-
საქველმოქმედო საშობაო ბაზრობა
January 17, 2025
Uncategorized
-
27 დეკემბერს, ” მზეკაბანში” გაიმართა ტრადიციული საქველმოქმედო საშობაო ბაზრობა. ყოველთვის ვეხმარებოდით ხოლმე არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალურად დაუცველ ოჯახებს , თუმცა ამის შესახებ არასდროს დაგვიწერია.სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ გადაწყვიტა, ორგანიზება გაეკეთებინა ამ საქველმოქმედო აქციისთვის და ამჯერად შემოსული თანხა დაემატებინა “ჭკვიანი დაფის ” შესაძენად არსებული დანაზოგისათვის. აქციაში აქტიურად ჩაერთნენ პირველიდან მერვე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლე, მათი მშობლები, მეწარმეობის წრის წევრები ….რას არ ნახავდით აქ – ნაქსოვი, თექა, ხელთნაკეთი სამკაულები, ეპოქსიდის ნივთები, ტკბილეული, დესერტი , ცხელი სასმელები, ბაზრობამ სახალისოდ ჩაიარა – პატარებმა 605 ლარი და 60 თეთრი შეაგროვეს.მიზანთან სულ ახლოს ვართ, შარშან რამდენიმე მეგობარი დაგვპირდა, რომ ” ჭკვიანი დაფისთვის” გარკვეული თანხით დაგვეხმარებოდა ჰოდა, ძვირფასებო, პირობის შესრულების დრო მოვიდა, იმედია, სიტყვას არ გატეხთ!საშობაო ბაზრობის შემდეგ პედაგოგებმა ვიზრუნეთ ,რომ ერთმანეთისთვის გვეჩუქებინა ბედნიერი წუთები, სითბო და სიყვარული.
Leave a reply