,,რუსთაველის დღეები”

May 14, 2018 Uncategorized  No comments

,,რუსთაველის დღეების“ ფარგლებში საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ ორგანიზებული ხატვის კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ ,,მზეკაბანელები”:
უმცროს ასაკობრივ ჯგუფში
ნინი მაჭარაშვილი
უფროს ასაკობრივ ჯგუფში
ლანა ჭანტურიძე.
მათ ნახატებს ,,ვეფხისტყაოსნის”საიუბილეო კალენდარში მოხვედრის პატივი ხვდა წილად
ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას და დიდ წარმატებას ვუსურვებ მომავალში
საღამო ძალზე გაალამაზა ნინი მაჭავარიანის ულამაზესმა სიმღერამ

 

მეტი

,,რუსთაველის დღეები”

May 14, 2018 Uncategorized  No comments

,,რუსთაველის დღეების“ ფარგლებში საგანმანათლებლო რესურსცენტრმა რამოდენიმე ღონისძიება დაგეგმა და განახორციელა. მათ შორის თეატრალური შუადღე…..
,,მზეკაბანელებმა” ღირსეულად წარმოადგინეს ,,ვეფხისტყაოსნში” გაბნეული
მარგალიტები…..გოგა დათიაშვილმა,გიგი კუბლაშვილმა,ლანა ჭანტურიძემ,ანი მაჭავარიანმა,გვანცა ქარქაშაძემ დიდი ოსტატობით გააცოცხლეს პოემის უკვდავი პერსონაჟები……უზომო შრომა დაუფასდა მანანა წერეთელს ..სცენას რენადა აბჟანდაძის დეკორაციები ძალიან მოუხდა………..ვულოცავ მათ გამარჯვებას და ვუსურვებ მომავალ წარმატებებს.

 

 

მეტი

მათემატიკურ ოლიმპიადაში ,,სოსელო“ მონაწილეების დაჯილდოება

May 14, 2018 Uncategorized  No comments

მათემატიკურ ოლიმპიადაში ,,სოსელო“ მონაწილეობდნენ ,,მზეკაბანი-2007“-ის მოსწავლეები.მათ უმაღლესი ქულები დაიმსახურეს.
მათთვის ფულადი პრიზი დააწესა ფირმა ,,Kon-Tex-Jeans”-ის
დირექტორმა ,მზეკაბანის“-ის ყოფილმა თანამშრომელმა ნინო გვენეტაძემ.
მონაწილე მზეკაბანელთა,მასწავლებელთა და მშობელთა სახელით უღრმეს მადლობას მოვახსენებ მას თანადგომისა და მოსწავლეთათვის ამ დიდი სიხარულის მინიჭებისათვის.
შედეგები კი ასეთია:

ნინი გოგიაშვილი პირველი ადგილი-IXკლასი

ზურა არაბიძე პირველი ადგილი-Xკლასი

ლანა ზარნაძე პირველი ადგილიXIკლასი

ტარიელ ფანჩულიძე პირველი ადგილიXIIკლასი
ტარიელ ფანჩულიძემ ზედიზედ მესამედ მოიპოვა პირველი ადგილი ,რისთვისაც თერჯოლის მუნიციპალიტეტის მიერ დაჯილდოვდა ფასიანი საჩუქრით.მადლობა მათ გამოჩენილი ყურადღებისათვის.

მეტი

მათემატიკური ოლიმპიადა ,,სოსელოს ‘’ გამარჯვებულების დაჯილდოება

May 14, 2018 Uncategorized  No comments

მათემატიკური ოლიმპიადა ,,სოსელოს ‘’ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ დიპლომითა და ფულადი პრემიით.
ფულადი პრემია დააწესა მაკა კირკიტაძემ და ალეკო მაკარიძემ.უღრმასი მადლობა მათ.გამარჯვებულები
I ადგილი
IX კლასი – ჯანგიანია თათია- თერჯოლის პირველი საჯარო
X კლასი – გოგიაშვილი თამთა – რუფოთის საჯარო
XI კლასი – გოგავა ანნა – თერჯოლის პირველი საჯარო
XII კლასი – ცერცვაძე საბა – თერჯოლის პირველი საჯარო
II ადგილი
IX კლასი – ჭანტურიძე გვანცა -ზედა საზანოს საჯარო
X კლასი – ბრეგვაძე დავითი – ზედა საზანო საჯარო სკოლა
XI კლასი – გოგიაშვილი გალაქტიონ – რუფოთის საჯარო სკოლა
XII კლასი – გავაშელაშვილი მარიამი – ღვანკითის საჯარო სკოლა
III ადგილი
IX კლასი – გავაშელაშვილი დათო -თერჯოლის პირველი საჯარო
X კლასი – აბჟანდაძე თამუნა – ჩხარის პირველი საჯარო სკოლა
XI კლასი – ვერულაშვილი ანა – ძევრის საჯარო სკოლა
XII კლასი – არჩვაძე ანა – თერჯოლის მეორე საჯარო სკოლა

IV ადგილი
XI კლასი- ძოწენიძემარიამი-თერჯოლის მეორე საჯარო
XI კლასი- აბჟნადაძე ქეთევანი- ახალთერჯოლის საჯარო
X კლასი – ჭანტურიძე ლანა – „მზეკაბანი 2007“

მეტი

მათემატიკური ოლიმპიადა ,,სოსელო”

May 14, 2018 Uncategorized  No comments

სოსო მაკარიძის სახელის უკვდასაყოფად მათემატიკური ოლიმპიადა ,,სოსელო”წელს უკვე მესამედ ჩატარდა.
ღონისძიებას თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე, თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ფანჩულიძე,მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე, მოადგილე მერაბ სირაძე, თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის გაერთიანებული ოლქის თანამშრომლები , ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სოსელოს მშობლები: მაკა კირკიტაძე და ალექსანდრე მაკარიძე, გამარჯვებული მოსწავლეები,მასწავლებლები,დირექტორები,მშობლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

 

 

 

მეტი

საკლასო პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია

April 4, 2018 Uncategorized  No comments

19 მარტს მეათე კლასმა ინგლისურ ენაში წარმოადგინა შემაჯამებელი პრეზენტაცია პროექტისა “Important Periods in Classical Music and Famous Composers”. პროექტის ხელმძღვანელი:მაკა ლიკლიკაძე.

 

 

 

მეტი

Success

March 30, 2018 Uncategorized  No comments

ინგლისური ენის წრე “Success” მუშაობის პროცესში.

წრის ხელმძღვანელი:მაკა ლიკლიკაძე

 

მეტი

სასწავლო პროექტი ინგლისურ ენაში

March 19, 2018 Uncategorized  No comments

ინგლისურ ენაში მიმდინარე სასწავლო პროექტის, “Tourist Attractions in Great Britain”, შემაჯამებელი პრეზენტაცია IX კლასში. 28.02.2018

 

მეტი

გალაკტიონ ტაბიძის ლირიკის იდუმალი მუსიკა

March 13, 2018 Uncategorized  No comments

XII კლასში პრეზენტაცია თემაზე :
“გალაკტიონ ტაბიძის ლირიკის იდუმალი მუსიკა”
მოსწავლეებმა – ლილე გოდუაძემ,ბაქარ დიაკონიძემ, ავთანდილ კუბლაშვილმა,ზაზა მორჩაძემ, ანა რობაქიძემ,ტარიელ ფაჩულიძემ და ანა წიქარიშვილმა -საათ-ნახევრის განმავლობაში ძალიან ლამაზ, იდუმალებით მოცულ და ამავდროულად რომანტიკულ სამყაროში გადაიყვანეს აუდიტორია … პრეზენტატორები ეცადნენ, ჩაწვდომოდნენ პოეტის სულის მშვენიერებას, მისი ლექსების მუსიკალობასა და მიღებული განცდა შეძლებისდაგვარად მიეტანათ მსმენელამდე.
პრეზენტაციებს ფონად გასდევდა გალაკქტიონის ლექსებზე შექმნილი სიმღერების მუსიკა; სლაიდ-შოუმ კიდევ უფრო სანახაობრივი და შთამბეჭდავი გახადა თითოეული მოსწავლის გამოსვლა …მოსმენილ იქნა თავად პოეტის მიერ წაკითხული “მთაწმინდის მთვარის “აუდიო- ჩანაწერი, თითქოს დიდი მგოსნის სული აქვე ტრიალებდა….

 

 

მეტი

რესურსის დამზადება და გამოყენება

March 13, 2018 Uncategorized  No comments

მერვე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკის გაკვეთილზე მარტივი რესურსები დაამზადეს და გამოიყენეს სხეულების დამუხტვასა და განმუხტვაზე სადემონსტრაციოდ…

მეტი