-
გილოცავთ!
January 22, 2024 Uncategorized
-
ვულოცავთ ბიოლოგიის დამწყებ პედაგოგს – მანანა აბრამიშვილს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებასწარმატებებს ვუსურვებთ მომავალში! ‘”მზეკაბანის” რიგებს მისი სახით კიდევ ერთი ღირსეული ახალგაზრდა პედაგოგი შეემატა.
-
შემოდგომაც გავაცილეთ
November 30, 2023 Uncategorized
-
გიორგობისთვის ბოლო დღეს შემოდგომა ლამაზად და “გემრიელად” გააცილეს პატარა ” მზეკაბანელებმა”. ( კლასის ხელმძღვანელები თამთა თოხაძე და მარიამ აბესაძე). ფერადოვნება და ლამაზი მუსიკა ნამდვილად ქმნიდა საზეიმო განწყობას, მადლობა გულთამზე, თამთა და მარიამ მასწავლებლბსა და მოსწავლეთა მშობლებს ყველა სასკოლო აქტივობაში აქტიური ჩართულობისათვის!
-
ღია გაკვეთილი მათემატიკაში
November 24, 2023 Uncategorized
-
ძალიან საინტერესო, აქტივობებით დატვირთული, “ცოცხალი” გაკვეთილი მეხუთეკლასელ ” მზეკაბანელებთან” მათემატიკაში( პედაგოგი – ეთერ ტურავა)კიდევ დიდხანს უნდა იყოთ ჯანმრთელად და ჩვეული ენერგიით ემსახუროთ , ქალბატონო ეთერ, თქვენს საყვარელ საქმეს! მთავარანგელოზობასა და შვილიშვილის დაბადების დღეს ერთად გილოცავთ! პ.ს. ის 45 წუთი გაკვეთილზე ისე გავიდა, არც მიგრძვნია.მათემატიკა ჩემი ფავორიტი საგანი იყო და იქნება ყოველთვის!
-
პროექტი – ” ….ყველა ჩემი სამშობლოა”
November 24, 2023 Uncategorized
-
პრეზენტაციის უნარის განვითარებას სწავლების ადრეულ საფეხურზევე დიდი ყურადღება ექცევა ” მზეკაბანში” მეოთხეკლასელებს ( კლასის ხელმძღვანელი და ხელოვნების პედაგოგი ანი სახელაშვილი) დღეს ჰქონდათ პროექტის – ” ….ყველა ჩემი სამშობლოა” პრეზენტაცია. პატარებმა ამჯერად საქართველოს მხოლოდ სამი კუთხე – იმერეთი, სამეგრელო და ქვემო ქართლი წარმოადგინეს. მოსწავლეებს ბევრი უშრომიათ, რომ პროექტი საინტერესო , მრავალფეროვანი და რესურსებით მდიდარი გამოსულიყო. შემოდგომის მიწურული გახლავთ, ამიტომ თითოეულმა გამომსვლელმა იმაზეც გაამახვილა ყურადღება, საქართველოს ამა თუ იმ კუთხეში როგორ ემზადებიან ზამთრისათვის.კლასის ყველა მოსწავლე გამოირჩეოდა აქტიურობით, უნდოდათ ,საყვარელი კლასის ხელმძღვანელისათვის ეს დღე განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ყოფილიყო…გამოუვიდათ კიდეც!
-
“სტუმრად ზოოპარკში”
November 19, 2023 Uncategorized
-
ასე ერქვა დავალებას,რომელიც “მზეკაბანელმა მეექვსეკლასელებმა” წარმოადგინეს. მათ პრეზენტაციისას გარდა ლექსიკურ-გრამატიკული კონსტრუქციების გამოყენებისა, გამოავლინეს შემოქმედებითი უნარი.საგანი: რუსული ენამასწავლებელი დარეჯან ჭანტურიძე
-
ტოლერანტობის დღე
November 19, 2023 Uncategorized
-
16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა, რომელსაც “მზეკაბანელი” მეხუთეკლასელებიც შეუერთდნენ. მოსწავლეები გაეცნენ დამრიგებლის მიერ მომზადებულ პრეზენტაციას და მიიღეს ინფორმაცია ამ დღის მნიშვნელობის შესახებ. ასევე , მათ ნახეს ფილმი “კლასის წინ”,რომელიც მოგვითხრობს ტურეტის სინდრომით დაავადებული ბიჭის ისტორიას. ბავშვებმა იმსჯელეს ფილმის შესახებ, მოიყვანეს პირადი მაგალითები, დახატეს და გააფერადეს ტოლერანტობის ამსახველი ნახატები. ისინი თვლიან, რომ ტოლერანტები არიან და იმედია, ცხოვრებაში ამ სიტყვას საქმედ გადააქცევენ.დამრიგებელი დარეჯან ჭანტურიძე.
-
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე
November 19, 2023 Uncategorized
-
20 წელზე მეტია გაეროს გადაწყვეტილებით ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს აღინიშნება.საქართველოს გამორჩეული ადგილი უკავია ეთნიკური, რელიგიური თუ კულტურული მრავალფეროვნების თვალსაზრისით და გააჩნია ტოლერანტულ გარემოში მშვიდობიანი თანაცხოვრების უნიკალური, მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია.დღეს ჩვენი ამოცანაა გავამყაროთ ეს ტრადიცია და ამ საფუძველზე დავაშენოთ მომავალი, სადაც ყველა მოქალაქე, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, თანასწორია და ჩართულია ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში.Ამ მიზნით სკოლაში მოეწყო სხვადასხვა აქტივობა მე – 6 და მე-7 კლასებში ჩატარდა ჯგუფური მუშაობა :Მოსწავლეებმა სხვადასხვა ტოლერანტულ თემატიკაზე შექმნეს პოსტერები, ბუკლეტები, ჩანახატები, ლოგოები. Აქტივობა დასრულდა არაჩვეულებრივი პრეზენტაციით.Მე-8 კლასში მოეწყო ფილმის ჩვენება “ექვთიმე ღვთისკაცი”.Მე-9 კლასში გაიმართა დისკუსია “ვარ თუ არა ტოლერანტი?”.Მე – 10 კლასი ფილმის ჩვენება “ნუ მოკლავ ჯაფარას”ვფიქრობ, ამ დღის მისია შესრულებულია, Მოსწავლეებმა გაიგეს,გაიხსენეს ტოლერანტობის მნიშვნელობა და შეეცდებიან ყოველთვის იყვნენ ტოლერანტები
-
პროექტი „ ნარინჯისფერი აჭარა“
November 12, 2023 Uncategorized
-
2023 წლის 12 ნოემბერს მზეკაბანელი მეხუთე კლასელების მიერ ( დამრიგებელი დარეჯან ჭანტურიძე) განხორციელდა პროექტი „ ნარინჯისფერი აჭარა“,რომელიც ითვალისწინებდა აჭარისა და იმერეთის რეგიონების შემოდგომის განსხვავებულობის გათავისებას, ქობულეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დათვალიერებას .მოსწავლეები გაეცნენ სხვადასხვა ისტორიული ექსპონატს, ქართული დამწერლობის სახეებს და აჭარის უძველეს ტრადიციებს , მოისმინეს საინტერესო ამბები , წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები აჭარულ და იმერულ ფერებში, ადგილზე წაიკითხეს მოთხრობა „ აკვანი“ ,ჩვენმა მოსწავლეებმა მიიღეს სამომავლო დავალებებიც ,დახატონ მარკების და ფულის მონეტების სასურველი ფორმები.პროექტმა სასიამოვნოდ ჩაიარა. პატარა მზეკაბანელებმა გაისეირნეს მუსიკალურ პარკში და გვიანი შემოდგომის ზღვის ტალღების ღელვაც იხილეს.დიდი მადლობა მეხუთე კლასის მშობლებს პროექტის ფარგლებში გამოჩენილი მხარდაჭერისათვის და მუზეუმის დირექტორს ბატონ რეზო ტაკიძეს არაჩვეულებრივი მასპინძლობისათვის.მეტი
-
სამეწარმეო კლუბი
November 12, 2023 Uncategorized
-
1 ოქტომბრიდან სკოლაში ფუნქციონირება დაიწყო სამეწარმეო კლუბმა, რომელსაც ხელმძღვანელობს პედაგოგი მაია გოგბერაშვილი.მან უცებ შემოიკრიბა ხელსაქმით დაინტერესებული გოგონები,რომლებიც კვირაში ერთხელ ხვდებიან ერთმანეთს და ეუფლებიან ყაისნაყით ქსოვას, სახლის დეკორაციისათვის ხელნაკეთი ყვავილებისა და გობელენის ნიმუშების შექმნის ხელოვნებას.კლუბს ძალიან დიდი და ფართო გეგმები აქვს. პროგრამის მიზანია მოსწავლეებს გამოუმუშაოს მეწარმეობის პრაქტიკული უნარ- ჩვევები,გააცნოს მათ ბიზნესისა და ეკონომიკის საფუძვლები მოქმედებაში,დაანახოს თავისუფალი მეწარმეობის ღირსებები და აქციოს ისინი თავისუფალ მოქალაქეებად დემოკრატიული საბაზრო ეკონომიკის საქართველოში.ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ გოგონებს მათ არაჩვეულებრივ მაია მასწავლებელთან ერთად. კლუბის წევრები დაგვპირდნენ, რომ პირველ გამოფენას საახალწლოდ შემოგვთავაზებენ.მეტი
-
,,ტვინების ბრძოლა” მზეკაბანში
November 12, 2023 Uncategorized
-
” ტვინების ბრძოლაც ” დასრულდა, რომელშიც შესაბამისი ასაკის ძალიან ბევრი ” მზეკაბანელი” იყო ჩართული. გამოვლინდა საუკეთესო შედეგის მქონე ორი გუნდი : მეშვიდეკლასელებისა “ტვინიონები” და მეთორმეტეკლასელების – “505”