-
” სასკოლო ტურნირის პრიზიორთა საზეიმო დაჯილდოება “მზეკაბანში”
November 2, 2023 Uncategorized
-
შეჯიბრში პირველი- მეთორმეტე კლასების 43 მოსწავლე მონაწილეობდა.U3 ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა გაბრიელ ბლიაძემ (IIIკლ); მეორე ადგილზე გავიდა გაბრიელ კახიანი ( IIIკლ) ; ხოლო მესამეზე – ამავე კლასის მოსწავლე – ზურა გეწაძე.U 6 ასაკობრივ კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო ლაშა ჭუმბურიძემ ( VIკლ). მეორე და მესამე საპრიზო ადგილები წილად ხვდათ მის თანაკლასელ გოგონებს – ბარბარე შალამბერიძესა ( II ადგილი) და ლიკა გამეზარდაშვილს ( III ადგილი)U 12 ასაკობრივ კატეგორიაში ჩემპიონი გახდა მეთორმეტეკლასელი ამიკო მაკარიძე, რომელმაც დაუმარცხებლად იასპარეზა და ყველაზე მაღალი ქულა მოაგროვა, მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩა მას მეშვიდეკლასელი ჯუბა არაბიძე, ხოლო მესამე ადილზე მეცხრეკლასელი ბექა შუღლაძე გავიდა.პრიზიორ მოსწავლეებს გადაეცათ შესაბამისი ხარისხის დიპლომები, ხოლო ჩემპიონებს – დიპლომებთან ერთად მედლები.ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარებისათვის მადლობა ჭადრაკის წრის ხელმძღვანელს ქალბატონ მერი ჩაფიჩაძეს, ” ტვინების ჭადრაკის” კოორდინატორს – ლია ნიკოლაძეს, სკოლის თვითმმართველობასა და თავად მონაწილეებს!პ.ს. განსაკუთრებით გახარებულები არიან მესამე და მეექვსე კლასების მოსწავლეები, რადგან შესაბამის ასაკობრივ კატეგორიებში სამივე საპრიზო ადგილი მათმა თანაკლასელებმა მოიპოვეს!
-
არა ბულინგს!
November 2, 2023 Uncategorized
-
ამ თემაზე ჩატარდა პრეზენტაცია მეხუთე კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე. ( პედაგოგი ქეთევან კირკიტაძე)დიდი ხნის განმავლობაში ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები ძირითადად ძალადობის უკვე მომხდარ შემთხვევებზე რეაგირებით შემოიფარგლებოდა. დღეს, მეცნიერული კვლევების სარწმუნო მონაცემებზე დაყრდნობით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბავშვზე ძალადობის ნებისმიერი ფორმის აღკვეთა შესაძლებელია მანამ, სანამ ის მოხდება.მეხუთეკლასელმა “მზეკაბანელებმა”შეისწავლეს არჩილ სულაკაურის მოთხრობა “ბიჭი და ძაღლი”,სადაც მძაფრად იგრძნობა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგები ბავშვები შეეცადნენ ინფორმაცია გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის ბულინგის სხვა სახეობებზე(კიბერბულინგი და არავერბალური ბულინგი)მოსწავლეებმა წარმოადგინეს თვალსაჩინო პრეზენტაციები “არა ბულინგს!”, “როგორ დავაღწიოთ თავი ძალადობას”ამ კლასში ნამდვილად არ იგრძნობა ბულინგის საფრთხე. საოცრად კეთილგანწყობილნი არიან ერთმანეთის მიმართ ( კლასის ხელმძღვანელი – დარინა ჭანტურიძე)
-
მედიაწიგნიერების კვირეული
November 2, 2023 Uncategorized
-
Მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, სკოლა”მზეკაბანი -2007″ აქტიურად იყო ჩართული.Კვირეული საინტერესო აქტივობებით წარიმართა!1.თვითმმართველობის მიერ დაიგეგმა კვლევა, რომელიც ითვილისწინებდა, რამდენად იცოდნენ Მოსწავლეებმა მედიაწიგნიერების რაობის შესახებ. Კვლევის ანალიზის მიხედვით დაიგეგმა სხვადასხვა აქტივობა(ხელმძღვანელი ელენე კუტივაძე) კლასებში(VII,VIII,IX,X,XI)2.ცნობიერების ამაღლების კუთხით მოეწყო საინფორმაციო შეხვედრა კლასებში.3.გაიმართა ანიმაციებისა და ფილმების ჩვენება-ფასილიტაცია.4.მოეწყო დისკუსია “აუცილებელია თუ არა მედიაწიგნიერების უნარების განვითარება”Დღეს მედიაწიგნიერების უნარების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის საუკუნეში ვცხოვრობთ!
-
„მედიაწიგნიერების დღე სკოლებში”
October 26, 2023 Uncategorized
-
“მზეკაბანი 2007-ის” კვირეული „მედიაწიგნიერების დღე სკოლებში”დღე Iმიმდინარე კვირეულის ფარგლებში V კლასში ჩატარდა პირველი აქტივობა ე.წ.კვლევა ,რომლის მიხედვითაც დადგინდა ,თუ რამდენად იყო კლასი ინფორმირებული მედიაწიგნირების შესახებ. ამისათვის გამოყენებულ იქნა შესაბამისი ტესტი , მოსწავლეებმა იმუშავეს წყვილებში და დააფიქსირეს სწორი პასუხების შესაძლო ვარიანტები. ტესტის დარიგების წინ ისინი გაეცვნენ მედიაწიგნიერების მიზანსა და საჭიროებას , ნახეს ანიმაციური ვიდეო და უპასუხეს შეკითხვებს. აღნიშნულმა აქტივობამ გამოავლინა,რომ მოსწავლეები საჭიროებდნენ დახმარებას მედიაწიგნიერების არსის უკეთ გასაცნობად.დღე IIV კლასში განხორციელდა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა, რომელიც ითვალისწინებდა მოსწავლეების დახმარებას, მათ შეკითხვებზე პასუხების გაცემას, ტესტის შედეგების განხილვას და შესაბამისი რესურსების მეშვეობით დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას. თვდაპირველად განიხილეს ტესტის სწორი პასუხები, მოსწავლეებმა გამოთქვეს საკუთარი დამოკიდებულება ზოგადად სოციალური მედიის ირგვლივ,მოიყვანეს პირადი მაგალითები და აქტიურად ჩაერთვნენ მოკლე დისკუსიაში. მომდევნო ეტაპზე მათ დაურიგდათ სპეციალური ბარათები ,რომლებზეც მოცემული იყო მედიაწიგნიერების შესახებ სხვადასხვა განმარტებები ,წესები და რეგულაციები. მოსწავლეებმა ხმამაღლა წაიკითხეს ბარათებზე დატანილი ინფორმაცია და განავრცეს მათი შინაარსი. ასევე ისაუბრეს ჰაკერების არსებობისა და დეზინფორმაციის შესახებ ,რითაც გარკვეული წარმოდგენა შეიქმნეს მედიაწიგნიერების თაობაზე, იმსჯელეს მის საჭიროებაზე და ნახეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული ვიდეო „მედიაწიგნიერების რაობა“,რომლის დახმარებითაც გაუმჯობესდა მოსწავლეთა წარმოდგენა მედიაწიგნიერების შესახებ.დღე IIIაქტივობა ,, გაშეშებული კადრი“კიდევ ერთი აქტივობა განხორციელდა მეხუთე კლასში. კლასმა ნახა საბავშვო ფილმი „ უხილავი ნიშანი“,რომელიც ეხებოდა სკოლას,მასწავლებლისა და მოსწავლის,შვილისა და მშობლის ურთიერთობებს.მათ ფილმიდან აირჩიეს პერსონაჟი, განასახიერეს და გაახმოვანეს ზოგიერთი კადრი, ეპიზოდი. დანარჩენებმა აღნიშნეს , რამდენად სწორად შეძლო თანაკლასელმა მედიაგზავნილის აუდიტორიამდე მიტანა. ამ აქტივობით მოსწავლეები დარწმუნდნენ, რომ ყველა ადამიანი ინფორმაციას – მოსმენილს, გაგონილსა თუ ნანახს თავისებურად აღიქვამს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია პირველწყაროს მოძიება/გაცნობა. აღნიშნული აქტივობა ასევე ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას.მოსწავლეებმა შეამოწმეს საკუთარი მეხსიერებისა და აღქმის უნარი. მათ ძალიან მოეწონათ მსგავსი ფორმატი, თავისებურად იმსჯელეს ფილმის ირგვლივ და მეტი რამ შეიტყვეს მედიაწიგნიერების შესახებ.დღე IVშექმენი პოსტერი „ მედიაწიგნიერება“მეხუთე კლასის მოსწავლეებმა წინა აქტივობებიდან გარკვეული წარმოდგენა შეიქმნეს მედიაწიგნიერების შესახებ,რის საფუძველზეც შეეცადნენ თავად დაეხატათ და წარმოეჩინათ თუ რა გაიგეს აღნიშნული საკითხის შესახებ. მათ შესანიშნავად წარმოადგინეს ნამუშევრები და საკუთარი შემოქმედებითი უნარები. პოსტერების პრეზენტაციას ესწრებოდა შპს კერძო სკოლის ხარისხის მართვის მენეჯერი აზა მემანიშვილიდღე V• აქტივობა ,,შექმენი რეკლამა“მოსწავლეებმა თავდაპირველად იმსჯელეს და მასწავლებელთან ერთად განმარტეს რეკლამის სახეები და ფორმები. შეარჩიეს კონკრეტული თემა და გაინაწილეს ჯგუფები. მხოლოდ ამის შემდეგ გადაიღეს სარეკლამო ვიდეორგოლი , გამოიყენეს დარწმუნების სხვადასხვა მეთოდი ,რათა გაეყიდათ სასურველი ნივთი ან მოეზიდათ თანატოლები რომელიმე სასწავლო დაწესებულებაში.რეკლამის მიმზიდველად წარმოჩენისათვის მათ გაითვალისწინეს დამხმარე შეკითხვები:რა არის შენი რეკლამა?სად გინდა, რომ გავრცელდეს?რატომ დასჭირდებათ შენი რეკლამა?რით არის განსხვავებული და უკეთესი შენი რეკლამა ?ვინ უნდა დაინტერესდეს შენი რეკლამით?ეს აქტივობა განსაკუთრებით საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა მათთვის. უნდა ითქვას ,რომ ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული და რაც მთავარია ,მათ გაიუმჯობესეს კრიტიკული ,შემოქმედებითი და დამოუკიდებელი აზროვნების უნარი.
-
თემის შეჯამება მათემატკაში
October 26, 2023 Uncategorized
-
“მათემატიკა რომ საგანთა დედოფალია,” ჩემი აღმოჩენა არ გახლავთ.ამიტომაც სამართლიანად ითვლება იგი “მზეკაბანში” ერთ – ერთ პრიორიტეტულ დისციპლინად.კუთხეები ( თემის შეჯამება) ასეთი გახლდათ მეშვიდე კლასში მათემატიკის გაკვეთილის თემა ( პედაგოგი – ეთერ ტურავა).მიზანი – მოსწავლეთა მიერ აღნიშნულ თემაში შემავალი მასალის ათვისების სიმტკიცის შემოწმება.სწავლების სტრატეგია: “კეთებით სწავლება”.გაკვეთილი წარიმართა მოსწავლეთა სრული ჩართულობითა და აქტიურობით. პედაგოგის მიერ გამოყენებული ყველა აქტივობა მიმართული გახლდათ გაკვეთილებზე მიღებული თეორიული ცოდნის ცხოვრებაში პრაქტიკული გამოყენებისაკენ.შეგირდებს ძალიან მოეწონათ ” კეთებით სწავლება” და ძალიან კარგი რესურსები შექმნეს პირადი პორტფოლიოსათვის, თან ცოდნაც გაიმყარეს.მოსწავლეთა თვითშეფასების რუბრიკის ანალიზმა აჩვენა, რომ მასწავლებელმა მიზანს მიაღწია…ეთერ მასწავლებელს თერჯოლის საზოგადოებასთან წარდგენა არ სჭირდება. სულ ახლახან მას მიენიჭა საქართველოს დამსახურებული პედაგოგის წოდება. მთელი ” მზეკაბანის ” სახელით ვულოცავთ მას ამ დიდ აღიარებას და მომავალშიც ვუსურვებთ აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას!მადლობა , ქალბატონო ეთერ, ” მზეკაბანის” გვერდით დგომისთვის! მადლობა იმისთვის, რომ ფინანსური დაინტერესების გარეშე შემოუერთდით ჩვენს მტკიცედ შეკრულ გუნდს და მალევე მოიპოვეთ ყველას სიყვარული და პატივისცემა!სანამ თქვენი მსგავსი ადამიანები იარსებებენ განათლების სისტემაშიმეტი
-
ანბანის შემობრძანება
October 26, 2023 Uncategorized
-
ანბანის შემობრძანება ძალიან ლამაზად, საინტერესოდ, მხიარულად, მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს “მზეკაბანელმა” პირველკლასელებმა. ( პედაგოგი თამთა თოხაძე). მასწავლებელმა პატარებს ნამდვილი ზეიმი და ცოდნის დღესასწაული მოუწყო რამდენი რამ შეუსწავლიათ ამ ერთ თვეში?! კეთილი იყოს თქვენი პირველი ნაბიჯები “დედა ენის ” ჯადოსნურ სამყაროში!თამთა მასწავლებლის აღზრდილებმა, მეხუთეკლასელებმა – ანასტასია აბულაძემ და თომა ლილუაშვილმა სიურპრიზი გაუკეთეს უმცროს მეგობრებს და გაკვეთილი ნამდვილად გაულამაზეს . ფიფქიამ ( ა. აბულაძე) საზღაპრეთიდან საჩუქარი – იაკობის ” დედა ენა” უსახსოვრა პირველკლასელებს, შემდეგ მათ სტუმრად თავად ძია იაკობი ( თ. ლილუაშვილი ) ესტუმრათ და თითქმის ყველა აქტივობაში მათთან ერთად მიიღო მონაწილეობა.მასწავლებლობა რომ გმირობაა, ამაში მხოლოდ ამ ერთი გაკვეთილის ნახვაც. დაგარწმუნებდათ. მადლობა , თამთა მასწავლებელო! იმედი გვაქვს, რომ თქვენი აღსაზრდელები ღირსეულ მამულიშვილებად შეემატებიან საქართველოს! , მადლობა გულთამზე კუბლაშვილს არაჩვეულებრივი თემატური სიმღერებისთვის!
-
მორიგი სტუმარი “წიგნისმოყვარულთა კლუბში”
October 26, 2023 Uncategorized
-
“წიგნისმოყვარულთა კლუბის” წევრებს დღეს მორიგი სტუმარი ჰყავდათ სკოლის ბიბლიოთეკაში – ქალბატონი ინგა ჟღენტი მეოთხე წელია, ” მზეკაბანის ” მეგობარი და აქტიური მხარდამჭერია. მისი ქალიშვილები მარიამი წარჩინებული მეოთხეკლასელია, ხოლო ელენემ წელს პირველად შემოაღო სკოლის კარები. სტუმარმა პატარებს ეზოპეს იგავ- არაკები წაუკითხა. მსმენელებს განსაკუთრებით მოეწონათ იგავები ” ცრუ” , “ვირუკელა და წიგნები”მათ უპასუხეს შეკითხვებს წაკითხული იგავ- არაკებიდან და გააკეთეს დასკვნები : ტყუილი ადამიანის ცუდი თვისებაა , სიმართლის თქმას არაფერი სჯობს;სკოლაში სიარული და სწავლა აუცილებელია ბავშვისთვის, რომ შევიქმნათ კარგი მომავალი.
-
“წიგნის მოყვარულთა”წრე.
October 26, 2023 Uncategorized
-
ყველაზე პატარა “მზეკაბანელებიც” შეუერთდნენ სკოლის “წიგნის მოყვარულთა”წრეს. დღეს მათთან სტუმრად მოვიდა თანაკლასელ მარიამ ჩუბინიძის დედა – ქალბატონი ლელა დოგრაშვილი, რომელმაც პატარებს წაუკითხა ორი ზღაპარი : ” სამი გოჭის ამბავი” და ” მუჭანახევარა”.ყოჩაღ მსმენელებს , როგორც ჩანს, ტექსტი კარგად გაუაზრებიათ. დასმულ ყველა შეკითხვასაც უპასუხეს და დასკვნებიც გამოიტანეს : ძალა ერთობაშია და სწავლა იმიტომაა საჭირო, რომ იოლად ვერავინ მოგვატყუოსო.პატარებს სკოლის ბიბლიოთეკა ძალიან მოეწონათ და დაგვპირდნენ, რომ ეს ოთახი მათთვის ყველაზე საყვარელი ადგილი გახდება.
-
“მზეკაბანის” სიამაყე – ქალბატონი მანანა წერეთელი.
October 26, 2023 Uncategorized
-
კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი ჩაიწერა თერჯოლის ქალთა საბჭოს ისტორიაში. კიდევ ერთხელ იფრქვეოდა ულამაზესი ლექსების სტრიქონები სხდომათა დარბაზში. კიდევ ერთ შემოქმედ ქალბატონს უმასპინძლა თერჯოლის ქალთა საბჭომ. ეს გახლდათ ,,მზეკაბანი-2007”-ის ქართული ენისა და ლიტერტურის მასწავლებელი ქ-ნი მანანა წერეთელი.ქ-ნი მანანა დაიბადა და გაიზარდა ჭიათურაში. საშუალო სკოლაც იქვე დაამთავრა, რომლის შემდეგაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ თავისი ცხოვრება თერჯოლას დაუკავშირა, ოჯახიც აქვე შექმნა და პირველი სამუშაო გამოცდილებაც მიიღო რაიონულ გაზეთ ,,თერჯოლის“ რედაქციაში, რის შემდეგაც 20 წელიწადი ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას თერჯოლის N1საჯარო სკოლაში. დღეს კი მისი ცხოვრება და შემოქმედება მჭიდროდ არის დაკავშირებული ,,მზეკაბანთან“- განათლების ერთ-ერთ მძლავრ კერასთან მუნიციპალიტეტში და არა მხოლოდ მუნიციპალიტეტში. ის ამ სკოლის სული და გულია, მისი განუყოფელი ნაწილია, სასკოლო თეატრალური სპექტაკლების სცენარების ავტორი და რეჟისორია. მისი მოსწავლეები კი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასაოცარ შედეგებს დებენ.ქ-ნ მანანას გამოცემული აქვს ლექსების კრებული ,,მზის საგალობელი“. ახლო ხანებში იგეგმება გამოცემა მისი ახალი ლექსების კრებულისა ,,პირობით ზღვართან“.მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის წინ მეუღლე გარდაეცვალა, ცხოვრებისთვის თავი არ დაუხრია. ღირსეულად ზიდა ცხოვრების ჭაპანი და დღეს ხარობს თავისი ოთხი შვილის ბედნიერებით, რომლები აქტიურად არიან ჩართულნი ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში. ჰყავს ექვსი შვილიშვილი.ისე საოცრად გადმოსცა ქ-ნი მანანას პიროვნება მისმა ერთ-ერთმა მოსწავლემ, მეთორმეტეკლასელმა ,,მზეკაბანელმა“ გოგონამ, რომ თერჯოლის ქალთა საბჭოს სათქმელიც არ დაგვიტოვა.,,უეცრად გამეღვიძა, თითქოს ცივი წყალი გადამასხა ვიღაცამ. შიშმა ჭერს მიმაჯაჭვა, მზერა გამეყინა. საძრაობადაკარგულმა გვიან გავაცნობიერე , რომ სკოლაში წასასვლელი ვიყავი. ტელეფონს გადავწვდი, ერთი საათი მქონდა მოსამზადებლად. ცოტა კიდევ დავიცადე. ტვინის უჯრედებს თვალი გადავავლე, ჩავუსაფრდი მოსალოდნელ განცდებს. მხოლოდ ერთი საათი და ჩემი სახლიდან საკლასო ოთახში აღმოვჩნდები. ამ ფიქრმა ჟრუანტელი შემიკიდა, გული ამიჩქარა და დამდორებული სისხლი ამიძრავა ძარღვებში . უეცრად დალაგდა საფიქრალიც და საკეთებელიც, თითქოს ყველა დიდი მასწავლებელი ერთად გამომეცხადა და დამმოძღვრა :,, ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო .ვინ არის , სიდამ მოსულა , სად არის , წავა სადაო ? „ამაზე პასუხი ჩემი ძვირფასი მასწავლებლის დახმარებით ვიპოვე . მე არ ვიცი , როგორ უნდა გადმოვცე სიტყვებით მადლიერება და პატივისცემა , რომელთაც მის მიმართ ვგრძნობ . სკოლაში ფეხის შედგმა და ამ საყვარელი ადამიანის დანახვაც კი ჩემთვის ბედნიერი დღის დასაწყისის საწინდარია . მისი თვალები ისეთ სითბოსა და სიყვარულს იტევს, შეუძლებელია, რომ ეს მყისიერად ვერ იგრძნო . ჩემი მასწავლებელი ჩემი იმედია , ჩემი ნათელი წერტილია, სინათლეა უკუნეთში. ის არის პიროვნება, რომელმაც მე ,,ფეხზე დგომა ‘’ მასწავლა. ჩემი მრავალი სასიამოვნო მოგონება სწორედ მას უკავშირდება. მუდამ მემახსოვრება მისი სიამაყითა და სიხარულით გაცისკროვნებული თვალები, თუმცა სულ ასე როდია?! ზოგჯერ საქმიანი კამათი და პოლემიკაც ყოფილა ჩვენ შორის. მთავარი კი ისაა, რომ ჩემს წარმატებებში ,, ლომის წილი ‘’ სწორედ მისია . ჩემი ყველა გრძნობა მისდამი წრფელი და უშუალოა . იგი არ ქმნის ჩარჩოებს , იძლევა შესაძლებლობებს და მიძღვნის საკუთარ თავს, როგორც რესურსს, რომლის ,, გამოყენებაც ‘’ წარმატების გარანტია . ასეთია ჩემი საყვარელი მასწავლებელი .კრიალოსანივით იკინძება სასკოლო ცხოვრების ყოველი დღე . დრო მიექანება უბელო რაშივით და ყურში კი ჩემი მასწავლებლის სიტყვები მესმის : ,, დროს ფაფარში ჩაეჭიდე, არ ჩამორჩე , მისი სიჩქარით უნდა გაქანდე , რადგან დაკარგულ დროს ვერ დაიბრუნებ ! ‘’ … მე არ დავკარგავ დროს და გავამრავლებ სიყვარულს, ცოდნასა და სიკეთეს, ,, საუკუნო საგზლად ‘’ რომ მიმაქვს ცხოვრების გზაზე ჩემო ძვირფასო მასწავლებელო !“თერჯოლის ქალთა საბჭო მადლობას უხდის ქ-ნ მანანა წერეთელს ნაყოფიერი პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისათვის, მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებისათვის და უსურვებს მომავალ წარმატებებს!მეტი
-
საუბარი კამათისა და მსჯელობის სხვადასხვა ფორმაზე
October 10, 2023 Uncategorized
-
მერვეკლასელმა “მზეკაბანელებმა”. ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ( პედაგოგი ქეთევან კირკიტაძე) ისაუბრეს კამათისა და მსჯელობის სხვადასხვა ფორმაზე . ყურადღება გაამახვილეს დისპუტზე. თემებიც თავადვე აირჩიეს :1) რა არის ბედნიერება?2)უნდა ჩარიონ თუ არა მასწავლებლები და მშობლები ბავშვების პირად ცხოვრებაში?3) რა არის მოქალაქეობრივი სიმამაცე?აქტივობა მეტად საინტერესოდ წარიმართა დისპუტის წესების დაცვით.მოსწავლეებმა დაასკვნეს, რომ ბედნიერება ადამიანის სულიერი და ემოციური მდგომარეობაა, რომელიც სასიამოვნო შეგრძნებას იწვევს მასში. თითოეულმა საკუთარი მოსაზრება გამოთქვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ისაუბრა ბედნიერების გამომწვევ ზოგად მიზეზებზე.რაც შეეხება მეორე თემას, დისპუტის მონაწილეები ერთხმად შეთანხმდნენ იმაზე, რომ უფროსების ჩარევა მოზარდების ცხოვრებაში მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ იგი მხოლოდ რჩევით შემოიფარგლება. გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს ბავშვმა. სხვა შემთხვევაში ჩარევა გამოიწვევს კონფლიქტს.მოქალაქეობრივი სიმამაცე კი ,მოსწავლეების აზრით, არის ის, როდესაც ადამიანს შეუძლია უანგარო დახმარება, სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარის გაწირვა, ერთმანეთზე ზრუნვა, სხვისი უფლებების დაცვა.დისპუტის ბოლომდე მოსწავლეებმა შეინარჩუნეს კეთილგანწყობილი ტონი, თუმცა გამოითქვა განსხვავებული და საპირისპირო აზრი.