„ბულინგი“ აქტუალური პრობლემა

October 10, 2023 Uncategorized  No comments

„ბულინგი“ აქტუალური პრობლემაა როგორც მთელ მსოფლიოში, ისევე საქართველოშიც. ეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმაა, რომელიც მოზარდ თანატოლთა შორის არის გავრცელებული და ერთი მხარის მიერ მეორის დაჩაგვრასა და დაცინვაში გამოიხატება.შედეგად კი ძალიან ცუდ მდგომარეობას ვიღებთ, ხშირ შემთხვევაში ბავშვების სწორი მიმართულებით განვითარება წყდება და ძალიან დიდი ფსიქოლოგიური პრობლემები ექმნებათ. ამ პრობლემის გათავისებასა და მისი გადჭრის გზების ძიებას მიეძღნა დღეს მეხუთე კლასში ჩატარებული “კლასის საათი”(დამრიგებელი დარეჯან ჭანტურიძე). მათ ნახეს ანიმაციური ფილმი ძალადობაზე.მოსწავლეებმა ,მიუხედავად მათი ასაკისა , საკითხის მიმართ სწორად იმსჯელეს , მოიყვანეს რეალური მაგალითები და დაასკვნეს ,რომ მხოლოდ სიკეთე,სათნოება და სიყვარული მოერევა ძალადობას, მათი მეგობრობა კი უსასრულოდ გაგრძელდება.

მეტი

სტუმრად პირველ კლასში

October 2, 2023 Uncategorized  No comments

ყველაზე პატარა “მზეკაბანელებს”( პედაგოგი თამთა თოხაძე) დღეს მეშვიდეკლასელები ( ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ქეთევან კირკიტაძე) ჰყავდათ “სტუმრად”.
” ცოდნა ანთებულ სანთელსა ჰგავს….” ასეთი გახლდათ საპრეზენტაციო თემა, რომელიც მათ წარადგინეს უმცროსი მეგობრებისათვის.
აქტივობის ფარგლებში პრეზენტატორებმა წარმოადგინეს სხვადასხვა ეპოქისა და ეროვნების გამოჩენილი პიროვნებების გამონათქვამები ზემოაღნიშნულ თემაზე და ყველანაირად შეეცადნენ, რომ პატარებისათვის მარტივი და გასაგები ენით მიეტანათ სათქმელი.
სასწავლო წლის დასაწყისიდან ჯერ ორი კვირაც არ გასულა, მაგრამ უკვე თვალშისაცემია პირველკლასელთა ორგანიზებულობა და მობილიზება სასწავლო პროცესში..ჩვენი ოთახიც იმიტომ დაგითმეთ წელს, რომ კარგად ისწავლითო – უთხრეს მათ უფროსმა მეგობრებმა
მეტი

“პერსონაჟის დღე”

June 3, 2023 Uncategorized  No comments

“პერსონაჟის დღე” მეათეკლასელ ” მზეკაბანელებთან”
დღეს ქართული ლიტერატურის გაკვეთილზე მეათეკლასელმა ” მზეკაბანელებმა” ( პედაგოგი მანანა წერეთელი) რუსთაველის პოემა “ვეფხისტყაოსნის” გმირები გააცოცხლეს. სასიამოვნო გახლდათ პოეტის უკვდავი სტრიქონების მოსმენა.
კოსტიუმირებულმა წარმოდგენამ მეტი ეფექტი შესძინა საღამოს. ავთანდილობდა – ნიკა გურული, ვეფხვის ტყავი შესანიშნავად მოირგო იური აბჟანდაძემ, როსტევანის პირით პოემის სიბრძნე ღაღადებდა საბა კვახაჯელიძის პირიდან, ჯგუფში სულ ორი გოგონა ჰყავთ რაინდებს, მაგრამ მარიამ მაკარიძემ შესანიშნავად გაართვა თავი თინათინისა და ასმათის როლებს, ხოლო ნესტან- დარეჯანი ლიზი აბჟანდაძე გახლდათ.პოემის პროლოგი გადმოგვცეს ირაკლი დიაკონიძემ და გუგა გეწაძემ, ტიტე ზარნაძემ ” ავთანდილის ანდერძი” წარუდგინა აუდიტორიას, ბეჟან ზანდარაშვილმა რუსთაველის პოემის სიდიადე კიდევ ერთხელ გვაგრძნობინა.❤️❤️ ყოჩაღ, ბავშვებო, წარმატებებს გისურვებთ მომავალში თქვენს შეუდარებელ მანანა მასწავლებელთან ერთად! ” ტარიელებად” ნესტან – დარეჯანებად” , “ავთანდილებად”, “თინათინებად ” , “ფრიდონებად” და “ასმათ – შერმადინებად” ემატეთ საქართველოს!👏👏❤️❤️❤️🙏🙏🙏
ამ ამაღლებული განწყობით სამყაროში ყველა პატარას ვულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! წმინდა ნინოს მადლი გფარავდეთ ყველგან და ყოველთვის!🙏🙏🙏🙏მშვიდობიან სამყაროში გეცხოვროთ!
მეტი

შემაჯამებელი კომპლექსური დავალება

June 3, 2023 Uncategorized  No comments

ხელნაკეთი ან ელექტრონული წიგნის შექმნა გვიანი შუა საუკუნეებისა და ადრეული ახალი დროის შესახებ.
შუა საუკუნეების მიწურულს განვითარებულმა ისტორიულმა მოვლენებმა დიდი გავლენა მოახდინა იმდროინდელი კაცობრიობის ცხოვრებაზე, მათ შორის საქართველოზეც და სათავე დაუდო ახალ ეპოქას. ამ მნიშვნელოვან თემებზე შექმნეს მერვეკლასელებმა ელექტრონული და ხელნაკეთი წიგნები, წარადგინეს ისინი კლასის წინაშე. გადმოცეს,თუ რის შესახებ იყო მათი წიგნები და რატომ დაინტერესდებოდა მკითხველი მათი შექმნილი ნამუშევრებით.
მეტი

კომპლექსური დავალების პრეზენტაცია

June 3, 2023 Uncategorized  No comments

მეტი

” ქართველების ერთად ყოფნა, დამილოცე ღმერთო!”

June 3, 2023 Uncategorized  No comments

ასეთი გახლდათ ლიტერატურულ- მუსიკალური კომპოზიცია, რომლითაც მერვეკლასელმა “მზეკაბანელებმა” შესწავლილი მასალა შეაჯამეს.( პედაგოგი მანანა წერეთელი) . ეს იყო “სპექტაკლი”, რომელმაც დამსწრე საზოგადოება “ბაში – აჩუკისა” და ” ბახტრიონის” გმირებთან ერთად ქვეყნის წარსულში ამოგზაურა.
ლექსი, ლოცვა, სლაიდშოუ, ცეკვა ქმნიდა მეტად ამაღლებულ განწყობას და სიამაყის გრძნობით გვავსებდა თითოეულს. მანანა მასწავლებელი ყოველი წლის ბოლოს გვანებივრებს მსგავსი საღამოებით. წარმატებები მას შეგირდებთან ერთად!
დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ქართველებს ” ერთად ყოფნა” და გაძლიერება!
დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ, თანამემამულენო! უფლის წყალობა არ მოაკლდეს ჩვენს ლამაზ ქვეყანას!
მეტი

კომპლექსური დავალების შეჯამება

June 3, 2023 Uncategorized  No comments

მერვეკლასელი “მზეკაბანელები” თავიანთ “შემოდგომას” ყველა საგანში იმკიან.
დღეს, 25 მაისს, მათ ჰქონდათ კომპლექსური დავალების შეჯამება (პრეზენტაცია) მათემატიკაში. პედაგოგი და კლასის ხელმძღვანელი ხათუნა კლდიაშვილი.
კომპლექსური დავალება – ” ჩემი ოცნების ბიზნესი” მეტად საინტერესო გახლდათ თითოეული მოსწავლისათვის.
თემა : გარემომცველი სამყარო და გეომეტრიული ობიექტები, ფართობი და ფართობის თვისებები.
მასალის შერჩევისას მოსწავლეებს სრული თავისუფლება ჰქონდათ მინიჭებული, ამიტომ პრეზენტაცია გამოვიდა მრავალფეროვანი და მეტად საინტერესო.
ლიკა გურულმა საჯინიბოს მაკეტი დაამზადა და ყველაფერი წარმოადგინა კომპლექსური დავალებიდან გამომდინარე;
ლუკა ნამგალაძემ სტომატოლოგიური კაბინეტი წარმოგვიდგინა.
ლევან კირკიტაძეს თხილის პლანტაცია “გაუშენებია”;
ანასტასია ქოჩიაშვილი კაფეს მონაცემებით დაინტერესდა
ლაშა არაბიძეს გზის რეაბილიტაცია და მშენებლობა “იტაცებს”;
ბარბარე მაჭარაშვილს – სპორტდარბაზი
მარიამ კირკიტაძემ ამფითეატრის შესანიშნავი მაკეტი წარმოადგინა; ნიკოლოზ კლდიაშვილმა წინაპართა ტრადიციას არ უღალატა და ვენახი ” გააშენა” ;
დავით გაპონენკომ – დაფნის პლანტაცია, აღნიშნა, რომ მომგებიანი ბიზნესია.
ბექა შუღლაძემ საცხოვრებელი სახლი “ააშენა” და დავალებასთან დაკავშირებით წარმოადგინა ყველა საჭირო მასალა.
ლუკა ობოლაძემ და გოგა გეწაძემ შესანიშნავი მაკეტი წარმოადგინეს დასასვენებელი პარკისა და სპორტული მოედნისა.
ნიკოლოზ რობაქიძემ კაკლის ხეივანი ” გააშენა” , ხოლო ივა კვახაჯელიძემ შექმნა დაწყებითი სკოლის მოდელი.
ყველა გამომსვლელი ძალიან სერიოზულად გახლდათ მომზადებული , ამიტომაც პრეზენტაცია გამოვიდა საინტერესო.
მადლობა ქალბატონ ხათუნას და წარმატებები მომავალში მოსწავლეებთან ერთად.
მეტი

“ასეთია ჩემი მხარე”

June 3, 2023 Uncategorized  No comments

16 მაისს , მეოთხეკლასელმა “მზეკაბანელებმა” ბუნებისმცოდნეობაში ( პედაგოგი თამთა თოხაძე) შეაჯამეს პროექტი – “ასეთია ჩემი მხარე”.
თითოეულმა პრეზენტატორმა ძალიან საინტერესოდ ისაუბრა იმერეთის ღირსშესანიშნაობების შესახებ და წარმოადგინა სათანადო რესურსი.
წარმატებები პატარებო, თამთა მასწავლებელთან ერთად!
მეტი

“საჭმლის მომნელებელი სისტემა”

June 3, 2023 Uncategorized  No comments

ასეთი გახლდათ საპრეზენტაციო თემა, რომელიც მერვეკლასელმა ‘ “მზეკაბანელებმა” წარმოადგინეს ბიოლოგიის გაკვეთილზე ( პედაგოგი თეა სამხარაძე)
გამომსვლელებმა წარმოადგინეს საჭმლის მონელების თითოეული ორგანო საკუთარი ფუნქციით. პრეზენტაცია გახლდათ ძალიან საინტერესო, მოსწავლეებს ძალიან ბევრი დამატებითი ინფორმაცია მოუძევიათ შესწავლილ მასალასთან დაკავშირებით.ამიტომ ყველას წარდგენა ერთმანეთზე უკეთესი გახლდათ.
სასწავლო წელი თანდათან დასასრულს უახლოვდება, მაგრამ მერვეკლასელებს ჯერ კიდევ ბევრი პროექტი და აქტივობა აქვთ განსახორციელებელი სხვადასხვა საგანში. წარმატებები ბავშვებო!
მეტი

„ქართული ხალხური საკრავების როლი ქართველი ხალხის ცხოვრებაში“

June 3, 2023 Uncategorized  No comments

ასეთი იყო დღეს IV კლასელი მოსწავლეების კომპლექსური დავალების შემაჯამებელი პრეზენტაცია საგანში “მე და საზოგადოება“(პედაგოგი ელენე კუტივაძე).
თავდაპირველად მოსწავლეებმა მოიძიეს მასალა ზღაპრებში გამოყენებული მუსიკალური საკრავების შესახებ , შეისწავლეს საკრავების წარმოშობისა და განვითარების ისტორია, მოისმინეს ფრაგმენტები მუსიკალური საკრავების ჟღერადობით , თვალსაჩინოებისთვის გააკეთეს საინფორმაციო ფორმატი ქართული ხალხური საკრავების ფოტოსურათებით და ბოლოს პრეზენტაცია სლაიდებით,სადაც წარმოდგენილი იყო უკლებლივ ყველა ქართული ხალხური საკრავი .პრეზენტაციის მსვლელობის დროს მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები და ცეკვები ხალხური საკრავების ჟღერადობით.
კომპლექსური დავალება მიზნად ისახავდა მუსიკის უნარ-ჩვევების , კვლევის, დისკუსიის, საკუთარი შთაბეჭდილებების გადმოცემის,ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარებას.ქვეყნის კულტურასა და ისტორიის გაცნობა,ასევე ხალხური საკრავების პოპულარიზაციას მოსწავლეებში.
მეტი