
January 29, 2020 Uncategorized
-
წინასაახალწლო საზეიმო განწყობა ნამდვილად აგვიმაღლეს მეორე კლასელებმა, რომლებმაც ძალიან ლამაზი საკარნავალო წარმოდგენა გამართეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დარბაზში.( პედაგოგები: ლია ნიკოლაძე, გულთამზე კუბლაშვილი)
კოსტიუმირებულმა წარმოდგენამ მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. ლექსი,სიმღერა და ცეკვა ენაცვლებოდა ერთმანეთს, ხალისიანი განწყობა იგრძნობოდა სცენაზეც და დარბაზშიც. დანარჩენს ფოტოსურათები უკეთ “მოგითხრობენ”. -
January 29, 2020 Uncategorized
-
ყველაზე პატარა მზეკაბანელებმა 25 დეკემბერს საახალწლო ზეიმი გამართეს…
( პედაგოგები ეთერ თურქაძე და გულთამზე კუბლაშვილი)
-
January 29, 2020 Uncategorized
-
25 დეკემბერი პოეზიის დღესასწაულით აღნიშნეს „მზეკაბანის“ მერვეკლსელებმა: ვახო პატარიძემ,ლუკა რიჟამაძემ,ბაია მაკარიძემ, ნინი მაჭარაშვილმა,გვანცა ქარქაშაძემ, ანა კუბლაშვილმა,ლიზი ნეფარიძემ,მარიამ მაკარიძემ,მარიამ პერანიძემ,მარიამ გეწაძემ.(მასწავლებელი მ.წერეთელი)
მათს „პოეზიის მშვენიერ წამს“ შეუერთდა არაჩვეულებრივად წაკითხული ლექსით მშობელი სოფიკო ჭანტურიძე.
მონაწილეებმა საუკეთესო ლექსებით,საოცარი ემოციებით,ნახატებით,სურათებით გააფერადეს ერთი ჩვეულებრივი სასკოლო დღე და პოეზიით მართლაც შეაჩერეს მშვენიერი წამი.
ერთხელ კიდევ დაადასტურეს, რომ პოეზიას შეუძლია ტკივილების დაამება, დარდის გაქარვება, უზომო სიხარულის მინიჭება მსმენელისა და მონაწილეობისათვის -
პროექტი „ახალგაზრდა ხელოვანი“
January 29, 2020 Uncategorized
-
,,მზეკაბანელები“ აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა რესპუბლიკურ კონკურსში და საკმაოდ წარმატებულადაც. ამჯერად გვინდა გაგაცნოთ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა- x კლასის მოსწავლე დიმა ჩუბინიძე,რომელმაც მონაწილეობა მიიღო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ პროექტში „ახალგაზრდა ხელოვანი“,რომელიც ახალგაზრდა ნიჭიერ მხატვრებსა და პროზაიკოსებს აერთიანებს. კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ საზაფხულო ბანაკით რაჭაში. 4 დღის განმავლობაში მონაწილეები ჩართულნი იყვნენ სამხატვრო მარათონში. გამოვლინდა 12 გამარჯვებული და წლის ყოველი თვის თემატიკაზე შეიქმნა ნახატები.
23 დეკემბერს ქ. თბილისში გაიმართა გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება და მოეწყო პრეზენტაცია.
გამარჯვებულთა შორის ჩვენი დიმა ჩუბინიძეცაა.მან საჩუქრად მიღებული ახალი 2020 წლის კალენდარი .რომლის პირველი თვე( იანვარი) სწორედ დიმას ნახატითაა ილუსტრირებული, თანაკლასელებს უძღვნა და დღეიდან დაამშვენებს X კლასელთა საკლასო ოთახს.
ვულოცავთ დიმას დამდეგ ახალ წელს და მომავალში დიდ გამარჯვებებს ველოდებით მისგან.